მუყაოს ან პლასტმასის ნაჭრის ზედაპირი გაპოხეთ წებო ემულსიით და მთელ მის ზედაპირზე დაახვიეთ ფერადი ძაფები. დაელოდეთ შეშრობას, ხოლო შემდგომ, ეტაპობრივ დაიწყეთ წებო ემულსიით და ძაფებით კედლების ამოყვანა.
ამგვარად გააგრძელეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ თქვენთვის მისაღები საყვავილე ქოთნის ქურთუკის სიმაღლეს. სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მთლიანი ნამუშევარი შიგნიდან და გარედან გაპოხეთ წებო ემულსიის წყალხსნარით, პროპორციით 1:2-ზე. დაელოდეთ სრულ შრობას და ჩადგით თქვენთვის საყვარელი სახეობა ჭურჭლითურთ.
უჩვეულო ხელნაკეთი
უჩვეულო დიზაინის, თოკის წნულის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
წებო ემულსია, ცხელი სიკიკონის წებო, სქელი თოკი, მაკრატელი, სარეცხის სარჭები, ნემსი და საქარგი სქელი ძაფი.
წებო ემულსიით გაპოხეთ თოკის მცირე ნაწილი, წვერი და მჭიდროდ დაახვიეთ წრიულად. ნახელავი დააფიქსირეთ სარეცხის სარჭებით და რამდენიმე საათის განმავლობაში დადეთ ხელუხლებლად.
აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ, მოხსენით სარეცხის სარჭები, მიღებული წრის გარეთა გვერდები გაპოხეთ წებო ემულსიით, მჭიდროდ შემოახვიეთ თოკი, კვლავ გაპოხეთ, კვლავ შემოახვიეთ თოკი და ასე განაგრძეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ საყვავილე ქოთნის ჩასადგამის ძირის რადიუსის წრეს და დაელოდეთ წებოს სრულ შეშრობას.
უკვე მშრალ ნახელავზე, ცხელი სილიკონის წებოთი ისე შემოაწებეთ ძაფი, რომ თანდათან დაიწყოთ გვერდების სიმაღლეზე ამოყვანა. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ სასურველი სიმაღლის ქოთნის ჩასადგამს. სამუშაოს დასასრულს, გადაჭერით თოკი, მისი ბოლო შიგნითა მხრიდან დააფიქსირეთ და ნახელავიც მზად არის ექსპლუატაციისთვის.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ გაცილებით ორიგინალური იერსახის მიცემა, მაშინ ნემსზე ააგეთ საქარგი სქელი ძაფი და თოკის ყოველი შემოხვეული რიგი დააკერეთ ქვევითა თოკის რკალს, ოღონდ ისე, რომ მიიღოთ თოკზე დახვეული ძაფის ეფექტი.