თუმცა, მაინც არის სიტუაციები, როცა ორქიდეისგან მხოლოდ ფესვები და ღერო რჩება. ამ შემთხვევაშიც კი, არ იჩქაროთ ვაზონის გადაყრა. ჩვენ მოგიყვებით, როგორ გაზარდოთ ასეთი ნარჩენებისგან ახალი ყვავილი.
ორქიდეის ფესვები
მიზეზები, რომელთა გამოც მცენარე ჭკნება:
- მორწყვის შემდეგ ფოთლებს შორის რჩება წყალი და იწვევს ჭკნობას.
- მცენარის დამწვრობა, რომელიც გამოწვეულია მზის პირდაპირ სხივებზე დიდი ხნით გაჩერებით.
- იმ სუბსტრატის მეტისმეტი ტენიანობა, რომელშიც ყვავილი იზრდება. არაზომიერი მორწყვა.
ნარჩენებისგან შესაძლებელია ახალი სიცოცხლის შექმნა. ამისთვის უნდა გადარგოთ ღერო ახალ "ნიადაგში". იგი უნდა შედგებოდეს კერამზიტის, ტენიანი ხავსის, პენოპლასტისა და ქერქისგან. ახალი ქოთანი გამჭვირვალე უნდა იყოს, ფსკერსა და გვერდებზე ხვრელებით, რათა სითხე არ გაჩერდეს ქოთანში.
ქოთნის ფსკერზე უნდა მოათავსოთ მცირეოდენი ნიადაგი. შემდეგ ფესვები. ისე ჩაალაგეთ, რომ ღერო ზემოთ იყოს. არ ჩააღრმავოთ მცენარე. მორწყეთ გაფილტრული წყლით და დადგით ნათელ ადგილას. რაღაც დროის შემდეგ მასზე ახალი წამონაზარდი გაჩნდება.
ორქიდეას ფესვების გადარჩენა მაშინაც კი შეიძლება, როცა ისინი შავი და ყავისფერი ლაქებით იფარება. ლაქა ამლაშების ნიშანია.
მარილი ფესვთა სისტემაში ძალიან ხისტი, გაუფილტრავი წყლით მორწყვის ან ძლიერი კონცენტრატული სასუქის შედეგად გროვდება.
ამ შემთხვევაში, ფესვების დაზიანებულ ნაწილებს ჭრიან, მოჭრილ ადგილებს აყრიან დარიჩინს, რგავენ მცენარეს ახალ სუბსტრატში და რწყავენ ქარვის მჟვით, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება.
თუ ორქიდეის ფესვები დაჭკნა და დარჩა მხოლოდ ღერო, მისი გადარჩენა შემდეგნაირად შეიძლება: ღეროს ქვედა ნაწილს წაუსვით ქარვის მჟავა და მოათავსეთ 2 სმ-ს დაშორებით წყლით სავსე ჭურჭლისგან. როცა ჰაერიდან ტენის შეწოვით მცენარე დაიწყებს ფესვების გამოყოფას, გადარგეთ იგი ახალ სუბსტრატში.
ყველაზე კარგი არჩევანია, არ მიიყვანოთ მცენარე ამ მდგომარეობამდე: არ დაუშვათ შეცდომები ორქიდეის მოვლის დროს.
- არ შეცვალოთ ვაზონის ადგილმდებარეობა. ყოველ ახალ ადგილას სინათლის ახალი ორიენტაციაა. ისეთ მცენარეს, როგორიც ორქიდეაა, უჭირს ადაპტაცია სხივების ახალ მიმართულებასთან. ადაპტაციის დროს იგი კარგავს ძალას და წყვეტს ყვავილობას. სინათლისკენ მცენარის მიბრუნებაც არ ღირს.
- ორქიდეას ფესვებს მცირე ტენი სჭირდებათ. ისინი ნესტს მხოლოდ მაშინ ინაწილებენ, როცა ფოთლებში საკმარისი სინათლე მოხვდება. თუ ვაზონი სიბნელეშია, ორქიდეის ფესვები ვერ ანაწილებენ სითხეს ფოთლებსა და ყვავილებში, იწყებს ჭკნობასა და განადგურებას.
- სუბსტრატი, რომელშიც მცენარე იზრდება, დროთა განმავლობაში იფიტება. წელიწადში ერთხელ იგი უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკვებ ნივთიერებებს ორქიდეა ვერსაიდან მიიღებს.