სხვადასხვა ზომის პლასტმასის ჭურჭელი გადაჭერით და ჩასვით ერთმანეთში ისე, რომ მიიღოთ განსხვავებული ფორმის ჭურჭელი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სარეცხი საშუალების ქილა ჩასმული არის თმის ნიღაბისთვის განკუთვნილ ქილაში.
მზა კონსტრუქციის კედლები გაპოხეთ წებო ემულსიით და შემოახვიეთ რამდენიმე ფენა ტუალეტის ქაღალდი. დაელოდეთ წებოს სრულ შრობას. ხოლო შემდეგ, მთლიანი ზედაპირი შეღებეთ ქვების ფრად.
სასურველია, თუ აღნიშნული ჭურჭლების რომელიმე თავსახურს დააწებებთ მიღებული კონსტრუქციის ძირზე, რათა მიიღოთ კიდევ უფრო უჩვეულო ფორმის ჭურჭელი.
რიყის ქვები ან კენჭები წინასწარ კარგად გარეცხეთ და გააშრეთ.
პლასტმასის ნახელავი ვიზუალურად გაყავით 4-5 თანაბარ ნაწილად და თითოეული ნაწილის მთელ სიგრძეზე, წებო ემულსიით ერთ რიგად დააწებეთ ქვები. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული რიგის შრობას დასჭირდება დაახლოებით 1-3 საათი.
ყველა რიგის გაშრობის შემდეგ დაიწყეთ მათ შორის არსებული სიცარიელეების წებო ემულსიით და ქვებით დაფარვა. წინასწარ დაწებებული რიგები დაგეხმარებათ მუშაობაში და სამუშაო პროცესში ან წებო ემულსიის გაშრობამდე, თქვენს მიერ დაწებებული ქვები აღარ ჩამოსრიალდება ქოთნის კედელზე.
მუშაობის პროცესში ნუ ინაღვლებთ, თუ ქვები ზედმიწევნით დაგესვრებათ წებო ემულსიით, რადგანაც შრობის შემდეგ, იგი აბსოლიტურად გამჭვირვალე და შეუმჩნეველი ხდება.
წებო ემულსიის ნაცვლად სავსებით შესაძლებელია ე.წ. "ლურმანი წებოს" გამოყენება და ის გაცილებით კარგად აწებებს განსაკუთრებით დიდი ზომის ქვებს, თუმცა მასთან მუშაობისას აუცილებელია თითების გაფრთხილება.
კონსტრუქციის გვერდებზე ქვების შემოწმებების და მათი შრობის შემდეგ, ამოაყირავეთ ნახელავი და მის ძირზეც ანალოგიური მეთოდით დააწებეთ შედარებით ბრტყელი ფორმის ქვები.
ნახელავისთვის საბოლოო იერსახის მისაცემად, წებოს სრული შრობის დასრულების შემდეგ, რომელიც დაახლოებით გასტანს 2-3 დღე და ღამე, მთლიანი ქოთანი დაფარეთ 2-3 ფენა ლაქით და ქოთანიც მზად არის.
არსებობს საყვავილე ქოთნების ქვებით დეკორირების გაცილებით მარტივი მეთოდით, რომლის განსახორციელებლად დაგჭირდებათ: თიხის ქოთანი, ქვები ან კენჭები, ცხელი სილიკონის წებო, ლაქი და ფუნჯი.
წინასწარ გარეცხილი და გასუფთავებული ქვები ცხელი სილიკონის წებოთი მიაწებეთ სიმეტრიულად ან შეხედულებისამებრ, წაუსვით 2-3 ფენა ლაქი, დაელოდეთ სრულ შრობას და ქოთანიც მზად არის ექსპლუატაციისთვის.