არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ხშირ შემთხვევაში, ქალბატონები მშობიარობის შემდეგ ცუდად გამოიყურებიან. რაღაც დროის მანძილზე მაინც.
ნაადრევი დაბერება
აი, რას ამბობს ამ საკითხთან დაკავშირებით 40 წლის თინა, დედების ფორუმის ერთ-ერთი მონაწილე: "მე სამი შვილის დედა ვარ: ისინი 7, 10 და 11 წლისანი არიან. მაკიაჟი ჩემთვის ახლა კედელში ნაპრალების შევსებას ნიშნავს. ადამიანები ფიქრობენ, რომ მე 50-ზე მეტის ვარ. ზურგი მუდმივად მტკივა. ოთხი წელი ძუძუთი კვებამ ჩემი მკერდი 3-იდან 1 ზომამდე დაიყვანა. თითქოს ჩემგან მთელი ცხოვრებისეული ძალა გაიწოვეს.
მესამე ბავშვის შემდეგ ჰიპოთირეოზი განმივითარდა, ეს იმას ნიშნავს, რომ დარჩენილი ცხოვრება წამლებზე უნდა ვიჯდე. ბოლო ათწლეულში 20 წლით დავბერდი. ეს მწყინს და უსამართლობად მეჩვენება! ჩემი უშვილო მეგობრები ხომ არამხოლოდ უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან, არამედ მეტი ფული და დრო აქვთ საკუთარ თავზე დასახარჯავად."
სამწუხაროდ, ასეთი ისტორია უამრავია და მათი შედეგი ერთი და იგივეა - ქალის სხეული ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდეგ გაძლიერებულად ბერდება. ქალის გარეგნობაზე მშობიარობის შემდეგ რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს.
- ჰორმონალური ფონის ცვლილებები
ჰორმონების მონაცვლეობა იწვევს განწყობის ცვლილებებსაც, პოსტმშობიარობის დეპრესიას, წონაში მატებას, გამონაყარს. - თმისცვენა
მშობიარობიდან რამდენიმე თვის შემდეგ თმა მკვეთრად იწყებს ცვენას, თანაც დიდი რაოდენობით. - სტრიები
მუცელი ნაოჭებიან, ჩამოკიდულ და გაწელილ "კანის ჩანთას" ჰგავს ცხიმოვანი ნარჩენებით. ეს ქალს ავალდებულებს, ატაროს ასეთი ულამაზო მუცელი დახურულ ტანსაცმელში. - ადეკვატური დასვენების უკმარისობა
ბავშვის მოთხოვნილებები დღის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა დაკმაყოფილდეს. მუდმივი უძილობისგან ჩნდება ტომრები თვალქვეშ, ნაოჭები, კანი გამოფიტული ხდება - ეს ყველაფერი ქალს 10 წლით მაინც აბერებს. - სავარჯიშოების უგულებელყოფა
იმის გამო, რომ ბავშვის მოვლას დიდი დრო და პასუხისმგებლობა სჭირდება, ქალმა არ იცის, საიდან მოიტანოს ენერგია ფიზიკური სავარჯიშოებისთვის. უმოძრავო სხეული კომპლექსებისა და ქალში თვითშეფასების დაქვეითების მიზეზია. - არ არსებობს საკმარისი დრო თავის მოვლისთვის
მუდმივი გადატვირთულობის გამო, ქალი ვერ ასწრებს ელემენტარული კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას. კანის, თმის, ფრჩხილების მოუვლელობა ნეგატიურად აისახება მათ მდგომარეობაზე. - მკერდის ზომაში ზრდა და სიმძიმე
მკერდის შესიება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს იწვევს სტრიების გაჩენას, მკერდის ფორმის დაკარგვას, ჩამოკიდებას და ასიმეტრიას.
