» » » სალათი "ფრანგი საყვარელი" ფორთოხლით: ყველაზე მომხიბვლელი გემო

სალათი "ფრანგი საყვარელი" ფორთოხლით: ყველაზე მომხიბვლელი გემო

გემრიელი, ლამაზი და მკვეთრი სალათი "ფრანგი საყვარელი" სწრაფად იქცა პოპულარულად და მან უამრავი დიასახლისის გული დაიპყრო. მისი ინგრედიენტები ჩვეულებრივია, თუმცა გემო - სავსებით ორიგინალური.

სალათის უპირატესობა ისაა, რომ მასში სხვადასხვა ვიტამინი შედის დიდი რაოდენობით(განსაკუთრებით, თუ მაიონეზს ნატურალური იოგურტით ან არაჟნით ჩაანაცვლებთ), ასევე, მარტივია მოსამზადებლადაც - გჭირდებათ ცოტა დრო და ძალისხმევა.



იმის დამსახურებით, რომ სალათში ერთბაშად რამდენიმე გემოა - მარილიანი, ცხარე და ტკბილი - იგი პიკანტური და იმდენად უჩვეულოა, რომ ამ გემოს დავიწყება გაგიჭირდებათ. შესაძლოა, ამის გამოც უწოდებენ მას ფრანგ საყვარელს.

სალათი "საყვარელი"
ამ სალათს მომზადების უამრავი ინტერპრეტაცია აქვს. ასევე, შესაძლოა, მას სხვადასხვა სახელებით("საყვარელი, "სინაზე", "ფრანგული კოცნა") შეხვდეთ.
Rchevebi.com-ის რედაქცია წარმოგიდგენთ ამ სალათის ჩვენეულ ინტერპრეტაციას:

ინგრედიენტები:
  • 300 გრ მოხარშული ქათმის ფილე;
  • 50 გ მაგარი ყველი;
  • 1 ჭიქა ქიშმიში;
  • 1-2 ც სტაფილო;
  • 1 ჭიქა ბერძნული თხილი;
  • 1 ც ფორთოხალი;
  • მაიონეზი ან არაჟანი გემოვნებით.
ინგრედიენტები ხახვის მარინადისათვის:
  • 2 თავი ხახვი;
  • 50-70 მლ წყალი;
  • 1 ჩ/კ შაქარი;
  • 1 ჩ/კ მარილი;
  • 1 ჩ/კ ძმარი.
მომზადების წესი:

  1. მოხარშული (ან შებოლილი) ქათამი გააცივეთ და დაჭერით თხლად, ან დაფცქვენით ხელით;


  2. წყლის, ძმრის, მარილისა და შაქრის გამოყენებით მოამზადეთ მარინადი;
  3. დაჭერით გარჩეული ხახვი, ჩადეთ მარინადში და მოურიეთ. აცადეთ 30 წუთით მაინც;


  4. სტაფილო გაწმინდეთ და დახეხეთ საშუალო ზომის სახეხზე;
  5. წვრილად დაჭერით ღუმელში ან მიკროტალღურში გამომშრალი ბერძნული თხილი;
  6. ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი 10 წუთით. შემდეგ გადაასხით წყალი და გააგრილეთ ქიშმიში;


  7. მყარი ყველი დახეხეთ საშუალო ზომის სახეხზე;


  8. მას შემდეგ, რაც ყველა ინგრედიენტს მოამზადებთ, შეუდექით სალათის მომზადებას. აქვე გეტყვით, რომ არაა აუცილებელი ინსტრუქციის ზედმიწევნით გამოყენება. შეგიძლიათ, გამოსცადოთ თქვენი ფანტაზია და დაუმატოთ სხვა ინგრედიენტებიც;
  9. სასალათეში(სასურველია პლასტმასის) ჩააფინეთ საკვები ცელოფანი. ფსკერზე, პირველ ფენად მოასწორეთ ბერძნული თხილი;
  10. წაუსვით ამ ფენას მაიონეზი/არაჟანი/იოგურტი და მოაყარეთ ყველი;
  11. დაადეთ დახეხილი სტაფილო და ამ ფენასაც წაუსვით კრემი;

  12. შემდეგ მოაყარეთ ქიშმიში;
  13. სალათზე დადეთ მარინადიდან ამოღებული ხახვი და ისევ წაუსვით კრემი. თუ დრო გაქვთ, გააგრილეთ სალათი 1 საათით;
  14. მოაწყვეთ ზედა ფენაზე ქათამიც და გადმოაბრუნეთ ბრტყელ თეფშზე. ზემოდან მორთეთ ფორთოხლის ნაჭრებით.

    ეჭვიც არ მეპარება, რომ სალათი მაგიდაზე დიდხანს არ გაჩერდება!
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.