» » » ჭრილობების, ძაღლის და მწერის ნაკბენის მკურნალობა მცენარეებით

ჭრილობების, ძაღლის და მწერის ნაკბენის მკურნალობა მცენარეებით

ბავშვები დაცემისას იღებენ ჭრილობებს, ტრაგედიას ნუ შექმნით, მიეცით კატაბალახა შოკიდან რომ გამოვიდეს, გაწმინდეთ ნაჭრილობევი ადგილი ანტისეპტიკური მცენარეების კრაზანას ან გულყვითელას ნაყენით. ამით თავიდან აიცილებთ ინფექციას და დააჩქარებთ ჭრილობის შეხორცების პროცესს. თუ ნაჭრილობევი ადგილი მტკივნეულია, მობანეთ პიტნის ან ლავანდის ნაყენით.
შეგიძლიათ ლავანდის, ნემსიწვერას, ევკალიპტის, პიტნის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი ჩაასხით ადურებულ წყალში ჭრილობის ანტისეპტიკური დამუშვებისთვის, ტკივილის გასაყუჩებლად და დაძაბულობის მოსახსნელად.
იხმარეთ ჭრილობისათვის კრაზანას, გულყვითელას და ლაშქარას მალამოები.
თუ ჭრილობა ღრმაა, სისხლის შესაჩერებლად ხელით მოუჭირეთ, ბინტი დაადეთ და ექიმს გამოუძახეთ, რომ გაკეროს. ჭრილობას კი წაუსვით თაფლი, რითაც აიცილებთ ინფექციებს.
თუ ნედლ ოხრახუშს დაჩეჩქავთ და ჭრილობას დაადებთ - მორჩენა დაჩქარდება.

ძაღლის და მწერის ნაკბენის მკურნალობა მცენარეებით
შოკის დროს მიეცით ვალერიანი აბი;
ჭრილობა მობანეთ გამდინარე წყლით;
მოამშრალეთ მარილიანი ხსნარით, ან ანტისეპტიკური მცენარეთა ნაყენით, ან ეთერზეთებით.

ანტისეპტიკური მცენარეები: ბეგქონდარა, კრაზანა, მრავალძარღვა, გულყვითელა, ლავანდი.
დიდი კამის თესლის ნაყენის საფენი ჭრილობებიდან შხამს გამოიტანს;
ნაკბენს კომბოსტოს ან იის ფოთლები დააფარეთ.
(ძაღლის, კატის, ადამიანის ნაკბენი საჭიროებს ანტიბიოტიკებით მკურნალობას და ღრმა ნაკბენი კი ტეტანუსის აცრას).
სახვევის გამოცვლისას დაბანეთ როზმარინის ნაყენით.

მწერის ნაკბენის მკურნალობა მცენარეებით.
შესივების, ტკივილის, ინფექციის ასაცილებლად და მორჩენის დასაჩქარებლად იხმარეთ: გახეხილი ნედლი ნიორის ან ხახვის ფაფა, კიტრის წვენი, ლავანდის ზეთი, შაშკვლავის - რეჰანის დაჩეჩქილი ფოთლები, სალბის ნაყენი, როზმარინის ზეთი: 1 ჩ/კ 300 მლ ღია ფერის ლუდზე, ჩაუმატეთ ჩაის ხის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, ბარამბოს ზეთი.

ფუტკრის ნაკბენის მკურნალობა მცენარეებით.
წაუსვით საჭმლის სოდა ან თაფლი შხამის გასანეიტრალებლად. თუ ფუტკრის ნაკბენის დროს შესივება ტუჩების, ენის, ყელის, სასუნთქი გზების მიდამოებშია - პაციენტი საავადმყოფოში მოათავსეთ, გაუკეთეთ ადრენალინი.
ფუტკრის და კრაზანას ნაკბენის დროს: ლიმონის წვენი ან ძმარი, დაჭყლეტილი მრავალძარღვა, ხახვის ნაჭერი, ლავანდის ზეთი, შარდი, დარიჩინის ზეთი.
ჭიანჭველის ნაკბენს შველის ნიორი, კიტრის წვენი, ნედლი ხახვი.
მოსკიტების ნაკბენზე ლავანდის ზეთი, ვაშლის ძმარი, ლიმონის წვენი, დაჭყლეტილი რეჰანი, ხახვის, დიდი კამის თესლის ჩაი.
მტკივნეული ნაკბენის დროს შველის სპირტი, შარდი, ძმარი.
ლავანდის და ლიმონის ზეთით, სურნელოვანი მცენარეების დაწვით შეგიძლიათ მოიგერიოთ მოსკიტები, კერძოდ კარგია: როზმარინის, სალბის ლავანდის და პიტნის გამოყენება.


სიცხის დროს ჩნდება გამონაყარი ტუჩებზე, ცხვირის ნესტოებზე. ხშირად იკეთებს ფუფხს, ქავილის დროს შეიძლება გავრცელდეს ვირუსი, რომელიც ნერვულ დაბოლოებებში ყოველთვის არის. გავრცელებას ხელს უწყობს ცუდი კვება, შოკოლადი, მიწის თხილი, ფსიქიკური ან ფიზიკური სტრესი, კანის აძრობა ან სრესა, იმუნური სისუსტე. ამ დროს ჭამეთ ლიზინით მდიდარი საკვები: ქათმის ხორცი, ლუდის საფუარი, ლობიო, მწვანე ლობიო, ხილი, ბოსტნეული.
იმუნური სისტემისათვის: ნიორი, C ვიტამინი, B კომპლექს - ვიტამინი, მაგნიუმით, კალიუმით, ბიოფლავონოიდებით მდიდარი საკვები.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.