» » წიწიბურას განსაკუთრებულ კოტლეტებს ჯანმრთელობის სუნი აქვს! ტაფიდან გადმოღებას ვერ ვასწრებ.

წიწიბურას განსაკუთრებულ კოტლეტებს ჯანმრთელობის სუნი აქვს! ტაფიდან გადმოღებას ვერ ვასწრებ.

წიწიბურა ჩვენი სამზარეულოს განსაკუთრებული სტუმარია, რადგან ეს მარცვლეული ძალიან სასარგებლო და გემრიელი, თან გასაოცრად უნივერსალურია. ვისაც, წიწიბურა არ უყვარს, მაგრამ ასე თუ ისე რაციონში მისი დამატება სურს, გემრიელი წიწიბურას კოტლეტის მომზადებას გირჩევთ. 

წიწიბურას კოტლეტი არა მარტო მარტივია მოსამზადებლად, არამედ ბიუჯეტისთვის ძალიან ეკონომიური. მსუყე კოტლეტი ხორცის გარეშე მოამზადეთ და ოჯახის სუფრაზე ხშირი სტუმარი გახდება, რადგან ის პირველივე გასინჯვაზე ყველას მოეწონება. 



"რჩევების" რედაქცია წიწიბურას კოტლეტის ძალიან მაგარ რეცეპტს გიზიარებთ მთლიანად ხორცის გარეშე, მაგრამ ყველით. ეს საუკეთესო მეთოდია წიწიბურას რაციონში დამატების, მათთვისაც კი ვისაც წიწიბურას დანახვაც კი ეზიზღება. 

წიწიბურას კოტლეტი

ინგრედიენტები

  • 200 გრ წიწიბურას მარცვლეული

  • 2 ქათმის კვერცხი

  • 100 გრ მყარი ყველი

  • 1 თავი ხახვი

  • 2 ს/კ ფქვილი

  • მარილი და სანელებლები გემოვნებით

  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

  • უხორცო წიწიბურას კოტლეტი ძალიან სწრაფად მზადდება, ხოლო სწრაფად იჭმევა - ტაფიდან გადმოღებასაც ვერ მოასწრებთ!


მომზადება

1. პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ - წიწიბურას მარცვლეული მომზადებამდე უნდა მოხარშოთ.

 

2. წიწიბურა სანამ იხარშება, ხახვი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. 



3. ტაფას ზეთი დაასხით და ხახვი შეწვით, რომ ის უფრო რბილი გახდეს. ცოტა ხნით გააგრილეთ. 



4. მსხვილ სახეხზე ყველი გახეხეთ. წიწიბურას მარცვლეული, ხახვი, ყველი დიდ თასში ერთმანეთს აურიეთ. მარილი, სანელებლები გემოვნებით და კვერცხი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. 



5. ფქვილი დაუმატეთ და კვლავ კარგად აურიეთ. ფარშიდან მცირე ზომის კოტლეტები გააკეთეთ და თითოეულს ფქვილი მოაყარეთ. 



6. ოქროსფერი ფერის მიღებამდე კოტლეტები შეწვით. არომატული და ძალიან სასარგებლო წიწიბურას კერძი მზადაა!



ხოლო არომატული წიწიბურას კოტლეტების მომზადება უფრო მარტივი იყოს, აუცილებლად ვიდეორეცეპტს შეხედეთ!



ჩვენ მარტივი წიწიბურას კოტლეტის ხორცის გარეშე რეცეპტი გაგიზიარეთ, ხოლო ხორცის მოყვარულებს გირჩევთ კერძს ქათმის ან ძროხის ხორცის ფარში დაუმატოთ, მაშინ ასეთ დელიკატესს თანასწორი არ ეყოლება! გემრიელი წიწიბურას კოტლეტი სუფრაზე სოუსთან, კარტოფელის პიურესთან და ახალ ბოსტნეულთან ერთად გაიტანეთ. არა მხოლოდ უფროსები, არამედ პრეტენზიული ბავშვებიც კი ამ გემრიელ კერძს სათანადოდ დააფასებენ. 

მოგეწონათ სტატია? აუცილებლად მეგობრებს გაუზიარეთ!


მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.