» » » თვალის ირგვლივ კანის ნიღაბი: სუპერახალგაზრდობა, ელასტიურობა! მარმარილოს კანი ნაოჭების გარეშე.

თვალის ირგვლივ კანის ნიღაბი: სუპერახალგაზრდობა, ელასტიურობა! მარმარილოს კანი ნაოჭების გარეშე.

ბევრი ქალი სახის კანზე ყურადღებით ზრუნავენ, რომ თავისი ახალგაზრდობა და სილამაზე დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ. ქუთუთოების კანი კი ხშირად ავიწყდებათ. და ამაოდ! პირველ რიგში სწორედ ეს ზონა გასცემს ასაკს. 

"რჩევების" რედაქცია ქუთუთოების კანისთვის მთელ რიგს საუკეთესო ნიღბებს გთავაზობთ ნატურალური ინგრედიენტებისგან. ეფექტურობა გამოცდილია!

ნიღბები თვალის ირგვლივ კანისთვის

პროცედურის დაწყებისას, არ დაგავიწყდეთ, რომ ქუთუთოების კანი ძალიან თხელი და ნაზია და ცხიმოვან ფენას მოკლებულია. სწორედ ამიტომ ამ დელიკატური ზონის მოვლა მაქსიმალურად ნაზი უნდა იყოს. 

ოხრახუში

კანისთვის ოხრახუში სარგებლობის შესახებ ჯერ კიდევ ჩვენმა ბებიებმა იცოდნენ: აახლებს, ატონიზირებს, უფრო ნათელს ხდის, ატენიანებს. ყველაზე მთავარი - ალერგიულ ადამიანებზე მიდის. ამასთან შეგიძლიათ არა მხოლოდ სურნელოვანი მწვანილი, არამედ ფესვებიც გამოიყენოთ. 



  1. ნიღაბი ოხრახუშით და არაჟნით

    რამდენიმე ცალი ოხრახუში წვრილად დაჭერით, რომ ცოტა წვენი გამოდიოდეს, აურიეთ 2 ჩ/კ უცხიმო არაჟანს. წაისვით თვალის ირგვლივ, ზემოდან ბამბის დისკო დაიფარეთ. გაიჩერეთ 15 წუთით, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. 

  2. ნიღაბი ოხრახუშით და კარაქით

    ძალიან მშრალი კანისთვის. როგორც წინა რეცეპტში ოხრახუში წვრილად დაჭერით.  მწვანილი 1 ს/კ დარბილებულ კარაქს შეურიეთ. 10-15 წუთის შემდეგ ბამბის დისკით მოიშორეთ. 

  3. ნიღაბი ოხრახუშის ფესვებით
    საუკეთესო საშუალება შეშუპების დროს. ფესვები კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით. ფაფა ქუთუთოებზე 15-20 წუთით გაიჩერეთ. 



კარტოფილი

ძველად კარტოფილის ნიღბები დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ეს გასაოცარიც არის: კარტოფილს შეუძლია კანი ტონუსში სწრაფად მოიყვანოს, ახალგაზრდობის ინექციის მსგავსად მოქმედებს. 


  1. ნიღაბი მოხარშული კარტოფილით

    მოხარშეთ კარტოფილი, ორ ნაწილად დაჭერით, მსუბუქად გაცივება აცადეთ, დაიდეთ თვალებზე 10 წუთით. 

  2. ნიღაბი უმი კარტოფილით, რძით და ფქვილით

    გარეცხილი კარტოფილი წვრილად დაჭერით. 1 ს/კ მიღებული მასა 1 ჩ/კ ფქვილთან და 1 ჩ/კ რძესთან აურიეთ. წაისვით ქუთუთოებზე 15-20 წუთით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ. რადგან ნიღბის ინგრედიენტები აქტიურია, გამოიყენეთ სიფრთხილით, თუ ალერგიისადმი მიდრეკილი ხართ. 



დამამშვიდებელი ნიღაბი თვალის ირგვლივ კანისთვის

კიდევ რამდენიმე მარტივ და ეფექტური ნიღბის რეცეპტს გთავაზობთ, რომლებიც არა მხოლოდ გაასწორებენ ნაოჭებს, არამედ კანს გააჯანსაღებს. 
  1. ბანანის ნიღაბი

    ბანანის მეოთხედი ჩანგლით დაჭყლიტეთ, ქუთუთოებზე წაისვით, სველი სალფეთქი დააფარეთ. 15 წუთში ჩამოიბანეთ. 



  2. ნიღაბი ხაჭოთი და არაჟნით

    ხაჭო და არაჟანი სქელი მასის მიღებამდე აურიეთ. წაისვით თვალის ირგვლივ კანზე სქელ ფენად. 15 წუთში ნაზად მოიშორეთ. 

  3. შვრიის ნიღაბი

    საუკეთესო გადაწყვეტილება დაბერებული კანისთვის. 1 ს/კ შვრიის ფქვილი (შეიძლება ფანტელიც) 1 ს/კ თბილ რძესთან აურიეთ. მოიცადეთ სანამ ფაფა გასქელდება. გაიჩერეთ 20 წუთით. 



  4. კიტრის ნიღაბი

    შესანიშნავად აახლებს და ატენიანებს თვალის ირგვლივ კანს ორი ნაჭერი კიტრი, რომელიც 15 წუთით უნდა გაიჩეროთ.



  5. ჩაის კომპრესი

    ჩაის პაკეტი - საუკეთესო საშუალებაა დაღლილობის, შეშუპების და ჩამუქებების მოსაშორებლად. უბრალოდ თვალებზე პაკეტები დაიდეთ, ოდნავ გაგრილებული ჩაის შემდეგ, დროა მოდუნდეთ და დაისვენოთ 15 წუთით. 

თვალის ირგვლივ ეს ნიღბები შესანიშნავი ალტერნატივაა ძვირადღირებული კრემების და შრატების. იზრუნეთ საკუთარ თავზე და ისიამოვნეთ შედეგი! იყავით ლამაზი!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.