წინასწარ გასუფთავებული საყვავილე ქოთნის გარეთა კედლები კარგად გაწმინდეთ სპირტიანი ჩვრით და გააშრეთ.
თიხის ფურცელი მჭიდროდ შემოაკარით საყვავილე ქოთანს ყელის ქვევითა ნაწილიდან ძირამდე ისე, რომ არ დარჩეს ნაპრალები.
რბილი თიხის ფურცელზე ფლომასტერის თავსახურით გააკეთეთ აჟურული ჩაღრმავებები, თუმცა შეგიძლიათ ბლაგვი დანის პირით გააკეთოთ ჯვარედინი ხაზები.
უკვე მზა ნამუშევარი შედგით აირღუმელში და დატოვეთ 24 სთ-ის განმავლობაში გამოსაშრობად.
აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ ნახელავი გამოიღეთ, დაელოდეთ გაციებას, ხოლო შემდეგ შეღებეთ 2-3 ფენა აკრილის საღებავით და ტექსტურული კონტეინერიც მზად არის.