» » » ხაჭოს და ჟოლოს დესერტი: ხაჭო თითქმის არც იგრძნობა!

ხაჭოს და ჟოლოს დესერტი: ხაჭო თითქმის არც იგრძნობა!

ხაჭო - სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ბავშვის რაციონში აუცილებლად უნდა იყოს. სად იპოვით აუცილებელი ნივთიერებების ასეთ წყაროს: ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოლის მჟავა, ვიტამინები...

რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვის ხაჭოს ჭამაზე უარს ამბობს? ხომ არ ვაიძულებთ. უმჯობესია გემრიელი კერძი მოამზადოთ, რომელიც ოჯახის ყველა წევრს მოეწონება. 



დღეს "რჩევების" რედაქცია გიამბობთ გემრიელი ნამცხვრის შესახებ, რომელიც მოსიყვარულე დედის დამხმარე გახდება. 

ხაჭოს დესერტი ჟელატინით

მსგავსი პეროგის გამოსაცხობად, ღუმელის ჩართვაც კი არ დაგჭირდებათ. დესერტი ჟელატინით მზადდება. ჟოლოს ფენა პეროგს მხოლოდ გემოს შემატებს. ხაჭო კი საერთოდ არ იგრძნობა. 



ინგრედიენტები

  • 300 გრ ახალი ან გაყინული ჟოლო

  • 500 გრ ფერმენტირებული ყველი

  • 500 გრ შვრიის ნამცხვარი

  • 200 გრ კარაქი

  • 200 გრ არაჟანი

  • 125 გრ შაქარი

  • 40 გრ ვანილის შაქარი

  • 20 გრ ჟელატინი

  • 200 მლ წყალი


მომზადება

1. შვრიის ნამცხვარი დაფშვენით და კარაქს აურიეთ. 



2. მიღებული მასა ფორმის ძირზე თანაბრად გადაანაწილეთ. 

3. ჟელატინს წყალი დაასხით და გააჩერეთ, რომ გადიდდეს. 

4. ცალკე ხაჭო, ჟოლო, არაჟანი, შაქარი და ვანილი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ერთმანეთს კარგად აურიეთ. რამდენიმე ცალი ჟოლო გასაფორმებლად დაიტოვეთ. 



5. ჟელატინის ნაწილი გახსენით და ხაჭოს მასას აურიეთ. დააბლენდერეთ. მასის ნაწილი ფორმაში ჩაასხით (ზემოდან პეჩენია)

6.. მეორე ფენას ზემოდან ჟოლო მოაყარეთ და კვლავ ხაჭოს ფენა დაასხით. ზემოდან კვლავ კენკრა მოაყარეთ და საყინულეში სწრაფად მოსამზადებლად შედგით. 



7. ჟელატინი წყალში გახსენით და ჟოლოს წვენი აურიეთ. მიღებული ნარევი ფორმას ზემოდან დაასხით და საყინულეში ბოლომდე მომზადებამდე შედგით. 

8. ხაჭოს დესერტი გამოცხობის გარეშე მზადაა. შეგიძლიათ ყველა სუფრაზე მოიწვიოთ!



გემრიელ ნამცხვარს ბავშვებიც და უფროსებიც სიამოვნებით მიირთმევენ. ამასთან გემოთი ვერც მიხვდებით, რომ ნამცხვარში ხაჭო არის. 

თუ ხაჭოს ჭამაზე ბავშვის დათანხმებას ვერ ახერხებთ, ეს რეცეპტი ნამდვილი დამხმარე იქნება. მთავარია - არ უთხრათ ხაჭოს არ მოყვარულებს, რომ დესერტში ხაჭო არის, ისე ვერ მიხვდებიან. 

ხაჭო-ჟოლოს დესერტი მეგობრებს გაუზიარეთ. შეიძლება ამ ინფორმაციის გამო მადლობელი დარჩნენ. 

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.