» » » როგორ მოქმედებს მშობიარობის დროს ქმრის დასწრება ოჯახის ურთიერთობაზე. ყველაფერი იცვლება!

როგორ მოქმედებს მშობიარობის დროს ქმრის დასწრება ოჯახის ურთიერთობაზე. ყველაფერი იცვლება!

ბავშვის გაჩენა ძალიან ინტიმური და ამაღელვებელი მომენტია ქალის ცხოვრებაში. აქამდე ეს იმ საიდუმლოდ ითვლებოდა, რომელიც მამაკაცისთვის მიუწვდომელი იყო. მშობიარეს მხოლოდ მეანები ეხვიათ გარს, რომლებიც ბავშვს დაბადებაში ეხმარებოდნენ. ახლა, სამშობიარო პალატაში შესული მამაკაცი ჩვეულებრივი მოვლენაა.

დღეს Rchevebi.com-ის რედაქცია გთავაზობთ ქმრის თანდასწრებით მშობიარობის დადებით და უარყოფით მხარეებს.

მშობიარობა პარტნიორის თანდასწრებით
პარტნიორული მშობიარობა არის მშობიარობა დამხმარესთან ერთად, როცა მეანებისა და ექიმების გარდა, პალატაში ვინმე ახლობელი გყავთ. ხშირად, ეს ბავშვის მამაა. დამხმარეს მთავარი მოვალეობაა მხარი დაუჭიროს და დაამშვიდოს ქალბატონი, შექმნას კომფორტული ატმოსფერო.

რა თქმა უნდა, თავიდანვე გადაწყვეტილებას ქალი იღებს: სჭირდება თუ არა მას ამ მომენტში ვინმე თუ მარტო გამკლავება სურს. თითოეული ქალი ამას თვითონ წყვეტს. თუმცა, ნებისმიერ ქალს, ალბათ, გაუჩნდებოდა კითხვა, საჭიროა თუ არა მამაკაცის დასწრება მშობიარობაზე და რა შედეგებს მოიტანს ეს?

აქ ყველაფერი მამაკაცის დამოკიდებულებაზეა მშობიარობასთან მიმართებაში. თქვენ ხომ ძალით არ შეიყვანთ სამშობიარო პალატაში. უნდა დაელაპარაკოთ პარტნიორს და ერთად მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. მოდით, განვიხილოთ ამ ნაბიჯის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე.



დადებითი მხარეები
  1. მამაკაცი ძლიერ მორალურ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ. ქალისთვის მშობიარობა ხომ დიდი სტრესია, ახლობელი ადამიანი კი დაამშვიდებს და დაეხმარება.
  2. მამაკაცი ფიზიკურ დახმარებასაც აღმოაჩენს. ჭინთვების დროს იგი სწორად ისუნთქებს ცოლთან ერთად, გაუკეთებს მასაჟს, დაეხმარება ტუალეტში გასვლასა თუ უბრალოდ ხელის ჩაჭიდებაში. ასეთი დახმარება ფასდაუდებელია.
  3. გაუფრთხილდება ცოლს და იზრუნებს იმაზეც, რომ მედპერსონალმა არ გააბრაზოს ან არ ავნოს. სამწუხაროდ, უამრავი ტრაგიკული ისტორია არსებობს. ასე მამაკაცი იზრუნებს ქალის მდგომარეობასა და მის მიმართ დამოკიდებულებაზე. მშობიარეც უფრო მშვიდად იქნება, რადგან მშობიარობისაც ამ პროცესის კონტროლი არ შეუძლია.



  • პარტნიორული მშობიარობა აახლოვებს წყვილს. ეს განსაკუთრებული საიდუმლოა, რომელიც სამუდამოდ ცვლის წყვილის ურთიერთობას. ეს წყვილისგან ქმნის გუნდს, მამაკაცს კი საშუალებას აძლევს, იგრძნოს თავი საჭიროდ და სასარგებლოდ.

  • მამაკაცში იბადება ოჯახზე პასუხისმგებლობის გრძნობა. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მამაკაცის ჩართულობა მშობიარობის პროცესში ხდის მათ უფრო ბუნებრივ მამებს და შემდეგ უფრო მეტ დროს ატარებენ შვილებთან.

    უარყოფითი მხარეები
    1. ეს უდიდესი სტრესია მამაკაცისთვის, ზოგიერთი ვერ იტანს მსგავს ემოციებს და გონსაც კი კარგავს.
    2. ქალბატონმა, შესაზლოა, თავი უხერხულად იგრძნოს, რადგან მამაკაცი მას ასეთ მდგომარეობაში ხედავს.
    3. მამაკაცმა, შესაძლოა, გააღიზიანოს ქალი მშობიარობისას. მას უჭირს, სტკივა, დაიღალა და შეიძლება ყველასა და ყველაფერზე გაბრაზდეს, მამაკაცი კი მხოლოდ გაამწვავებს სიტუაციას.


    ზოგი თვლის, რომ მამაკაცს, შესაძლოა, ამ ყველაფრის ნახვის მერე გაუქრეს ქალის მიმართ ლტოლვა. რა თქმა უნდა, ასეთი რამ სიძლება მოხდეს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მზად არაა მომავალი ემოციებისთვის და ცოლმა პალატაში ძალით "შეათრია". თუ მამაკაცი კატეგორიულად წინააღმდეგია, ნუ აიძულებთ მას ამ პროცესის ატანას.

    მაგალითად, მამაკაცი ქალთან მხოლოდ ჭინთვების დროს შეიძლება იყოს, დაეხმაროს ამ პერიოდის გადატანაში, ხოლო, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი დადგება, კარს მიღმა დარჩეს. ასე ქალიც მიიღებს მხარდაჭერას და ქმარს არ გაუჩნდება ფსიქიკური ტრავმა.



    და მაინც, თუ მამაკაცი თანახმაა და მოითხოვს კიდევაც პარტნიორულ მშობიარობას, მაშინ აუცილებლად ერთად უნდა გაიაროთ კურსები ფეხმძიმეთათვის. იქ მოგიყვებიან, თუ რას უნდა ელოდოთ მშობიარობისას, როგორ უნდა მოიქცეთ და როგორ უნდა დაეხმაროს პარტნიორი მშობიარეს. რეალურად, როცა მეუღლეები ერთმანეთს ენდობიან, ოჯახში კი სიყვარული და მშვიდობა სუფევს, პარტნიორული მშობიარობა იდეალური გადაწყვეტილებაა ოჯახის უფრო დაახლოებისთვის.



    ასეთი მოვლენის ერთად გადატანა ისეთი ამაღელვებელი და ინტიმური მომენტია, რომ თქვენ სამუდამოდ შეიცვლებით. ის მომენტი, როცა მამა პირველად აიყვანს შვილს ხელში, მთელ ამ გზას დედასთან ერთად გაივლის, არასდროს დაგავიწყდებათ. თუმცა, მაინც თქვენი გადასაწყვეტია. ჩვენ უბრალოდ გეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში.
    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

  • ინფორმაცია
    თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.