ხაჭოს ბლინების რეცეპტი დაქალისგან გავიგე, რომელიც 5 წელია, ფლორიდაში გადასახლდა. ამერიკაში პოპულარულია კულინარიული წიგნები და გადაცემები მარტა ჰელენ სტიუარტის რჩევებზე, მას "ოჯახური კერის ქალღმერთსაც" უწოდებენ, რომ არაფერი ვთქვათ რეცეპტებზე, რომლებიც პირველივე ცდაზე გამოსდიოდათ მათაც კი, ვინც არ მეგობრობს სამზარეულოსთან.
დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოვამზადოთ ხაჭოს ბლინები მარტა სტიუარტის რეცეპტით. საუზმეზე, სადილზე და ვახშამზეც კი. გემრიელი, სასარგებლო და პირში დნობადი.
ხაჭოს ბლინები
ინგრედიენტები
- 250 გ ხაჭო
- 3 კვერცხი
- 300 მლ რძე
- 3 ს.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 4 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 1 ჩ.კ. სოდა
- 160-180 გ ფქვილი
მომზადება
- გაატარეთ ხაჭო საცერში.
- მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ ხაჭო, კვერცხი, შაქარი და მწიკვი მარილი.
- ხაჭოს მასა კარგად ათქვიფეთ ბლენდერით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, რათა არ დარჩეს ხაჭოს გროვები.
- ათქვფილ მასას დაუმატეთ რძე და კარგად ათქვიფეთ.
- წინასწარ გაცერით ფქვილი და დაუმატეთ ცომს სოდასთან ერთად. კარგად მოურიეთ. ბოლოს დაუმატეთ ზეთი და ისევ მოურიეთ.
ცომის კონსისტენცია ისეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვეულებრივი ბლინების დროსაა. - ტაფა გააცხელეთ და წინასწარ წაუსვით ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი.
დაასხით ტაფაზე დაახლ. 1.5-2 ს.კ. ცომი (ბლინის დიამეტრი გემოვნების საქმეა). როგორც კი ბუშტუკები გაჩნდება და გვერდები მოოქროსფერდება, გადააბრუნეთ. - მზა ბლინი აიღეთ ტაფიდან, წაუსვით კარაქი. მე 17 ცალი ოქროსფერი ბლინი გამომივიდა.