» » » გრაციოზული და მომხიბვლელი ვარდებით დეკორირებული საყვავილე ქოთანი

გრაციოზული და მომხიბვლელი ვარდებით დეკორირებული საყვავილე ქოთანი

ზედმიწევნით გრაციოზული და მომხიბვლელია ვარდებით დეკორირებული საყვავილე ქოთანი, რომლის შესაქმნელად დაგჭირდებათ: კერამიკული ქოთანი, საძერწი თიხა, წებო და აკრილის საღებავები.
თიხა კარგად გადაზილეთ, მოაწყვიტეთ მცირე ზომის ნაწილი, გააბრტყელეთ საჩვენებელი თითის სიფართეზე და გადაახვიეთ. მიიღებთ ჩახვეული ყვავილის გულს. ამის შემდეგ, მცირე ზომის თიხის ნაწილებისგან სათითაოდ დაამზადეთ ვარდის ფურცლები და შემოაკარით უკვე გამზადებული ყვავილის გულს. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ სასურველი დიამეტრის ყვავილს.

რამდენიმე ერთეული, მზა თიხის ვარდები დაალაგეთ საცხობ სინზე და მოათავსეთ წინასწარ გაცხელებულ აირღუმელში გამოსაშრობად. აუცილებელია, რომ თიხის გამოშრობამდე საგულდაგულოდ გაეცნოთ მის შეფუთვაზე არსებულ ანოტაციას.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მზა ვარდები გამოიღეთ აირღუმელიდან, დაელოდეთ სრულ გაციებას, ხოლო შემდეგ წებოთი დააწებეთ საყვავილე ქოთნის ყელის გარშემო ან თქვენი შეხედულებისამებრ.
დაელოდეთ წებოს სრულ შრობას.

პალიტრაზე ან მცირე ზომის ჯამში მოათავსეთ წითელი და თეთრი ფერის აკრილის საღებავები, ერთმანეთში ფუნჯით აურიეთ და ნაწილობრივ შეაფერადეთ ვარდების გვირგვინის ფურცლები.
დაელოდეთ საღებავის სრულ შრობას და საყვავილე ქოთანიც მზად არის ექსპლუატაციისათვის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.