თვალის ირგვლივ კანის გაახალგაზრდავების გაცილებით ეფექტური ვარიანტიც არსებობს - მოამზადოთ ნიღაბი იაფფასიანი ინგრედიენტებით. ასკორბინის მჟავას ამპულებს ნებისმიერ აფთიაქში იპოვით. Rchevebi.com-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ როგორ უნდა დაამზადოთ ნიღაბი ამ ნივთიერებაზე.
როგორ მოვიშოროთ ნაოჭები თვალის ირგვლივ
ასკორბინის მჟავა სასარგებლოა თვალის ირგვლივ კანისთვის, რადგან გააჩნია გამაჯანსაღებელი, აღმდგენი და მათეთრებელი ეფექტი. კარგად ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და ამცირებს მზის სხივების ნეგატიურ ზემოქმედებას. იგი აუმჯობესებს კოლაგენის გამომუშავებას, რაც პირდაპირ მოქმედებს კანის სიმკვრივესა და დაჭიმულობაზე, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს და სხვა ნაკლოვანებებს.
ასკორბინის მჟავა, ასევე, მოქმედებს ბუსტერის სახით და ეხმარება ნიღბებსა და კრემებში არსებულ აქტიურ ნივთიერებებს კანში ღრმად შეღწევასა და უფრო ეფექტურად მოქმედებაში.
სუფთა სახით ასკორბინის მჟავის გამოყენება თვალის ირგვლივ არ შეიძლება - იგი ავნებს კანს. აუცილებელია მისი გამოყენება გაზავებულ მდგომარეობაში სხვადასხვა ინგრედიენტებთან, მაგალითად, A და E ვიტამინებთან, ზეთებთან ან საბაზისო კრემებთან. ნიღბის მოსამზადებლად არ უნდა გამოიყენოთ მეტალის ჭურჭელი! გამოგადგებათ კრემის ქილა. აი, როგორ უნდა მოამზადოთ ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ.
ინგრედიენტები:
- 1 ამპულა 10%-იანი ასკორბინის მჟავა
- 3 წვეთი ნეროლის, ჟოჟობას ან ავოკადოს ზეთი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 2 ჩ.კ. ნატურალური მაწონი
ჩაასხით ჭურჭელში მაწონი და გახსენით მასში შაქარი. კომპონენტები ისე უნდა შეურიოთ, რომ შაქრის კრისტალები ბოლომდე გაიხსნას. შაქარი ნიღაბს გლიკოლის მჟავით ამდიდრებს, ეს უკანასკნელი კი ატენიანებს და აგლუვებს კანს. როცა შაქარი ბოლომდე გაიხსნება, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები: ჯერ ასკორბინის მჟავა, შემდეგ ზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
წაისვით ნიღაბი სუფთა კანზე თვალის ქვემოთ, რკალისებურად. შეგიძლიათ, ბამბის დისკები გაჭრათ შუაზე, წაუსვათ ნიღაბი და შემდეგ მიიდოთ თვალთან. ჩამოიბანეთ ნიღაბი 10 წუთის შემდეგ. თუ ნაზავი თვალში მოხვდება, გამოიბანეთ ცივი წყლით. წაისვით ჩვეულებრივი კრემი თვალის ირგვლივ, პროცედურის დასრულების შემდეგ.
შეგიძლიათ, ნიღაბი ძილის წინ გამოიყენოთ - დილით არავითარი შეშუპება აღარ იქნება. ეს ნიღაბი გათვალისწინებულია მგრძნობიარე კანისთვის. თვალის ირგვლივ კანი უფრო ძლიერი გახდება, ნაოჭები - ზედაპირული, გაქრება შავი წრეები. ნიღაბი კვირაში ორჯერ უნდა დაიტანოთ.