თუმცა, ციტრუსის კანს დაუფიქრებლად ვყრით. დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ეს ვიტამინებით სავსე და არანაკლებ სასარგებლო პროდუქტი.
- ციტრუსის ძმარი
ძმრით უამრავი დაბინძურების გაწმენდა შეიძლება, მაგრამ ყველას არ მოსწონს მისი სუნი. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ ციტრუსის კანი.
მოათავსეთ ქილაში ციტრუსის ქერქები, დაასხით ძმარი, დაახურეთ და შეინახეთ 1 კვირით. შემდეგ გადაასხით შხეფიან ბოთლში და გამოიყენეთ, როგორც უნივერსალური საწმენდი საშუალება. - დაუმატეთ ლიმონის ქერქი ჭურჭლის სარეცხ მანქანას და საპნის ნადები აღარ აღმოჩნდება შუშის ჭურჭელზე.
- ფორთოხლის ან ლიმონის კანი ჩაალაგეთ თასში, დაასხით წყალი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში. მაქსიმალური სიმძლავრისა და 7 წუთის შემდეგ, უბრალოდ ამოწმინდეთ იგი შიგნიდან.
- მინერალური ნალექის აბაზანიდან მოსაშორებლად დაგჭირდებათ ლიმონის კანი. მოაყარეთ მას მარილი და გამოიყენეთ სკრაბის სახით აბაზანის კედლებისა და კარისთვის.
- საჭრელი დაფის დეზინფექციისთვის მოაყარეთ მას ცოტაოდენი მარილი და გახეხეთ ციტრუსის კანით. გარეცხეთ და გააშრეთ.
- ქერქების შესანახავად გამოიყენეთ ყინულის ფორმები. შეგიძლიათ ცედრა ღუმელში გამოაშროთ, შემდეგ კი შეინახოთ ქილაში და დააფქვიოთ კოქტეილებისთვის.
- ციტრუსის სანელებლის მოსამზადებლად დააფქვიეთ გამხმარი ქერქები, შეურიეთ მარილი და შავი წიწაკა და გამოიყენეთ პიკანტურ სანელებლად.
- არომატული ჩაი
კლასიკური შავი ჩაი გააორმაგებს ფორთოხლის ცედრის არომატს. ცოტაოდენი მიხაკიც და მიიღებთ ექსკლუზიურ სასმელს. - თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, გამოიყენეთ ციტრუსის კანი სახის სკრაბად. იგი შეამცირებს ცხიმებს, დააგლუვებს და სინაზეს მიანიჭებს კანს.
- აიღეთ 3/4 ჭიქა შაქარი, 4 ს.კ. ნუშის ზეთი, 1 კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ფორთოხლის ქერქი. დახეხეთ ცედრა ძალიან წვრილად, შეურიეთ შაქარსა და ზეთს. მიღებული მასა გამოიყენეთ ნატურალური სკრაბის სახით სხეულისთვის.
- კბილის პასტას დაუმატეთ ციტრუსის ქერქის ფხვნილი ან ფორთოხლის კანით გაიწმინდეთ კბილების შიდა მხარე. დამტკიცებულია ამ საშუალების უსაფრთხობა.
- ფორთოხლისგან მოამზადებთ სანთელს, თუ გაქვთ ზეითუნის ზეთი და დანა. ფორთოხალს კანი ისე გააცალეთ, რომ კუდი შეინარჩუნოთ. შემდეგ ჩაასხით კანში ზეთი და "ფითილს" მოუკიდეთ.
- აიღეთ 2 ფორთოხლის კანი. 1 ს.კ. ვანილის ექსტრაქტი, 1 კოვზი დანაყული მიხაკი და 3 ჩხირი დარიჩინი. გაავსეთ ქვაბი წყლით, დაუმატეთ 2 ს.კ. ძმარი და დანარჩენი ინგრედიენტები. აადუღეთ და ხარშეთ, სანამ არომატს არ შეიგრძნობთ.
ასეთი საშუალების უპირატესობა ნათელია: იგი აბსოლუტურად ნატურალური და იაფია, არამხოლოდ წმენდს ჰაერს, არამედ ატენიანებს კიდევაც.