» » » ლიმონი თვალის ირგვლივ კანისთვის. სამი გამოცდილი საშუალება სილურჯეებისა და წვრილი ნაოჭების წინააღმდეგ

ლიმონი თვალის ირგვლივ კანისთვის. სამი გამოცდილი საშუალება სილურჯეებისა და წვრილი ნაოჭების წინააღმდეგ

როცა ნაზი კანი გაქვთ, მას განსაკუთრებულად უნდა მოუაროთ. არ იჩქაროთ იმის გაფიქრება, რომ განსაკუთრებული - ძვირადღირებულს ნიშნავს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ხშირად, შეგვიძლია უბრალო საშინაო საშუალებებსაც მივენდოთ, შედეგი კი ნამდვილად მივიღოთ. თვალის ირგვლის კანის ზონა ყოველთვის განსაკუთრებულია მოვლის საკითხში. ყველა კრემის წასმა აქ არ შეიძლება, არც ყველა ნატურალური საშუალება გამოგადგებათ მისთვის.



აი ლიმონი და მისი წვენი კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამ ზონის მოსავლელად: იგი გაშორებთ სილურჯეებს თვალქვეშ და გაშორებს იხვის თათებს. იშვიათი გამოყენება დაგჭირდებათ, თუმცა შედეგს, პრაქტიკულად, თვალის დახამხამებაში მიიღებთ. საკმარისია კვირაში 15-20 წუთი, რომ კანი განახლდეს და რამდენჯერმე უკეთ გამოიყურებოდეს. მოემზადეთ, რადგან ბუნებრიობა მოდაშია.

ლიმონი შემადგენლობაში


სპეციალისტები საუბრობენ კანისთვის ლიმონის დაუჯერებელ სარგებელზე. ეს ხელმისაწვდომი პროდუქტი შეიცავს ორგანულ მჟავებს, კაროტინს, ეთერზეთებს, მინერალებს, პექტინს, ვიტამინებს А, В, С, Е და Р. სწორი გამოყენების შემთხვევაში, ეს შემადგენლობა აუმჯობესებს კანს, გეხმარებათ ნაოჭების მოცილებაში და სახის გაახალგაზრდავებაში.

  • ათანაბრებს სახის კანის ფერს მელანინის სინთეზის რეგულაციის უნარის წყალობით;
  • გაშორებთ ჭორფლებსა და პიგმენტურ ლაქებს;
  • აშრობს ძალიან ცხიმიან კანს.


  • აუმჯობესებს ელასტიურობას;
  • კურნავს ანთებას და ადეზინფიცირებს;
  • აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს.
ჩვენ ვსაუბრობდით ლიმონის სარგებელზე თვალის ირგვლივ კანისთვის. მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ? უბრალოდ დაჭრათ ციტრუსი და მიიდოთ კანზე, წვენი დაწუროთ თუ რბილობი ათქვიფოთ?



გამოიყენეთ რაგულარულად, ოღონდ მხოლოდ სუფთა სახით, რადგან მგრძნობიარე კანი, შესაძლოა, დაზიანდეს: ინტენსიური აქერცვლა, გამოშრობა, გაღიზიანება და დამწვრობაც კი. წყალი და ნატურალური ზეთი დაეხმარება ლიმონის წვენს, გაუმკლავდეს თავის მისიას და დაარბილოს კანი. ამასთან, ეს საშუალება კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა გამოიყენოთ.

სამი ეფექტური პროდუქტი
  1. დაწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი. დაუმატეთ ამდენივე წყალი. დაიმუშავეთ კანი, წაისვით საშუალება მსუბუქი მოძრაობებით. ჩამოიბანეთ წყლით.


  2. გააზავეთ ლიმონის წვენი წყალთან თანაბარი პროპორციით. დაუმატეთ 10 გ პიტნის დაჭრილი ფოთლები. წაისვით კანზე, გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ.


  3. შეურიეთ ლიმონისა და პომიდვრის წვენი თანაბარი პროპორციით, დაუმატეთ 0.5 ჩ.კ. თურქული ბარდის ფქვილი და კურკუმა. წაისვით 20 წუთით და ჩამოიბანეთ.

ამ საშუალებაზე უარი უნდა თქვათ,თუ კანზე დაზიანებები და გამონაყარი გაქვთ. ზაფხულშიც მოერიდეთ ასეთ საშუალებას ულტრაიისფერი სხივების აგრესიული ზემოქმედების გამო.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.