როგორც წამალს, სტაფილოს უძველესი დროიდან იყენებენ. ელადაში მას ტუბერკულოზის, ბუასილის სამკურნალოდ ხმარობდნენ.
ბერძნები მას "დაუკუს" ანუ "მწველს" ეძახდნენ, რადგან სტაფილოს თესლებს აქვს დამახასიათებელი გემო - სიმწარით.
სტაფილო ორწლიანი მცენარეა ქოლგისებრთა ოჯახიდან. პირველ წელს ხდება ძირნაყოფას ფორმირება, რომელიც მნიშვნელოვან საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. მეორე წელს ხდება ბუჩქის და თესლის წარმოქმნა.
ველური სტაფილოს თესლი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ნივთიერებებს, როგორიცაა ეთერზეთები, ფიტოსტერონი, B ჯგუფის ვიტამინები, 20-ზე მეტი დასახელების მიკროელემენტები.
ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ამ ბოსტნეულის ველური სახესხვაობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია თეთრი თითისტარისებური ფესვები. თესლის მომზადება (შესანახად) სექტემბერში ხდება - მას კარგად აშრობენ.
სტაფილოს თესლი ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, ორგანიზმიდან ჭიების გამოდევნას, შველის ყაბზობას, ჰიპერტონიას და ა.შ.
ველური სტაფილოს თესლი ნაყოფი ჰიპერტონიის სამკურნალოდ
ინგრედიენტები:
- 50 გრ ველური სტაფილოს თესლი
- წყალი - 200 მლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავაყენოთ 12 სთ ბნელ ადგილას, თან შევფუთოთ. მიღების წინ ნაყენი გავფილტროთ.
ველური სტაფილოს თესლის ნაყენი მეტეორიზმის დროს
ინგრედიენტები: - 20 გრ სტაფილოს თესლები
- წყალი - 400 მლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე, თავდახურული დავდგათ 10 წთ.
ნაყენი აუცილებლად ცხელი უნდა მივიღოთ თესლთან ერთად - 100 მლ 3-4-ჯერ დღეში.
ველური სტაფილოს ნაყენი თირკმელში კენჭის არსებობისას
ინგრედიენტები: - 30 გრ ველური სტაფილოს თესლი
- წყალი - 60 მლ
მომზადების წესი:
ნედლეული დავფქვათ ყავის საფქვავში, დავუმატოთ წყალი, მივიყვანოთ ადუღებამდე, კარგად მოვურიოთ და დავაყენოთ 12 სთ. მიღების წინ გავწუროთ. მივიღოთ 10 მლ 3-ჯერ დღეში.
ველური სტაფილოს თესლის ფხვნილი იმპოტენციის მკურნალობაში - 30 გრ ველური სტაფილოს თესლი დავფქვათ ყავის საფქვავში ერთგვაროვანი მშრალი ფხვნილის მიღებამდე.
მივიღოთ 1 გრ 3-ჯერ დღეში მშრალი სახით.
ველური სტაფილოს თესლების ფხვნილი ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების დროს - 30 გრ ნედლეული დავფქვათ ყავის საფქვავში.
მივიღოთ 3-ჯერ დღეში ჭამამდე დანის წვერით, წყლის მიყოლებით.