» » » ვაგინალური ინფექციების მკურნალობა მცენარეული საშუალებებით

ვაგინალური ინფექციების მკურნალობა მცენარეული საშუალებებით

საშოს, ისევე როგორც ადამიანის სხეულის ღია ადგილებს გააჩნია, თავდაცვის სისტემა. საშო (ვაგინა) თვითონ იწმინდება მისი კედლებიდან გამოყოფილი ლორწოს მეშვეობით, რომელიც წარმოქმნის გამჭვირვალე, ოდნავ წებოვან, მჟავე გამონადენს. მჟავე გარემო იცავს ინფექციებისგან. მჟავე გარემოს ქმნიან დოდერლაინის ბაქტერიები, რომლებიც საშოში ცხოვრობენ და დაავადების გამომწვევ ბაქტერიების წინააღმდეგ მოქმედებენ.
გამონადენი იცვლება ასაკთან დაკავშირებით. თუ ფერი, სუნი, რაოდენობა შეიცვალა, მაშინ უნდა იფიქროთ, რომ ინფექციასთან გაქვთ საქმე. ნაცხი უნდა გაისინჯოს ლაბორატორიაში და მიმართოთ ექიმს ფიტოთერაპიასთან ერთად.
არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ვაგინალური ინფექციის განვითარებას. ეს არის ცუდი კვება, ცხოვრების არაჯანსაღი სტილი, უმოძრაობა, უჰაერობა, ნაკლები სიმშვიდე, ძილის უკმარისობა, ინფექციის კერების არსებობა, სტეროიდების, ანტიბიოტიკების მიღება, ანემია, სტრესი, გამოფიტვა, საპნის დიდი რაოდენობით ხმარება, ასევე დეზოდორების გამოყენება საშოში, ვიწრო ტანსაცმელი.

ინფექციების მკურნალობა მცენარეებით.
ინფექციების მკურნალობა უნდა ჩაიტაროს პარტნიორმაც, ვინაიდან ხშირად განკურნების შემდეგ ქალი შეიძლება კვლავ ავად გახდეს.
  • დაიცავით სისუფთავე, ინტიმური ჰიგიენა, სექსუალური კავშირის წინ და შემდეგ გაიმშრალეთ წინიდან უკან, მოშარდეთ ბაქტერიების ჩამოსარეცხად;
  • ერიდეთ საშოს კოსმეტიკას - ამ დროს ირღვევა PH -ის მაჩვენებელი;
  • ატარეთ ბამბის საცვლები, ერიდეთ ვიწრო ტანსაცმელს;
  • ჭამეთ ნიგოზი, ხილი, ბოსტნეული, მსხვილად დაფქვილი ფქვილის ნაწარმი, გადაუმუშავებელი ზეთი, ერიდეთ შაქარს, კოფეინს, მწარეს, ნახევარფაბრიკატებს;
  • დაისვენეთ, იძინეთ, იარეთ ჰაერზე, ივარჯიშეთ;
  • დაუმატეთ აბაზანას 1 ჭიქა ძმარი PH -ის მაჩვენებლის დონის შესანარჩუნებლად;
  • შეიძლება 1 ჩაის კოვზი თაფლი და ვაშლის ძმარი გახსნილი ცოტა ცხელ წყალში რეგულარულად დალიოთ.

    შინაგანად: იმუნური სისტემის გაძლირების მიზნით დალიეთ რუდბექიას, გლერძას, მირტის ნაყენები. თუ ინფექციები ქრონიკულია, 3-ჯერ დღეში. მწვავე ინფექციების დროს კი 2 საათში ერთხელ ჭამეთ ნიორი ყოველდღე, დალიეთ შხამებისგან გამწმენდი მცენარეები: ბეგქონდარა, ენდრონიკა, ძირყვითელა, ჭიაფერა და გულყვითელა. ამ მცენარეებს დაუმატეთ ვაგინალური ინფექციის მიზეზის შესაბამისი სამკურნალო მცენარე.
    თუ დაავადება სტრესითა და გადაღლითაა გამოწვეული - ცოცხანა და მუზარადა; ნერვების გასამაგრებლად - ანგელოზა, გლერძა, შეკრულობის, ნადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის და გადაღლის დროს შხამის გამომტანი და გამწმენდი მცენარეები - ღოლო, ოროვანდი, ბაბუაწვერა.
    ძლიერი გამონადენის დროს იხმარეთ მარმუჭი, წყლის შროშანი და მუხის ქერქი.
    აბაზანა - წყლის შროშანი, მარმუჭი, მუხის ქერქი.
    სქლაფ წასმული მაწონი აღადგენს ბაქტერიულ ფლორას საშოში, ამცირებს ქავილს და ჭრილობებს. ტკივილს და ქავილს შველის გვირილა, ლაშქარა, მიხაკის კრემი.

    დამხმარე საშუალებები გამოსაჯანსაღებლად:
  • მულტიმინერალები და მულტივიტამინები, ვიტამინი E (მზესუმზირაში, კვერცხში) - იმუნიტეტის გასამაგრებლად;
  • C ვიტამინი ( ცოცხალი ხილი, ბოსტნეული);
  • თუთიის პრეპარატი ან თუთიის შემცველი საკვები (გოგრის თესლები) განკურნების დასაჩქარებლად;
  • რკინის შემცველი საკვები;
  • შტოში და წითელი მოცვის წვენი დაუმტკბარი, ორგანიზმის მჟავით გასამდიდრებლად;
  • ერიდეთ ჩაის, იგი ზღუდავს რკინის შეწოვას. რკინის ნაკლებობა აძლიერებს ვაგინალურ ინფექციებს.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.