რას ვაკეთებთ, თუ თავის ტკივილი, დაღლილობა ან სტრესი გვაწუხებს? რა თქმა უნდა, ვიღებთ ტკივილგამაყუჩებელ აბებს, ყავას ან ჩაის რაღაც ტკბილთან ერთად. შეჩერდით რამდენიმე წამით და შეხედეთ საკუთარ ხელებს. მათში იმალება ჯანმრთელობისა და კარგი თვითშეგრძნების საიდუმლო. რჩევების რედაქცია იქნება ის, ვინც ამ საიდუმლოს გაგანდობთ.
წერტილები თითებზე
არსებობს მთელი მეცნიერება, რომელსაც რეფლექსოლოგია ეწოდება. იგი შეისწავლის ბიოაქტიურ წერტილებს, რომლებიც მთელ სხეულზეა განლაგებული. აღმოსავლელი მკურნალები თვლიან, რომ ნებისმიერი ჯანმრთელობის პრობლემის მიზეზი ენერგიის გადინების შეფერხებაა. აქტიური წერტილების მასაჟი ხსნის შეფერხებას და აღადგენს ენერგიის მოდინებას.
ბევრი ასეთი წერტილი განლაგებულია ჩვენს ხელის გულებსა და თითებზე. თუ სწორად დააწვებით თითოეულ წერტილს, ეფექტი არ დააყოვნებს. მოდით, გავერკვეთ, რისი განკურნება შეგვიძლია ამ წერტილების წყალობით და კონკრეტულად სად მდებარეობს ისინი.
- თავის ტკივილი
სანამ ტკივილგამაყუჩებელს მიიღებდეთ, დაიზილეთ თითის ბოლოები ან დიდ და საჩვენებელ თითებს შორის მონაკვეთი. თავის წერტილი დიდი თითის ბოლოზე მდებარეობს და თუ მას რამდენიმე წუთით მსუბუქად დაზელთ, ტკივილი ჩაცხრება. - ტკივილი ზურგისა და კისრის არეში
თუ ამ მონაკვეთებში ტკივილი გაწუხებთ, ადგომისა და ვარჯიშის საშუალება კი არ გაქვთ, დაიწყეთ დიდი თითის ზედა ნაწილის ზელა და იმოძრავეთ მაჯისკენ. სწორედ ამ ზოლშია ის წერტილები, რომლებიც ხერხემალზე აგებს პასუხს. დაიზილეთ ეს მონაკვეთები იქამდე, სანამ ტკივილი არ გაქრება. უნდა გაიმეოროთ ორივე ხელზე. - გაციება და გრიპი
თუ გაციების პირველი სიმპტომები იგრძენით, დაიზილეთ ყველა თითის ბალიშები, დიდი თითის გარდა ორივე ხელზე. აქ განლაგებულია წერტილები, რომლებიც შუბლსა და ცხვირის სინუსებზე მოქმედებს. დაავადება მალე გაგივლით. - უძილობა
თუ ვერ იძინებთ, დააჭირეთ დიდი თითის შუა მონაკვეთს (აქ კეფის წერტილია). მასაჟი 30 წამიდან 1 წუთამდე უნდა გაგრძელდეს ორივე ხელზე. შეასრულეთ მასაჟი ყოველდღე, ძილის წინ, ასე ორგანიზმი შევა რიტმში და ძილის ხარისხიც გაუმჯობესდება. - საჭმლის მონელების პრობლემები
ამ წერტილების სტიმულაცია აუცილებელია მათთვის, ვისაც მომატებული მჟავიანობა, მუცლის შებერილობა და ხშირი დარღვევები აქვს. კუჭისა და ნაწლავების წერტილები ორივე ხელზე დიდი თითის ფუძესთანაა განლაგებული. - მენსტრუაციული პრობლემები
თუ მენსტრუაციის დროს წელის ან მუცლის ტკივილი გაწუხებთ, არ იჩქაროთ აბების მიღება. ჯერ რიგ-რიგობით დაიზილეთ წერტილები, რომლებიც პასუხს აგებს თავისა და სასქესო ორგანოების მუშაობაზე. თავის წერტილი განლაგებულია დიდი თითის დაბოლოებაზე, ხოლო ზონა, რომელიც სასქესო ორგანოებზე აგებს პასუხს - მაჯაზე. ასეთი მასაჟი დაგეხმარებათ სპაზმის მოხსნაში, განსაკუთრებით თუ ამ დროს დაწვებით და დაისვენებთ. - ხველა
სასუნთ სისტემაზე პასუხისმგებელი ზონის სტიმულაცია გადაწყვეტს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა გართულებული სუნთქვა და ხველა. ეს ზონა მდებარეობს თითების ფუძის ოდნავ ქვემოთ, ხელის გულის, პრაქტიკულად, ცენტრში. - თვითშეგრძნების გაუმჯობესება
თუ თავს განადგურებულად ან გადაღლილად გრძნობთ, დაიზილეთ წერტილი, რომელიც შეგრძნებებს აუმჯობესებს. ეს მზის წნულის წერტილია, რომელიც ხელის გულზე მდებარეობს.
ხელები ისე გააჩერეთ, თითქოს მათში წყალს ავსებდეთ და დააჭირეთ დიდი თითებით ზუსტად ცენტრში. ამ წერტილების მასაჟი ხელის გულზე დამამშვიდებლად მოქმედებს. თუ ასეთ მასაჟს რეგულარულად ჩაიტარებთ, გათავისუფლდებით დეპრესიისა და შფოთვისგანაც კი.