» » » ჩემი პატარა გოგონა ბრონქიტისგან ხალხური საშუალებებით განვკურნე.

ჩემი პატარა გოგონა ბრონქიტისგან ხალხური საშუალებებით განვკურნე.

ჩემი შვილი საკმაოდ რთული მშობიარობის შედეგად მოევლინა ქვეყნიერებას. ორსულობისას გადატანილმა დააავდებებმა მის ჯანმრთელობას თავისი კვალი დააჩნია - გოგონას სუსტი სასუნთქი გზები აქვს. უკვე 4 წლისაა და საკმარისია, ოდნავ შესცივდეს, რომ ავად ხდება, ეწყება სპაზმური ხველა და იგუდება.
რა აღარ ვცადეთ, ათასი ექემი გამოვიცვალეთ. ბოლოს გვითხრეს, ისღა დაგრჩენიათ, პატარას სასუნთქი გზების თავდაცვითი მექანიზმი გაუძლიეროთო.
როცა მედიკამენტების იმედი გადამეწურა, წამლის ძიება ხალხურ საშუალებებს შორის დავიწყე და სწორედ მაშინ ვიპოვე რეცეპტი, რომლის წყალობით მთელმა ოჯახმა შვებით ამოვისუნთქეთ.



  • სპაზმური ხველისა და ბრონქიტის დროს აიღეთ ვირისტერფას 2-3 ფოთოლი, დაასხით ნახწვარი ლიტრი აუდუღარი რძე და აადუღეთ. შემდეგ დაამატეთ ცოტაოდენი (დანის წვერით) ღორის მუცლის ქონი და დაალევინეთ პატარას თბილი ნახარში ძილის წინ.

  • ბავშვებისთვის კარგია ასეთი საშუალებაც: ერთ ლიტრ წყალში მოხარშეთ საშუალო ზომის კარტოფილი, ერთი თავი ხახვი და ერთი ვაშლი. ადუღეთ, ვიდრე წყალი არ განახევრდება. ასვით ბავშვს დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი. მკურნალობა შეგიძლიათ მანამდე გააგრძელოთ, ვიდრე ბავშვს ხველა არ გაუვლის.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.