» » » როგორ ვუმკურნალოთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას სახლის პირობებში...

როგორ ვუმკურნალოთ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას სახლის პირობებში...

მშობიარობის შემდგომი დეპრესია წარმოიქმნება ჰორმონ პროჟესტერონის დონის დაქვეითებით. ცნობილია, რომ ქალის ფსიქიკური მდგომარეობის განმსაზღვრელი ჰორმონია პროჟესტერონი - ორსულობის პერიოდში მისი რაოდენობა მატულობს და ეს იწვევს ქალის გუნება - განწყობილების ცვლილებებს. მშობიარობის შემდეგ, როდესაც მისი რაოდენობა კლებულობს, ქალს ეწყება დეპრესია, ადვილად ღიზიანდება, ყურადღებას აქცევს გარშემომყოფთა საქციელს და კრიტიკულად უყურებს მათ. იგი დაბნეულია, სიხარული და ბედნიერება ეცვლება რისხვითა და ბრაზით. მაგრამ როგორც კი ჰორმონის დონე მოგვარდება, დედების უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც უარყოფითი ემოციები ღრმავდება და ქალი ვარდება დეპრესიაში. მაშინ უკვე სჭირდება ახლომყოფთა დახმარება, დადებითი ემოციებით დატვირთული გარემოს შექმნა. ქალი ღიზიანდება იმ პრობლემებით, რომელიც ახლავს ბავშვის კვებას, მის ჯანმრთელობას, იგი ღიზიანდება უძილო ღამეებით, გაუთავებელი რეცხვითა და საოჯახო საქმეებით.

თუ დაგეუფლათ მსგავსი ემოციური განცდები, არ დამალოთ, გაუმხილეთ ახლობელ ადამიანს, მეუღლეს, დედას, მეგობარ ქალს, ნათესავს, ექიმ-თერაპევტს ან ფსიქოლოგს. უნდა მოიშოროთ ის უსიამოვნო შეგრძნებები, რაც ახლდა მშობიარობას. ხშირად თავი აარიდეთ ფიზიკურ შრომას: ნუ გარეცხავთ და დააუთოვებთ ბოლომდე თეთრეულს, დაისვენეთ. დაუთმეთ ცოტა მეტი დრო საკუთარ თავს. თქვენში იმდენი თანდაყოლილი სიბრძნეა, რომლის გამოყენება აუცილებლად დაგეხმარებათ მსგავსი ცხოვრებისეული საკითხის გადაჭრაში. სხვანაირად შეხედავთ ბავშვის ტირილს ან მის დიდხანს ძილს, მის ავადმყოფობასა და ოჯახურ გაჭირვებებს.

მშობიარობის შემდგომი პერიოდის მძიმე დღეების შესამცირებლად კარგი იქნება თუ გამოიყენებთ დამამშვიდებელ და გუნებაგანწყობის გასაუმჯობესებელ მცენარეებს, როგორებიცაა: როზმარინი, კრაზანა, ველური შვრია, ბარამბო, ცოცხანა, კიტრისუნა, მუზარადა, ფრინტა. მოიწესრიგეთ ჰორმონების რაოდენობა ხეპილპილას გამოყენებით. გაიკეთეთ მასაჟი და აბაზანები ვარდის, მწარე ფორთოხლის, ჟასმინის, ხარისვარდას ზეთების გამოყენებით. შეგიძლიათ ამ მცენარეთა სურნელი მოაფრქვიოთ ოთახში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.