» » » ის სწრაფი ზრდის სტიმულატორია! - ფორთოხლის ქერქს სწორედ ამიტომ აღარ გადავყრი

ის სწრაფი ზრდის სტიმულატორია! - ფორთოხლის ქერქს სწორედ ამიტომ აღარ გადავყრი

ფორთოხალი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ხილად არის აღიარებული. მისი ფერი, სუნი და გემო ჩვენ კარგი განწყობით გვმუხტავს, ვიტამინები კი ინფექციებისა და ვირუსულ დაავადებებს გვიცავს. ყოველ ჯერზე წვნიანი ფორთოხლის მირთმევის შემდეგ დღესასწაულის შეგრძნება გაქვთ!

ფორთოხლის გათლა

ბევრი თვლის, რომ ფორთოხლის კანი უსარგებლოა და მას უბრალოდ ნაგვის ყუთში ყრიან. თუ თქვენ ასე იქცევით, დროა სასწრაფოდ შეჩერდეთ! მოდით თვალი გადავავლოთ ფორთოხლის კანის სარგებიანობას თმისთვის და ვისწავლოთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეთერზეთი თავის მოსავლელად. 

თმის გაძლიერება სახლის პირობებში


ფორთოხლის კანი თმის ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია. ის ანტიოქსიდანტების  და C ვიტამინის მდიდარი წყაროა, რომელიც ამცირებს თმის ცვენას და მის ზრდას ხელს უწყობს. ფორთოხლის ცედრის ანთების საწინააღმდეგო თვისება თავის კანს ამშვიდებს და სოკოს განვითარების საშუალებას არ აძლევს, ასევე აფერხებს ქერტლის წარმოქმნასაც.

ფორთოხლის კანი თმაზე

თმა ეს პირველია, რასაც გარშემომყოფები ყურადღებას აქცევენ. თავის მშრალმა კანმა შეიძლება თმასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა გამოიწვიოს,ისეთი როგორიც არის ქერტლი და თმის ცვენა.

თმის ნიღაბი ქერტლის საწინააღმდეგოდ



ინგრედიენტები
  • 0.5 ჭიქა ფორთოხლის კანი
  • 1 ჭიქა იოგურტი


მომზადების და გამოყენების წესი
  1. ფორთოხლის კანი იოგურტს აურიეთ, დააქუცმაცეთ ბლენდერის საშუალებით ან ხორცსაკეპი მანქანით. 
    ფორთოხლის დაფქული კანი შეურიეთ იოგურტს
  2. თმა შამპუნით დაიბანეთ, შემდეგ მიღებული მასა თავის კანზე წრიული მოძრაობით წაისვით. 
  3. თავზე საკვები ცელოფანი შემოიხვიეთ ან აბაზანის ქუდი დაიხურეთ. ნიღაბი 2 საათით გააჩერეთ. 
  4. ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ და კონდიციონერი წაისვით. 


ორი კვირის განმავლობაში თმის გასაძლიერებლად ნიღაბი გამოიყენეთ თავის ყოველი დაბანის წინ. თქვენ გაოცდებით, როგორ სწრაფად მოიშორებთ ქერტლს!


ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ


ციტრუსის კანის ეთერზეთი თმის ბოლქვების კვებას აუმჯობესებს, ამცირებს ცვენას და თმის ზრდას ხელს უწყობს. 

ინგრედიენტები
  • 1 ს/კ ფორთოხლის ცედრის ფხვნილი
  • 0.5 ს/კ ზეითუნის ზეთი


მომზადების და გამოყენების წესი
  1. ფორთოხლის ცედრა გამოაშორეთ და ყავის საფქვევში ფხვნილის მიღებამდე დააქუცმაცეთ. 
    გამოაშრეთ და დააქუცმაცეთ ფორთოხლის კანი
  2. მიღებული მასა ზეითუნის ზეთში აურიეთ. 
    ფორთოხლის დაქუცმაცებული კანი აურიეთ ზეითუნის ზეთში
  3. თმა გადაანაწილეთ, მასა თავის კანში შეიზილეთ. ნიღაბი 30 წუთით გაიჩერეთ.
  4. თავი რბილი შამპუნით თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 


პროცედურა კვირაში 3-ჯერ გაიმეორეთ და თქვენ არა მხოლოდ თმის ცვენას  შეაჩერებთ, არამედ მათ შეუდარებელ ბრწყინვალებას და ხავერდოვნებას შესძენთ!

ცვლილება რეცეპტის გამოყენების შემდეგ

კიდევ ერთი შესანიშნავი რეცეპტი არსებობს თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. ეს საშუალება გამოადგებათ მათ, ვისაც ნიღბის მომზადება და წასმა ეზარებათ. 

ფორთოხლის კანის ხსნარი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ


ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა ფორთოხლის ცედრა
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ჭიქა მინერალური გაზიანი წყალი


მომზადების და გამოყენების წესი
  1. ფორთოხლის ცედრა ფართო ყელიან მინის ბოთლში ჩადეთ.
  2. შემდეგ წყალი დაასხით და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, მოათავსეთ 3 კვირა ბნელ, გრილ ოთახში. 

    ფორთოხლის კანის ნაზავი თმისთვის

  3. სითხე გადაწურეთ სპრეი ბოთლში და წყალში გახსენით. დარჩენილი კანი გადაყარეთ. 

    ფორთოხლის ნაზავი ჩაასხით სპრეის ბოთლში

  4. სპრეით თავის კანზე დღეში 4-5-ჯერ შეისხით. ეფექტის გასაძლიერებლად თმის ყოველი დაბანის შემდეგ შეისხით. 


ლამაზი თმა

ძალიან მოსახერხებელია ცედრის წინასწარ მომზადება. ამისთვის წვრილად დაჭერით და თბილ ოთახში გამოაშრეთ. თუ შეგიძლიათ ღუმელში გამოაშრეთ დაბალ ტემპერატურაზე. როგორც კი ცედრა გამოშრება, დააბლენდეთ. ასეთი ფხვნილი მჭიდრო დახურულ ქილაში 2-3 თვე ინახება. 

ფორთოხლის ცედრა

აი, ასე შეგიძლიათ ფორთოხლის კანი გამოიყენოთ, რომ თმის პრობლემები თავიდან აიცილოთ. ასეთი ნიღბები სახლის პირობებში თმის გასაძლიერებად ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების წარმატებული ალტერნატივა იქნება. ამასთან, ამ პროდუქტების ქიმიური ნივთიერება ნამდვილად თმას აზიანებენ. დროა ნატურალურ საშუალებებზე გადაერთოთ, რომ ჯანმრთელი თმა შეინარჩუნოთ. 

ფორთოხლის კანის ადგილი სანაგვე ყუთში არაა - მისგან დამზადებული საშუალებები სასარგებლოც არის და სასიამოვნოც! ვიმედოვნებ, ამ ინფორმაციამ დაგარწმუნათ რომ ფორთოხლის კანი უნდა შეინახოთ და თმის ზრუნვისთვის რეგულარულად გამოიყენოთ. ეს სასარგებლო სტატია მეგობრებს გაუზიარეთ, დაე მათაც აღარ გადაყარონ ფორთოხლის კანი. 
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.