» » იაპონელი ექიმი: ჰიპერტონიკებო, შეიმცირეთ წნევა ბიოლოგირად აქტიური წერტილების სტიმულირებით.

იაპონელი ექიმი: ჰიპერტონიკებო, შეიმცირეთ წნევა ბიოლოგირად აქტიური წერტილების სტიმულირებით.

ჰიპერტონიით იტანჯებით? და თითქოს ეს საკმარისი არაა, მაღალ არტერიულ წნევას თაიგულივით თან ახლავს უსიამოვნო სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, შემდეგ კი - უძილობა, მუშაობის უნარის შემცირება და ემოციური დაღლა?

არტერიული წნევის მაჩვენებლის შესამცირებლად, ალბათ უამრავ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტს სვამთ, კურნალობთ ხალხური მეთოდით და თავს დიეტებით იზღუდავთ, მაგრამ... აზიელი ექიმები ირწმუნებიან: "სწორი და რეგულარული წერტილოვანი მასაჟი დაეხმარება მათ, ვისაც ჰიპერტონიის თავიდან აცილება სურს და ვინც ამით წლებია იტანჯება!"

"რჩევების" რედაქცია გიამბობთ, როგორ შეამციროთ წნევა სწრაფად და ეფექტურად, რაც მთავარია - მედიკამენტების გარეშე. აკუპუნქტურა დაგეხმარებათ!

როგორ შევამციროთ მაღალი წნევა

აკუპუნქტურა უცხო ტერმინია, რომელიც წერტილოვან მასაჟს გულისხმობს, რომლის დროსაც თითებით ნაზად და დაჟინებით ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე მოქმედებენ. მკურნალობა და დაავადების პრევენცია ასეთ წერტილებზე დაწოლით სულ ცოტა ხნის წინ მხოლოდ სიმპტომის მოხსნის მეთოდად ითვლებოდა, მაგრამ დღეს ხედვა წერტილოვანი მასაჟის შესახებ კარდინალურად შეიცვალა. 

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ სისტემატურად ჩატარებული წერტილოვანი მასაჟი არა მხოლოდ ჰიპერტონიის, მიგრენის ან უძილობის დროს გვეხმარება, არამედ მწვავე რინიტის და ბრონქიტის კომპლექსური მკურნალობის ეფექტური კომპონენტია და ასევე გამოიყენება მამაკაცებში, პოტენციური პრობლემების წინააღმდეგ. 



მაღალი წნევის დროს მასაჟი დაგეხმარებათ მაჩვენებელი ნორმამდე შეამციროთ, თავის ტკივილი მოიშოროთ და ავადმყოფობის ფონზე მთლიანი სისუსტე გააქროთ, ასევე სხეული განაახლოთ. სწორი მიდგომით ჰიპერტონიკი არა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა ფუნქციას გააუმჯობესებს, არამედ სასუნთქ და ნერვულ სისტემასაც. 

ყველაფერი, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, ეს მასაჟის სწორი ტექნიკის ათვისება და სწორ წერტილებზე ზეწოლა არის. რაც მთავარია - ასეთი ტექნიკა წნევის სწრაფად შესამცირებლად შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას და დროს გამოიყენოთ, სპეციალისტის დახმარების გარეშე. ცუდად გრძნობთ თავს შეხვედრის დროს ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოფნის დროს? წერტილოვანი მასაჟის ტექნიკა გამოიყენეთ.



ისუნთქეთ მშვიდად, თანაბრად, ცხვირიდან. სცადეთ იყოთ მოდუნებული, მაშინაც კი თუ ზეწოლა მტკივნეულია. გახსოვდეთ, რომ აქტიური წერტილის მასაჟი თანაბარი, ფრთხილი ზუსტი ამავდროულად ტრავმული. 

პროცედურის დაწყებამდე ხელები კარგად გაახურეთ, მიირთვით (სასურველია სეანსამდე 40 წუთით ადრე) და აუცილებლად წნევა გაიზომეთ: თუ ძალიან მაღალი წნევა გაქვთ, წერტილოვანი მასაჟი მაქსიმუმ 15 წუთით გაიკეთეთ. ტექნიკის სწორი დაცვის შემთხვევაში სეანსის შემდეგ იგრძნობთ სითბოს და სასიამოვნო ტკივილს, რომელიც 20-30 წუთი გაგრძელდება. 
  1. ქვედა ყბის მარცხენა ნაწილში დიდი თითის ბალიში ძილის არტერიის პულსაციის ადგილი იპოვეთ, დააჭირეთ და გააჩერეთ 10 წამით. შემდეგ თითი აუშვით, ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და კვლავ დააჭირეთ. ასეთი პროცედურა სამჯერ გაიმეორეთ, შემდეგ შემდეგ იგივე ქმედება ქვედა ყბის მარჯვენა ნაწილში გაიმეორეთ. 



  2. შემდეგ სამჯერ დააწექით მოგრძო ტვინს (ადგილი, სადაც კეფა კისერში გადადის), გაჩერდით 10-15 წამით. 



  3. მარჯვენა და მარცხენა ხელის სამი თითით ერთდროულად დააწექით კისრის ქვემოთ ხერხემლის უკან, მარჯვნივ და მარცხნივ. მასაჟი 3-ჯერ გაიმეორეთ. 



  4. 15 წამის განმავლობაში შუა თითს დააჭირეთ და გაჭიმეთ, თითოეულ ხელზე. გააკეთეთ რიგრიგობით. 



  5. ხელისგულის შიგნითა მხარეს ნეკა თითთან იპოვეთ წერტილი და 1 წუთით დააწექით. გაიმეორეთ მეორე ხელზე.



  6. წნევის შესამცირებლად ფეხის აქტიურ წერტილებზეც ახდენენ ზეწოლას. აქტიური წერტილი ფეხისგულის შუა ნაწილში, ქუსლიდან 10 სმ-ის დაშორებით მდებარეობს. ასეთ წერტილზე მარცხენა და მარჯვენა ქუსლზე 2-3 წუთით მოახდინეთ დაწოლა. 



  7. არტერიული წნევის სტაბილურობის შესამცირებლად რეკომენდებულია მსუბუქი მასაჟი ყელის და გულმკერდის ზედა ნაწილში, ასევე მცირე ზეწოლით კისრის და კეფის მასაჟი თითის ბალიშებით. 




ექიმი ნევროლოგი და ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი ალექსი მამატოვი გიამბობთ რამდენიმე აქტიური წერტილის შესახებ, რომელიც სისხლის წნევის ნორმალიზებას ხელს უწყობს. აუცილებლად შეხედეთ!



აკუპუნქტურის მთელი რიგი წერტილები არსებობს, მაგრამ საკმარისია აირჩიოთ ის, ზონა, რომელიც წერტილოვანი მასაჟით მაქსიმალურ დისკომფორტს შეგიქმნით: რაც უფრო უსიამოვნოა პროცედურა, მით უფრო ეფექტური იქნება შედეგი. და გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა ეს ბედნიერების ნახევარია! როგორც მინიმუმ ამას აზიელი დიდხანს მცხოვრები ადამიანები ირწმუნებიან. 

წერტილოვანი მასაჟის ასეთი ტექნიკის რეგულარულად გამოყენება სცადეთ, რადგან მომავალში ის უსიამოვნო პრობლემებს თავიდან აგარიდებთ. 

აუცილებლად შეინახეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენთვის და გაუზიარეთ მეგობრებს. იყავით ჯანმრთელნი!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.