ხეპილპილა 62 წლამდე ცოცხლობს. დღევანდელ დღეს ეს მცენარე გადაშენებად მცენარეთა ნუსხაშია და შეტანილია წითელ წიგნში.
ხეპილპილას უნიკალური სამკურნალწამლო თვისებები ჩადებულია მის ფოთლებში, ყვავილებში, თესლებში და ქერქში. ფოთლებში აღმოჩენილია C ვიტამინის კოლოსალური რაოდენობა, ნაყოფი უზრუნველყოფს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, პოტენციის ამაღლებას, ყვავილები ეფექტურია ცხელების და მალარიის დროს. ხეპილპილას ფოთლები და თესლები პიკანტური სანელებელიცაა, რომელსაც ხორცის კერძებში იყენებენ (განსაკუთრებით ძეხვეულში). ხეპილპილას თესლებისგან მიღებული ზეთი წარმატებით იხმარება ონკოდაავადებების მკურნალობაში.
სამედიცინო პრაქტიკაში ხეპილპილას თესლები გამოიყენება სპირტიანი და წყლიანი გამონაჟურის სახით, ასევე დაფშვნილი სახითაც. ჩვეულებრივ, რეკომენდებულია 2-ჯერ მიღება - სადილის და ვახშმის წინ - (10 მარცვალი). დაფქვილი ნედლეული მაშინვე უნდა მივიღოთ.
ხეპილპილას თესლების ნახარში საკვერცხეების ამოღების ოპერაციის შემდეგომ პერიოდში (ჰორმონების გამომუშავების მიზნით)
ინგრედიენტები:
- ხეპილპილას თესლი - 5-7 გრ
- წყალი - 250 მლ
მომზადების წესი:
ნედლეულს დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი და დავდგათ ცეცხლზე 1 წთ-ით. შემდეგ გავაჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წთ. მივიღოთ 20-30 მლ 4-ჯერ დღეში 20 წთ-ით ადრე ჭამამდე.
ხეპილპილას ნაყენი იმპოტენციის დროს:
ინგრედიენტები: - ხეპილპილას თესლი - 50 გრ
- ღვინო ან კონიაკი - 500 მლ
მომზადების წესი:
ნედლეული მოვათავსოთ შუშის ჭურჭელში დავასხათ ღვინო ან კონიანკი და დავაყენოთ 10 დღე. მივიღოთ 30 მლ ძილის წინ.