დედის სხეულში ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, თუმცა დედისთვის - გამანადგურებელი. აშშ-ში 22-44 წლის ასაკის 2000 ქალზე ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ მშობიარე ქალები უჯრედულ დონეზე მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად დაბერდნენ, ვიდრე მათი უშვილო თანატოლები.
-"გავოცდით, როცა ასეთი შემზარავი შედეგი ვიხილეთ. ეს ეკვივალენტურია დაჩქარებული უჯრედოვანი დაბერების, დაახლოებით, 11 წლისა." - თქვა ეპიდერმიოლოგმა ანა პოლაკმა ჯორჯ მაისონის უნივერსიტეტიდან.
კვლევის დროს შეისწავლებოდა გენეტიკური მარკერები, ე.წ. ტელომერები. ეს ქრომოსომების დამაბოლოებელი მონაკვეთებია, რომლებიც დამცველობით ფუნქციას ასრულებს. ტელომერული ზონების სიგრძეს განსაზღვრავს უჯრედის ასაკი - რაც მოკლეა ტელომერული "კუდი", მით უფრო "ბებერია" იგი. ამ მონაკვეთებს აქვთ თვისება გაცვეთისა უჯრედის სრულ დაღუპვამდე.
დაბერების ნაადრევი სიმპტომები შეიძლება დაჩქარდეს სიმსუქნით, მოწევით, უძილობით, დიაბეტით და, როგორც აღმოჩნდა, მშობიარობით. დნმ-ს ანალიზით დადგინდა, რომ მშობიარეთა ტელომერები მინიმუმ 4.2%-ით მოკლე იყო, ვიდრე უშვილოებისა. გარდა ამისა, ტელომერების სიგრძე მით უფრო ნაკლები იყო, რაც უფრო მეტი შვილი ჰყავდა ობიექტს.
პოლონეთის დაბის ტიპის დასახლებაში ქალების ისტორიული კვლევა ჩატარდა 2006 წელს, რომლის დროსაც, ასევე, დაადგინეს კავშირი ბავშვების რაოდენობასა და სიცოცხლის ხანმოკლეობას შორის. როგორც ყოველ ჯერზე ანთებული სანთელი დნება, ასევე მოკლდება ტელომერები უჯრედის ყოველი დაყოფისას.
უნდა გაითვალისწინოთ, რომ გვატემალას ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის 2016 წლის კვლევას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. მან აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც ბევრ შვილს აჩენდნენ, უფრო ნელა ბერდებოდნენ.
უფრო მოულოდნელი შედეგი მიიღო ტომას პერლსის მეთაურობით შედგენილმა ჯგუფმა: მშობლებს, რომლებსაც შვილები 40 წლის შემდეგ გაუჩნდათ, ოთხჯერ უფრო ნაკლები შანსი ჰქონდათ 100 წლამდე სიცოცხლისა. ლაპლანდიის აბორიგენები, ამიშების ოჯახები და სხვა პოპულაციები, ასევე, ნათელი მაგალითებია კავშირისა გვიანდელ ასაკში შვილების ყოლასა და დღეგრძელობას შორის.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მშობიარე ქალბატონები 11 წლით ადრე მოკვდებიან, ვიდრე უშვილოები. 2016 წლის კვლევების მონაცემებით, ქალბატონები, რომლებმაც შვილი 30+ ასაკში გააჩინეს, უშვილოებზე უფრო დიდხანს ცხოვრობენ.
-"ჩვენ არ ვამბობთ, რომ შვილების გაჩენას უნდა მოეშვათ," - ამბობენ მეცნიერები. -"კვლევებით დადგინდა, რომ ჩვენი მოსაზრებები და დამოკიდებულება უფრო მეტად მოქმედებს ჩვენი დაბერების პროცესზე. პესიმიზმი კი უშუალოდ ამოკლებს ტელომერების სიგრძეს". მეცნიერება არ დგას ერთ ადგილას და დაბერების პროცესი ჯერ კიდევ არაა შესწავლილი ბოლომდე.
თქვენ გაქვთ გამოცდილება ამ საკითხში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.