» » » დაეხმარეთ თქვენ თავს! გენიტალჰერპესის მკურნალობა სახლის პირობებში, მცენარეებით...

დაეხმარეთ თქვენ თავს! გენიტალჰერპესის მკურნალობა სახლის პირობებში, მცენარეებით...

ვირუსი, რომელიც სასქესო ორგანოების ჰერპესს იწვევს, გადადის სქესობრივი კავშირით, ან ინტიმური კონტაქტით იმ დროს, როცა ვირუსი აქტიურია. ვირუსის გააქტიურებას ხელს უწყობს ცუდი კვება, ორგანიზმის ფიზიკური და ემოციური სისუსტე, სიცხისა და სიცივის მკვეთრი ცვალებადობა.
ჰერპესის სიმპტომებიდან ძირითადად აღსანიშნავია პატარა წითელი, სითხით ამოვსებული ბუშტუკები, რომლებიც შეიძლება მტკივნეული იყოს. რამდენიმე დღის შემდეგ ბუშტუკები ვაგინაში, ანუსში და დუნდულებზე, ბარძაყის ზედაპირებზე ჩნდება. გადამდებია და იწვევს უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით ჯდომის დროს. შემდეგ ბუშტუკები შრება და თანდათან ქრება. პირველი გამონაყარი ძალიან უსიამოვნოა, ხშირად თან ახლავს ლიმფური ჯირკვლების გადიდება, შეუძლოდ ყოფნა, სიცხე. ბუშტუკების არსებობა და ტკივილი შეიძლება სამი კვირა გაგრძელდეს.
არსებობს კავშირი გენიტალურ ჰერპესსა და კიბოს შორის, მაგრამ აუცილებელი არაა ერთი - მეორის მიზეზი იყოს. თუ გენიტალჰერპესი გაქვთ ყოველ წელს გაიკეთეთ ნაცხის ანალიზი. გენიტალჰერპესი ყველაზე საშიში მშობიარობის დროსაა - ბავშვს შეიძლება სიბრმავე და მძიმე დაავადებები შეჰყაროს. 36 კვირის თავზე ორსულმა კვირაში ორჯერ კულტურა უნდა ამოათესინოს. თუ პასუხი დადებითია - საკეისრო უნდა გაკეთდეს.
ჰერპესის ვირუსი - სახელად Herpes simplex იწვევს სიცხიან გამონაყარს პირისა და ცხვირის გარშემო. ფიქრობენ, რომ ინფექცია გადატანილ იქნება სასქესო მიდამოში. სიცხიან გამონაყარს ხელი არ ახლოთ, სუფთა ხელებით შეეხეთ სახეს.

ჰერპესის თავიდან აცილება.
გამორიცხეთ სქესობრივი და ორალური კავშირი თქვენს პარტნიორთან, მაშინაც როცა მას ინფექცია მწვავე სტადიაში არ აღენიშნება და აქვს მხოლოდ გამონაყარი.
ერიდეთ სტერსს, გადაღლას, გამოფიტვას, ზედმეტ მუშაობასა და ცხოვრების არაჯანსაღ სტილს. გიშველით იოგა, მედიტაცია, ბალახები და სწორი კვება ნერვების გასამაგრებლად.
იარეთ სუფთა ჰაერზე, იმოძრავეთ იმუნური უნარის გასაუმჯობესებლად.

კვება გენიტალჰერპესის დროს.
დადგენილია, რომ გამონაყარზე გავლენას ახდენს ორი ამინომჟავა, თუ ვირუსითაა ადამიანი დაავადებული. ლიზინს შეუძლია შეტევა შეაჩეროს, არგინინი - გამონაყარისადმი მიდრეკილებას ამაღლებს. სწორედ ამის საფუძველზე ურჩევენ ლიზინით მდიდარ და არგინინით ღარიბ საჭმლის მიღებას.

ლიზინის შემცველი საკვები: კარტოფილი, გლეხური ყველი, ნედლი ბოსტნეული, ლობიო, სოიო, კვერცხი, ხორცი, მაწონი, რძე, პარკოსნების ნაყოფი, ლუდის საფუარი, ფრინველის ხორცი, თევზი.

არგანინის შემცველი: შოკოლადი, კაკაო, ყავისფერი ბრინჯი, ქიშმიში, სეზამის თესლი, ბადრიჯანი, მწვანე წიწაკა, ნუში, ქოქოსის კაკალი, თხილი, კაკალი, ქერის ფქვილი, მზესუმზირა, ბატიბუტი, პომიდორი, შაქარი, ჩაი, მუხუდო.

დაეხმარეთ თქვენ თავს:
  • დაადგინეთ რომელ საჭმელზე გაყრით; ერიდეთ შაქარს, კოფეინს, ცხიმს და მზა საჭმელებს;

  • შავი ჩაის მთრიმლავი ნივთიერება - ბუნებრივი ანასთეზიოლოგიური საშუალებაა. მტკივნეულ ადგილებზე-ჩაით გაჟღენთილი ოთხად მოკეცილი დოლბანდის საფენი დაიდეთ, დაიბანეთ;

  • ბუშტუკების დროულად გასაშრობად მიიღეთ ჰაერის აბაზანები. მალე მოსაშუშებლად ფრთხილად წაუსვით E ვიტამინის ზეთი;

  • ერიდეთ ძლიერ სიცხეს, საუნას და სოლარიუმს;

  • მწვავე პერიოდში მარილიანი წყლით დაიბანეთ;

  • დალიეთ ლიზინიანი პრეპარატები (500 მგ ყოველდღე), ინფექციების შესაფერხებლად, 500 დან 1000 მგ-მდე 2-3-ჯერ დღეში მწვავე პერიოდში. მულტიმინერალები და ვიტამინების აბები იმუნურ უნარს აძლიერებენ;

  • ჭამეთ თუთიით, A, B, C, და E ვიტამინებით მდიდარი საკვები ინფექციისადმი წინააღმდეგობის უნარის გასაუმჯობესებლად.

გენიტალჰერპესის მკურნალობა მცენარეებით.
დასალევად იხმარეთ გლერძა, რუდბექია და ნიორი - იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

გამწმენდი - ოროვანდი, ბაბუაწვერის ფესვი, ჭინჭარი და ღოლო აძლირებენ შხამების გამოყოფას ორგანიზმიდან.

ლიმფური სისტემის სტიმულაციისათვის -ენდრონიკა, გულყვითელა და ჭიაფერა. ეს რეცეპტი იხმარება ინფექციის დროს და ორი კვირის შემდეგაც: პიტნა, ენდრონიკა, მარმუჭი, რუდბექია, ოროვანი - თანაბარი რაოდენობით.

გარეგან სახმარად - გამონაყრიან ადგილებს იბანენ რუდბექიის, ძირყვითელას, მირტის ხის, გულყვითელას, კრაზანის ნაყენით.
ბუშტუკებს ფრთხილად უსვამენ ბარამბოს, მიხაკის, ლავანდის, ჩაის ხის, ბეგქონდარას, კრაზანას ზეთს; ტკივილებს ამცირებს ვიტამინ E - ს ზეთი მომშრალ ბუშტუკებზე.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.