დაგვჭირდება 10 ლ თბილი წყალი და ერთნახევარი ჩაის კოვზი "მარგანცოვკა". მას სითხეში ისე ხსნიან, რომ გახდეს ვარდისდერი. თუ ფერი მუქია დაამატეთ წყალი. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს კანის დამწვრობა.
შემდეგ გადადით პირდაპირ პროცედურებზე. პროცედურის მიღების დრო 15 წუთია. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, აბაზანები უნდა გავიკეთოთ 2-ჯერ დღეში.
ამ მეთოდის გამოყენების დროს, შეიძლება დამატებითი ბალახების ნახარშების გამოყენება, რომლებსაც გააჩნიათ ანტიბაქტერიული და რეგენერაციული თვისებები (გვირილა, კრაზანა, ჭინჭარი).
ამ ბალახების ნახარშის 1 ს/კ ასხამენ 1 ჭ ადუღებულ წყალს. აყენებენ 2 საათით. ამის შემდეგ ნაყენს უმატებენ ხსნარში, ურევენ და პროცედურას ჩვეულებრივად იტარებენ.
მარგანცოვკის ხსნარს აპლიკაციები
ასევე კარგი რეზულტატი აქვს აპლიკაციებს "მარგანცოვკის" გამოყენებით. როგორც წინა რეცეპტში, ინგრედიენტისგან აკეთებენ ხსნარს. ამის შემდეგ, მასში ავლებენ პატარა ნაჭერს. შემდეგ ანთებულ ადგილს ადებენ 10 წუთით. პროცედურის ჩატარებამდე აუცილებლად დავიბანოთ ცივი წყლით.
ასეთი აპლიკაციების გაკეთება აუცილებელია დღეში რამდენჯერმე. ასევე, ეს საშუალება შეიძლება გამოვიყენოთ პროფილაქტიკის მიზნით.
მარგანცოვკის ხსნარის ოყნა
ამ პროცედურის ჩატარება არ შეიძლება დაავადების გამძაფრების დროს. დანარჩენ შემთხვევაში პროცედურა რეკომენდებულია.
თავდაპირველად უნდა გავიკეთოთ ხსნარი. დაგჭირდებათ 1 ჭ სუფთა წყალი და ცოტაოდენი "მარგანცოვკა". შემდეგ ოყნა ივსება ხსნარით და ისე კეთდება. მკურნალობის კურსი 7-8 დღე. ოყნას იკეთებენ დღეში ერთხელ, უმჯობესია საღამოობით.
ინტიმური ჰიგიენის ჩატარება "მარგანცოვკის" ხსნარის გამოყენებით
ბუასილის მკურნალობა ასვეე შეიძლება, ინტიმური ჰიგიენის ჩატარების დროსაც. ამისთვის საჭიროა მოვამზადოთ ხსნარი. დაგვჭირდება 0,5 ლ წყალი და ერთი მესამედი ჩაის კოვზი მარგანცოვკა, ინგრედიენტებს ერთმანეთში ვურევთ. გამოყენებამდე სითხე უნდა გავაგრილოთ. პროცედურის ჩატარება აუცილებელია დღეში 2-ჯერ და აუცილებლად ყოველი კუჭში გასვლის შემდეგ.
"მარგანცოვკა" საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ბუასილთან ბრძოლის დროს. სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის ის უნდა გამოვიყენოთ სხვა საშუალებებთან ერთად.