» » » ტოლმა - კავკასიური კერძების დედოფალი! არომატული, წვნიანი და მდნარი

ტოლმა - კავკასიური კერძების დედოფალი! არომატული, წვნიანი და მდნარი

ტოლმა (დოლმა, დალმა, დულმა, დურმა, სარმა) წარმოადგენს ხორციანი ფარშითა და ბრინჯიანი ბოსტნეულით გატენილ ფოთლებს(როგორც წესი, ვაზის ან კომბოსტოს).



უცნობია, ვის მოუვიდა პირველად აზრად, ჩაეტენა ხორციანი ფარში ვაზის ფოთოლში, თუმცა თურქებიც, ბერძნებიც, სომხებიც და აზერბაიჯანელებიც იბრალებენ მის ნაციონალურობას.



  • თუ ჯერ კიდევ არ გიჭამიათ ტოლმა, ალბათ, მისი მომზადება არ იცით. გამოასწორეთ ეს დანაკლისი ახლავე, რჩევების რედაქციის დახმარებით, რომელმაც, სპეციალურად თქვენთვის, მოამზადა წვნიანი, არომატული და მადისაღმძვრელი ტოლმის რეცეპტი.

    როგორ მოვამზადოთ ტოლმა ვაზის ფოთოლში
    ინგრედიენტები ტოლმისთვის
    • 40-50 ვაზის ფოთოლი
    • 500 მლ ხორცის ბულიონი ტოლმის მოსახარშავად
    • 500-600 გ ხორცი (ცხვრის ხორცი ყველაზე მეტად უხდება)
    • 4-6 ს.კ. ბრინჯი
    • 4-5 თავი ხახვი
    • 50-70 მლ მცენარეული ზეთი
    • 1/4 ჩ.კ. კურკუმა
    • 1/2 ჩ.კ. დაფქული ზირა(კი)
    • 1/2 ჩ.კ. დაფქული შავი წიწაკა
    • ქინძი და პიტნა გემოვნებით
    • მარილი გემოვნებით
    ინგრედიენტები სოუსისთვის
    • 1 ჭიქა ნატურალური მაწონი
    • 4-6 კბილი ნიორი
    • მწვანე ქინძი, კამა ან ოხრახუში
    • მარილი გემოვნებით
    მომზადება
    1. დაიწყეთ ტოლმის მომზადება ფარშით. გაატარეთ ხორცი საკეპში. შეარჩიეთ ცხიმიანი ხორცი - ასე კერძი უფრო წვნიანი გამოვა.
    2. ხახვი დაჭერით კუბებად.


    3. მოხარშეთ ბრინჯი ნახევრად მზადყოფნამდე.
    4. ახლა ფოთლების დროა. ვაზის ფოთლები ძალიან თხელი და ნაზი უნდა იყოს. თუ ახალი ფოთლები გაქვთ, უბრალოდ გარეცხეთ წყლით, არ დაასხათ მდუღარე. ამ შემთხვევაში, გახვევა უფრო მარტივია, თუმცა არომატი იკარგება.


    5. თუ ვაზის ფოთლების მწნილს იყენებთ, კარგად გარეცხეთ ცივ წყალში მარილის გასარეცხავად და მოხარშეთ.
    6. ტაფაზე გააცხელეთ მცენარეული ზეთი, მოთუშეთ ხახვი ნელ ცეცლზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ამის შემდეგ დაუმატეთ კურკუმა, ზირა, წიწაკა, მარილი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.


    7. მოურიეთ კარგად. შემდეგ დაუმატეთ ფარში. დიდხანს ნუ შეწვავთ, ხორცი ოდნავ უნდა გათეთრდეს.
    8. ახლა ბრინჯის დროა. შეურიეთ ფარშს.
    9. ვაზის ფოთლები დაალაგეთ მაგიდაზე, გლუვი მხარით ქვემოთ. თითოეული ფოთლის შუაში მოათავსეთ ცოტაოდენი ფარში.


    10. ჯერ დაახურეთ ფარშს ფოთლის ზედა ნაწილი, შემდეგ გვერდები და ბოლოს გაახვიეთ შიგთავსი.


    11. ქვაბის ფსკერზე დადეთ რამდენიმე ფენა ვაზის ფოთოლი, შეგიძლიათ დახეული ან ძალიან დიდი ფოთლები გამოიყენოთ. ამის შემდეგ მაქსიმალურად მჭიდროდ ჩაალაგეთ რულეტები თავით ქვემოთ.


    12. როცა ტოლმებს ჩაალაგებთ, დაახურეთ თეფში და ბულიონი მოასხით ისე, რომ ბოლომდე დაფაროთ იგი(ოღონდ არა ქვაბის კიდეებამდე). ზემოდან დაადეთ სიმძიმე, რათა ხარშვის დროს ტოლმა არ გაიშალოს.


    13. დადგით ქვაბი ცეცხლზე, აადუღეთ და ხარშეთ 1-1.5 საათი მინიმალურ ცეცხლზე.
    14. გამორთეთ ცეცხლი და მოხსენით სიმძიმე. აცადეთ კერძს 10 წუთით გაგრილება. ამ დროში ბულიონი შეიწოვება, ტოლმა კი უფრო გემრიელი და წვნიანი გამოვა.
    15. ტოლმის სოუსი ძალიან უხდება ჩვენს მომზადებულ რულეტებს. დაჭყლიტეთ ნიორი მაწონში, დაუმატეთ მწვანილი და მოურიეთ.
    16. მზა ტოლმა დადეთ თეფშებზე და მორწყეთ დარჩენილი ბულიონით. არ დაგავიწყდეთ სოუსიც.

    გემრიელად მიირთვით!
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.