სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი სპეციალისტების აზრით, ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ინგლისელი მეცნიერების მიერ დადასტურებულია, რომ ამ გავრცელებულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებების პროვოცირება როგორიცაა:
- საშვილოსნოს ყელის და პროსტატის კიბო.
- თვითნებური აბორტი.
- თანდაყოლილი სიმახინჯეები და ახალშობილებში თვალის მძიმე დაზიანება.
"ჰერპეს" ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს "მცოცავ, გავრცელებულ კანის დაავადებას". ჰიპოკრატეს დროს ჰერპესს კანის ნებისმიერ წყლულოვან დაზიანებას ეძახდნენ.
ითვლება, რომ პლანეტის მოსახლეობის 90% ჰერპესის ვირუსის მატარებელია.
მარტივი ჰერპესის ვირუსი გამოყოფილ იქნა 1924 წელს. ექიმებისთვის დიდ ხანს არ იყო ცნობილი, რომ სინამდვილეში ჰერპერს - ვირუსული ინფექცია სერიოზულად აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს და ორგანოთა სისტემას.
კომპრესები და წასასმელი საშუალებები
- ჰერპესის სამკურნალო ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ქრისტესისხლას წვენი. ახალმოკრეფილ ქრისტესისხლას ძირებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, წურავენ წვენს და ასხამენ შუშის ფლაკონში (ფლაკონში სითხის დონესა და საცობს შორის მანძილი 2 სმ უნდა იყოს). ფლაკონს პერმეტულად დავუცოთ თავი. 1 კვირის შემდეგ, როცა დუღილის პროცესი იწყება, საცობი რეგულარულად მოვხადოთ გაზების გამოდევნის მიზნით. ასეთი წესით მომზადებული წვენი დიდხანს ინახება. ჰერპესის მკურნალობისას დაზიანებულ ადგილას უსვამენ ქრისტესისხლას წვენს რამდენიმე წთ-ის განმავლობაში, შემდეგ 5 წთ ისვენებენ და ისევ იგივეს იმეორებენ. პროცედურა დღეში 2-3-ჯერ კეთდება. შეხვევა საჭირო არაა.
- ტუჩის ჰერპესს და ჰერპეს - ზოსტერს კალანჰოეს წვენით მკურნალობენ (უსვამენ დაზიანებულ უბნებზე). წვენის მისაღებად შეიძლება გამოვიყენოთ ნივრის საჭყლეტი.
- კარგად მოქმედებს დაზიანებულ უბნებზე (როცა ადგილი აქვს წვას და ქავილს) ლიმონის წვენის წასმა, რომელიც ხელს უწყობს ბუშტუკების სწრაფად შეხორცებას.
- სასარგებლოა ჩვეულებრივი შავი ჩაიც. 1 პაკეტ შავ ჩაის დავასხათ მდუღარე წყალი, გაცივდეს სხეულის ტემპერატურამდე და შემდეგ მივიდოთ მტკივნეულ ადგილას 20 წთ-ის განმავლობაში დღეში 3-ჯერ.
- 1 ს/კ ხმელ ბარამბოს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დავაყენოთ 30 წთ. დავასველოთ ნაყენში დოლბანდი ან ტილოს ნაჭერი და დავიდოთ კომპრესი დაზიანებულ ადგილას 3-ჯერ დღეში.
- ეფექტურია მარწყვა ბალახას ზეთის წასმა დაზიანებულ უბნებზე 1-2-ჯერ დღეში. უსიამოვნო შეგრძნებების შემსუბუქების მიზნით კარგია გახეხილი ნივრის, ვაშლის ან კარტოფილის კომპრესი.
- ჟოლოს ტოტები გავრეცხოთ მდუღარე წყლით, დავჭრათ 1-2 სმ-ის სიგრძეზე და გავსრისოთ ფაფისებური მასის მიღებამდე. ეს მასა მივიდოთ ჰერპესით დაზიანებულ უბნებზე.
- ჰერპესის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე საყინულედან გამოვიღოთ ყინული და დავიდოთ დაზიანებულ ადგილზე არ ანაკლებ 2 სთ-სა.