» » » საქსოვი ძაფისგან დაამზადეთ უჩვეულო და ლამაზი ქოთანი

საქსოვი ძაფისგან დაამზადეთ უჩვეულო და ლამაზი ქოთანი

მეტად უჩვეულო, ძაფის ქოთნის დასამზადებლად დაგჭირდებათ: სასურველი ფერის საქსოვი ძაფი, ტუალეტის ქაღალდი, წელვადი ძუა, სპირტი, ჩვალი, დიდი ზომის ნემსი, მაკრატელი, წებო ემულსია და საკუთრივ საყვავილე ქოთანი ან ნებისმიერი ჭურჭელი, რომლის ქოთნად გადაქცევა გსურთ.
წინასწარ შერჩეული და გასუფთავებული ქოთნის ან ჭურჭლის კედლები გაწმინდეთ სპირტიანი ჩვრით, გააშრეთ, გზა და გზა გაპოხეთ წებო ემულსიით და 5-6 ან მეტ ფენად დაახვიეთ ტუალეტის ქაღალდი.
წებოს გაშრობის შემდეგ ანალოგიურად დაახვიეთ სქელი საქსოვი ძაფი მანამ, სანამ ქოთანი ან ჭურჭელი არ მიიღებს ძაფის გორგლის იერსახეს და კვლავ დაელოდეთ წებოს სრულ შრობას.

ტუალეტის ქაღალდი მჭიდროდ დააგორგოლეთ, ზედაპირზე ალაგ-ალაგ წაუსვით წებო ემულსია და მასზეც დაახვიეთ საქსოვი ძაფი მანამ, სანამ არ მიიღებთ ძაფის გორგლის იერსახეს.
ასეთი მეთოდით დაამზადეთ 10-12 ცალი გორგალი.
წელვადი, გამჭვირვალე ძუა ნემსით გაუყარეთ უკვე მშრალი ძაფის გორგალში და 1-2-ჯერ ნაზად ამოკერეთ. ასე გააკეთეთ დანარჩენებზეც.
მშრალ საყვავილე ქოთანში ან ჭურჭელში ჩაყარეთ მიწის სუბსტრატი, ჩარგეთ დეკორატიული ოთახის მცენარე და გააფორმეთ დაკიდული ძაფის ხვეულებით.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.