» » » ასეთი გემრიელი ყაბაყი ალბათ არასდროს გაგისინჯავთ! კატლეტები პირდაპირ ვახშამზე. 

ასეთი გემრიელი ყაბაყი ალბათ არასდროს გაგისინჯავთ! კატლეტები პირდაპირ ვახშამზე. 

ეს კერძი სპეციალურად შედგენილია მათთვის, ვისაც ყაბაყი არ უყვარს. "რჩევების" რედაქცია გთავაზობთ ყაბაყის კატლეტებს ფარშით: არომატული, ნოყიერი, რბილი კერძი ყაბაყის შესახებ აზრს შეგაცვლევინებთ!



ყაბაყი კატლეტის გემოს არა თუ გააუარესებს, არამედ კერძს წვნიანობას და სირბილეს შემატებს. ​ ყაბაყის კატლეტების ამ რეცეპტით პირველად მომზადების შემდეგ, ის ოჯახის წევრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს!

კატლეტები ყაბაყით და ფარშით

ინგრედიენტები

  • 300-400 გრ ნებისმიერი ფარში

  • 1 საშუალო ზომის ყაბაყი

  • 1-2 ს/კ მანანის ბურღული

  • 0.5 ჩ/კ მარილი

  • ფქვილი ან დაფქვული სუხარი

  • წიწაკა, სხვა სანელებელი გემოვნებით

  • ზეთი შესაწვავად



მომზადება

  1. ყაბაყი გარეცხეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ. თუ ძალიან გადამწიფებული ბოსტნეული გაქვთ, თესლისა და კანისგან გაასუფთაეთ. გამოყოფილი წვენის ნაწილი გადაასხით. 

  2. ყაბაყს ხორცის ფარში, კვერცხი, მანანის ბურღული დაუმატეთ. მარილი, წიწაკა მოაყარეთ და კარგად აურიეთ. 15 წუთით გააჩერეთ, რომ მანანის ბურღულმა წვენი შეიწოვოს. 

  3. წყალში დასველებული ხელით კატლეტის ფორმები გააკეთეთ, თითოეული ფქვილში ან სუხარში ამოავლეთ და ოქროსფერი ფერის მიღებამდე შეწვით. 


კატლეტის რეცეპტი ყაბაყით - ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც გახდომა სურს! ამისთვის ფარში ან ქათმის, ან ინდაურის უნდა იყოს, ხოლო ზეთის რაოდენობა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ. კოტლეტები შეგიძლიათ ღუმელში გამოაცხოთ. 

სასარგებლო კერძის რეცეპტი მეგობრებს გაუზიარეთ! გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.