» » » ძლივს მოვირჩინე ხველა, ღამ-ღამობით ვიხრჩობოდი: კომპრესი, რომელიც ხველას მოგაშორებთ

ძლივს მოვირჩინე ხველა, ღამ-ღამობით ვიხრჩობოდი: კომპრესი, რომელიც ხველას მოგაშორებთ

კომპრესის ეს რეცეპტი ბალახეულის აფთიაქში წავიკითხე. სწორედ იგი დამეხმარა მწვავე ბრონქიტის განკურნებაში. მანამდე კი ორი კვირა ექიმის დანიშნულებაზე ვიყავი. საშუალების პირველი მიღების შემდეგ
დაუმორჩილებელი ხველა, რომელიც მთელი დღის მანძილზე მაწუხებდა, ბოლოს და ბოლოს ჩაცხრა და მეც შევძელი ნორმალურად გამოძინება.

როგორ მოვიქცეთ ხველის დროს
ზოგიერთი მომუშავე ადამიანი უარს ამბობს წოლით რეჟიმზე და გაციებას ფეხზე დგომით იტანს. თუმცა, როგორც გაციებიდან ბრონქიტამდე ერთი ნაბიჯია. თუ ხველა დიდხანს არ ქრება, მკურნალობის ტრადიციულ მეთოდთან ერთად, შეგიძლიათ ხალხური საშუალებები გამოიყენოთ.

დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ განვკურნოთ ხველა გამათბობელი კომპრესებით. ასეთი პროცედურები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამარტივებს სისველის გამოდევნის პროცესს. ყველაფერი, რაც მკურნალობისთვისაა საჭირო, პრაქტიკულად, ყველა სახლში მოიპოვება. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ არყით ან სპირტით დამზადებული კომპრესები ბავშვებისთვის დაუშვებელია!


კომპრესები ხველის მოსაშორებლად
  1. სპირტის კომპრესი ძლიერი ხველის დროს
    აიღეთ 2 ს.კ. ნებისმიერი სახის შიდა ცხიმი და დაადნეთ ორთქლზე. ცხიმს დაუმატეთ 3-4 კბილი დანაყული ნიორი, 1 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი და 1 ჩ.კ. სპირტი. კარგად მოურიეთ და მიღებული მასა გადაიტანეთ თხელ ქსოვილზე. მიიდეთ კომპრესი მკერდზე(არ შეიძლება გულის მონაკვეთში), ზემოდან კი პერგამენტის ფურცელი დაიფარეთ. მკერდი თბილი ქსოვილით შეიხვიეთ. ასეთი კომპრესი მხოლოდ ღამით გაიკეთეთ.


  2. თაფლიანი კომპრესი ხველისთვის
    დაადნეთ ორთქლის აბაზანაზე 1 ს.კ. თაფლი და დაუმატეთ 1 ს.კ. თბილი ძმარი, 1 ს.კ. მშრალი მდოგვი და 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი. მიღებულ მასას დაუმატეთ იმდენი ფქვილი, რომ ცომით გამოძერწვა შეძლოთ. გააბრტყელეთ ცომი 1 სმ სისქით, შეახვიეთ ქაღალდის ხელსახოცში ან ერთ ფენა მარლაში. პლასტირების დახმარებით მიიმაგრეთ ცომი მკერდზე, მოერიდეთ გულის მონაკვეთს. ზემოდან დაიდეთ პერგამენტის ქაღალდი ან საკვები ცელოფანი. მჭიდროდ შეიხვიეთ მკერდი შალის შარფით. ცომი მინიმუმ 3 საათით უნდა გაიჩეროთ, უკეთეს შემთხვევაში - მთელი ღამით.


  3. კარტოფილის კომპრესი
    მოხარშეტ 2 კგ კარტოფილი და დაჭყლიტეთ კანგაუცლელად. შემდეგ დაუმატეთ 1 ს.კ. მცენარეული ზეთი, 1 ს.კ. შაქარი, 1 ს.კ. მარილი, 1 ს.კ. მშრალი მდოგვი და 0.5 ჩ.კ. 70%-იანი ძმარმჟავა. მიღებული მასა შეახვიეთ სქელ ქსოვილში ან მარლის 4-5 ფენაში და მიიდეთ ზურგზე, ფილტვების მონაკვეთზე. დაიფარეთ საბანი და გაჩერდით ასე მანამ, სანამ კომპრესი არ გაცივდება. გაიმეორეთ პროცედურა ძილის წინ ყოველდღე, სანამ ხველა არ შეწყდება.


    სანამ ძლიერი ხველის მკურნალობას თბილი კომპრესებით დაიწყებდეთ, გაეცანით უკუჩვენებებს, რომლებსაც მიეკუთვნება: მომატებული ტემპერატურა, კანზე დაზიანებების ან ჭრილობების არსებობა. არავითარ შემთხვევაში არ მიიდოთ კომპრესი გულის არეზე! არ გამოიყენოთ ისინი გულ-სისხლძარღვთა სისტემით, დერმატიტით, ალერგიული რეაქციებით დაავადებულ ადამიანებზე.

ხველის საწინააღმდეგო ნებისმიერი კომპრესი აკრძალულია 1 წლამდე ბავშვებსა და ფეხმძიმეებზე. ანტიბიოტიკების მიღებისას თავი შეიკავეთ გამათბობელი პროცედურებისგან. გახსოვდეთ, რომ გაციების მკურნალობაში მთავარია დასვენება და საკმარისი ოდენობით სითხის მიღება.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.