ბოშათა ბანაკში ნამდვილი ბარონი გაიცნო, რომელსაც დაუმეგობრდა. სწორედ ლეილამ, ნამდვილი ბოშათა ბარონის მეუღლემ, უამბე კერძზე, რომელსაც უკვე მე თვითონაც ვამზადებ. რადგან ეს კერძი საკმაოდ გემრიელი და ნოყიერია.
"რჩევების" რედაქცია გიზიარებთ ბოშათა მომზადებული კომბოსტოს ტოლმის რეცეპტს: ერთხელ გასინჯვის შემდეგ გულგრილი ვერავინ დარჩება! თითების ჩასაკვნეტი კერძი ცხოვრების ყველა შემთხვევვისთვის.
როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს ტოლმა
ინგრედიენტები
- 1 კგ ღორის ფარში
- 100 გრ ბრინჯი
- 1 კგ კომბოსტოს ფოთლები
- 4 თავი ხახვი (საშუალო ზომის)
- 1 სტაფილო
- 1 პომიდორი
- 1 ს/კ ტომატის პასტა
- 10 ს/კ მზესუმზირას ზეთი შესაწვავად
- 2.5 ჩ/კ მარილი
- 2 ს/კ ძმარი
- 1 ჩ/კ შავი წიწაკა დაფქული
- 2 დაფნის ფოთოლი
- მწვანილი გემოვნებით
მომზადება
1. პირველ რიგში კომბოსტოს ფურცლები უნდა მოამზადოთ. ამისთვის კომბოსტო მოხარშეთ და ძმარი დაუმატეთ. მოშუშულ კომბოსტოს ფოთლები შემოაცალეთ.
2. ახლა შიგთავსის მომზადებას შეუდექით. 1 კგ ხორცი საშუალო ცხიმით ხორცის გასატარებელში გაატარეთ. ბრინჯს კი 10 წუთით მდუღარე წყალი დაასხით და შემდეგ წყალი გადაასხით.
3. ღრმა თასში ფარში, ბრინჯი და ცოტა მარილი და წიწაკა დაუმატეთ.
4. ხახვი, სტაფილო და წიწაკა წვრილად დაჭერით. ტაფაზე 10 ს/კ მზესუმზირას ზეთი დაასხით და სტაფილო ხახვთან ერთად შეწვით, შემდეგ წიწაკა დაუმატეთ და ბოლოს ტომატის პასტა. ბოსტნეული ხშირად აურიეთ, რომ არ დაიწვას.
5. შემწვარი ბოსტნეული 2 ნაწილად გაყავით, 1 ნაწილი ფარშს დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
6. ახლა თავად ტოლმის ფორმირებას შეუდექით. ამისთვის კომბოსტოს ფურცელში ფარში შეახვიეთ.
7. შემწვარი ბოსტნეულის მეორე ნაწილში 0.5 ლ წყალი, მარილი, სანელებელი დაუმატეთ და აადუღეთ. მიღებული სოუსი ტოლმას მოასხით. კომბოსტოს ტოლმა ტაფაზე ფენებად დააწყვეთ, ტოლმებს შორის სოუსი მოასხით და ასე ბოლომდე. ტაფის ზემოთ პომიდორი და მწვანილი დაჭერით. ცოტა წყალი და დაფნის ფოთოლი დაამატეთ.
8. ტოლმა საშუალო ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში ხარშეთ.
9. მზა ტოლმა არაჟანთან ერთად მაგიდაზე გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!
ტოლმის მომზადების ბევრი რეცეპტი არსებობს და თითოეული თავისებურად კარგია. ტოლმის როგორი რეცეპტი იცით თქვენ? აუცილებლად კომენტარებში თქვენი კულინარიული მიღწევები გაგვიზიარეთ!