ორივე შემთხვევაში დაავადებათა წარმოქმნის მთავარ მიზეზად, ექიმთა აზრით, შეიძლება ჩაითვალოს სტრესი, გადაღლილობა, აგრეთვე ცხოვრების წესი (დაუბალანსებელი კვება, მოდუნებისა და დასვენების არცოდნა, მძიმე ფიზიკური შრომა და ჯდომითი სამუშაო).
სისხლის წნევა მთელი დღის განმავლობაში ხან მაღლა ადის, ხან დაბლა ჩამოდის. მაგალითად, როცა ადამიანს სძინავს, ორგანიზმში მიმდინარე პროცესები ნელდება და სისხლის წნევა დაბლა იწევს.
ჰიპერტონიის მკურნალობა ხალხური რეცეპტებით:
- თუ ჰიპერტონიულ დაავადებას თან ახლავს კორონალური უკმარისობა, ამზადებენ შემდეგ ნარევს. იღებენ 15 გრ გლერძს, 15 გრ კუნელის ყვავილს, 20 გრ ფითრის ბალახს, 10 გრ გველის სუროს, 15 გრ ვალერიანის ფესვებს, 15 გრ პიტნას, 15 გრ კამას.
2 ს/კ დაქუცმაცებულ მასას ხარშავენ 1/2 ლიტრ წყალში, აჩერებენ 1 საათს და წურავენ. მიიღება 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. - ჰიპერტონიული დაავადების დროს, როდესაც მას ახლავს ათეროსკლეროზი და თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ავადმყოფს უნიშნავენ შემდეგ ფიტონაკრებს. იღებენ 30 გრ ფიჭვის კვირტებს, 20 გრ. არყის ხის კვირტებს, 20 გრ ბარამბოს, 30 გრ ფითრის ბალახს, 30 გრ შვიტას, 20 გრ ქრისტესისხლას, 10 გრ მრავალძარღვას, 30 გრ ბერულას, 20 გრ სიმინდის ულვაშს, 30 გრ ვარდკაჭაჭას ბალახსა და ფესვებს, 30 გრ ძირტკბილას, 30 გრ უკვდავას ყვავილს, 30 გრ ჭინჭრის ფოთლებს, 15 გრ კამის თესლს, 15 გრ ანისულას, 30 გრ ცირცელის ნაყოფს, 60 გრ ასკილის ნაყოფს. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ნარევს ასხამენ 1/2 ლ ადუღებულ წყალს, აჩერებენ 3 საათს და წურავნე. მიიღება 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე 2-3 კვირის განმავლობაში.
შემდეგ მიიღება 7 დღის განმავლობაში 2-2 დღის შესვენებებით არტერიული წნევის ნორმალიზაციამდე. - 300 გრ ნიორს ნაყავენ როდინში, ასხამენ 1/2 ლიტრ არაყს და აჩერებენ თბილ და ბნელ ადგილას 14 დღის განმავლობაში (ყოველდღე ანჯღრევენ), შემდეგ კარგად წურავენ. მიიღება 1/2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
- 1 ჩაის კოვზ ვარდკაჭაჭას ურევენ 3 ჩაის კოვზ შაქრის პუდრს. მიიღება 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე 10 დღის განმავლობაში. შემდეგ აკეთებენ 7 დღიან შესვენებას და კურსს იმეორებენ.
- 15 გრ სახამებელს ურევენ 1/2 ჭიქა ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში. მიიღება დილით უზმოზე 14 დღის განმავლობაში.
- 500 გრ ჭარხალსა და 500 გრ კარტოფილს ატარებენ წვენსაწურში. წვენების ნარევს მიირთმევენ 1/2 ჭიქას 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
- 1 ჭიქა მაწონს უმატებენ 1 ჩაის კოვზ ვარკაჭაჭას და კარგად ურევენ. მიიღება ყოველ დილით უზმოზე 30 დღის განმავლობაში.
- მიირთმევენ 1/4 ჭიქა ბროწეულის წვენს ჭამამდე 30 წუთით ადრე დილით და საღამოს.