დამარინებული ყაბაყი
ინგრედიენტები
- 500 გრ ახალი ყაბაყი
- 1,5 ჩ/კ მარილი
- 70 გრ მცენარეული ზეთი
- 2 ს/კ ძმარი
- 2 ს/კ თაფლი
- 5-6 კბილი ნიორი
- დაფქული შავი წიწაკა
- ახალი მწვანილი
მომზადება
1. ყაბაყი გარეცხეთ და გათალეთ. თუ ახალგაზრდა ყაბაყი, შეგიძლიათ კანი დატოვოთ. ყაბაყი თხელ ზოლებად ან რგოლებად დაჭერით. უმჯობესია თუ ბოსტნეულის საჭრელს გამოიყენებთ, ასე ნაჭრები იდეალურად თხელი იქნება. ცოტა ხნით გააჩერეთ, რომ ზედმეტი წყალი გამოვიდეს.
2. ამასობაში მარინადი მოამზადეთ. ნიორი გაჭყლიტეთ, მზესუმზირას ზეთს და თაფლს აურიეთ. კარგად აურიეთ და ძმარი, წიწაკა და წვრილად დაჭრილი მწვანილი დაუმატეთ. კიდევ ერთხელ აურიეთ. აი მარინადი მზადაა.
3. ყაბაყს წყალი გადაუწურეთ, ხელით კარგად გაწურეთ, მარინადი დაასხით და კარგად აურიეთ. მაცივარში 2-3 საათით შეინახეთ, შემდეგ კი მაგიდაზე გამოიტანეთ.
აი, ასეთი გემრიელი და ნაზი ყაბაყის მისაყოლებელი! შეგიძლიათ ნებისმიერ გარნირთან ერთად გაიტანოთ, ყველა კერძთან მიდის. ძალიან მარტივი დასაყოლებელი, ზედმეტი სირთულის გარეშე! გემრიელად მიირთვით!
ყაბაყის სეზონი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ, ერთი და იმავეს ხომ ყოველთვის არ შექმნათ? ყაბაყის რეცეპტების შესახებ უფრო ბევრის გაგება გსურთ? თუ კი, დაწერეთ კომენტარებში!