» » » ყაბაყის თესლით ენდოკრინული, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა

ყაბაყის თესლით ენდოკრინული, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა

ყაბაყის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა, მეორე ვერსიით - ინდოეთი. ეს შესანიშნავი ბოსტნეული საუკეთესო დიეტური პროდუქტია.
ყაბაყი ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა გოგრისებრთა ოჯახიდან. საჭმელად ახალგაზრდა ნაყოფი გამოიყენება, რომელიც 70%-მდე აქტიურ წყალს შეიცავს.
ის ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის გაწმენდას და სისხლის სიბლანტის გაუმჯობესებას. ყაბაყის რბილობი შეიცავს შაქრებს, კაროტონოიდებს, B ჯგუფის ვიტამინებს, ფოლის მჟავას, პექტინს. ყაბაყის თესლები გამოიყენება ათეროსკლეროზის, გაცხიმოვნების, შეკრულობის, თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, ჩირქოვანი წყლულების მკურნალობაში.
ყაბაყის თესლებს აქვს დამამშვიდებელი და ძილის გასაუმჯობესებელი თვისებები.
ის მდიდარია E ვიტამინით, ლიპიდებით, შეიცავს სანტონინს ( ამიტომ იყენებენ ჰელმინთოზების მკურნალობაში).

ყაბაყის თესლით ენდოკრინული, ნერვული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა

ინგრედიენტი: 50 გრ ყაბაყის თესლი
მომზადების წესი: თესლები გავასუფთაოთ კანისგან, დავფქვათ საფქვავში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გამოყენება: მივიღოთ 10-20 გრ 3-4-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე, თან მივაყოლოთ ცივი ანადუღარი წყალი.

ყაბაყის თესლის ნახარში (ანტიჰელმინთური საშუალება)

ინგრედიენტები: 50 გრ ყაბაყის თესლი და 200 მლ წყალი
მომზადების წესი: ნედლეულს დავასხათ ადუღებამდე მიყვანილი წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ 15 წთ. დავაყენოთ 2 სთ, გავწუროთ ნაჭერში.
გამოყენება: მივიღოთ 100 მლ 2-3-ჯერ დღეში 20 წთ-ით ადრე ჭამამდე ან კვებათა შორის.

ყაბაყის თესლის, დარიჩინის და თაფლის ნარევი სტრესის სიმპტომების მოსახსნელად

ინგრედიენტები:
  • 50 გრ ყაბაყის გაწმენდილი თესლი
  • 4 გრ დარიჩინის ფხვნილი
  • 20 გრ თაფლი

    მომზადების წესი:
    ნედლეული დანით დავაქუცმაცოთ, გულდასმით შევურიოთ თაფლს და დავუმატოთ დარიჩინი. მომზადებული მასა გადავიტანოთ შუშის ჭურჭელში და შევინახოთ ბნელ ადგილას.
    მივიღოთ დილით 10 გრ და დავაყოლოთ ჩაი.

    ყაბაყის თესლი და თაფლი დიაბეტის მკურნალობაში

    ინგრედიენტები:
  • 50 გრ ყაბაყის თესლი
  • 10 გრ თაფლი
  • 120 მლ წყალი
    მომზადების წესი:
    გავაცალოთ კანი, დავნაყოთ სანაყში ფხვნილის მიღებამდე. მშრალ ფხვნილს დავუმატოთ თაფლი, ოთახის ტემპერატურიანი წყალი და კარგად ავურიოთ. უნდა მივიღოთ მომწვანო ფერის ნარევი - "ყაბაყის რძე".

    გამოყენება:
    მივიღოთ ყოველდღე, 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ახალი პორცია მზადდება უშუალოდ წამლის მიღებამდე.

    ყაბაყის თესლი შაქრით და რძით - სტრესის და ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად

    ინგრედიენტები:
  • 50 გრ ყაბაყის გაწმენდილი თესლი
  • 200 გრ შაქარი
  • 125 მლ რძე
  • 10 გრ კარაქი

მომზადების წესი:
ტაფაზე დავყაროთ შაქარი, დავუმატოთ რძე და კარაქი. ნარევი დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ შესქელებამდე, თან სულ ვურიოთ. შემდეგ დავუმატოთ ყაბაყის თესლები და კარგად ავურიოთ, გავაციოთ. გავაკეთოთ პატარა ბურთულები და თითოეული ბურთულა შევახვიოთ ფოლგის ქაღალდში (მივცეთ კანფეტის ფორმა).
"კანფეტი" მივიღოთ დილას და საღამოს ჩაისთან ერთად.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.