ვერცხლისწყლის ოქროდ გადაქცევის დავალებას, სამწუხაროდ, ვერავინ გაუმკლავდა. სამაგიეროდ, ანანასის მიღება ყაბაყისგან - სავსებით რეალური საქმეა და დღეს რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა გააკეთოთ ეს. შესთავაზეთ სტუმრებს, თვალდახუჭულებმა გამოიცნონ, რას მიირთმევენ. დარწმუნებული ვარ, ვერავინ მიხვდება!
ყაბაყი ანანასის წვენით
ყაბაყის გასაოცარი თვისება ისაა, რომ კერძებში მას მრავალფეროვანი გემოს მიღება შეუძლია. მოამზადეთ ისინი ამ რეცეპტით და ყაბაყისგან ნამდვილ ანანასებს მიიღებთ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ახალი ყაბაყი
- 350 გ ანანასის წვენი
- 1/2 ჭიქა შაქარი
- 2/3 ჩ.კ. ლიმონმჟავა
- 1-2 გ ვანილინი
- გაწმინდეთ ყაბაყი. მოაშორეთ უხეში გული.
- დაჭერით ყაბაყის დარჩენილი რბილობი მცირე კუბიკებად.
- გადაასხით წვენი ქვაბში, დაუმატეთ ლიმონმჟავა, შაქარი და ვანილინი. დადგით ქვაბი ცეცხლზე.
- მოურიეთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება.
- შემდეგ დაუმატეთ ყაბაყი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთით, განაგრძეთ მორევა.
- არ გამორთოთ ცეცხლი, გადმოალაგეთ "ანანასი" ქილებში და დაახურეთ თავსახურები. ამის შემდეგ შეახვიეთ საბანში და დატოვეთ მთელი ღამით.
- ყაბაყის ანანასები მზადაა. გემრიელად მიირთვით!