» » რას უშვრებიან პლაცენტას მშობიარობის შემდეგ? ბიზნესი, რომელსაც ექიმები საიდუმლოდ ინახავენ

რას უშვრებიან პლაცენტას მშობიარობის შემდეგ? ბიზნესი, რომელსაც ექიმები საიდუმლოდ ინახავენ

ზოგიერთი მომავალი დედა იმდენად შეპყრობილია პატარას დაბადებაზე ფიქრით, რომ თითქმის ყველა ნიუანსს წინასწარ თვლის: ირჩევს სამშობიარო სახლს, მეან-გინეკოლოგს, კარგ პალატას, ალაგებს ნივთებს, რომლებიც უკვე საავადმყოფოში დასჭირდება.. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ბავშვის დაბადება სასიამოვნო მოვლენად და არა კოშმარულ მოგონებად იქცეს.



თუმცა, მშობიარეთა შორის ცოტას თუ აინტერესებს ის ფაქტი, თუ რა მოსდის მშობიარობის შემდეგ ისეთ უნიკალურ ორგანოს, როგორიცაა პლაცენტა. და სულ ტყუილად.. ბევრ ქალს ექიმი ხელს აწერინებს რაღაც დოკუმენტზე, რომელიც მათ ავალდებულებს, გასცეს თავისი პლაცენტა სამედიცინო კვლევისთვის.



ნამდვილად, კარგ სამშობიარო სახლებში პლაცენტას ჯერ ჰისტოლოგიურ შემოწმებაზე აგზავნიან, შემდეგ კი უტილიზებას ახდენენ. თუმცა, ასე ყველგან როდი ხდება. თითოეულ ქალაქსა და სამშობიარო სახლში სხვადასხვა კანონი მეფობს.

პლაცენტა მშობიარობის შემდეგ


პლაცენტა შეიძლება გაიყიდოს და გადაიყიდოს კიდევაც ძვირადღირებული სამედიცინო და კოსმეტიკური პრეპარატებისთვის, ამიტომ ჩვენს ბავშვებს ჭიპლარს დაბადებისთანავე აჭრიან, რათა პლაცენტას შეუნარჩუნონ "სიახლე".


ამის გაკეთება ხომ კატეგორიულად დაუშვებელია! საქმე ისაა, რომ სწორედ დაბადების მომენტში ბავშვი ორმაგ სუნთქვაზეა: პირველ რიგში, იგი ჟანგბადს ჭიპლარიდან იღებს და ფილტვებით სულ ცოტას მოიხმარს.



ექიმები კი ჭიპლარს დაბადებისთანავე აჭრიან, რის შედეგადაც ბავშვი ვერ იღებს მისგან ჟანგბადს და გრძნობს ჰაერის უკმარისობას. ამ მომენტში პატარას უწევს სწრაფად სუნთქვა, რათა ფილტვები გაააქტიუროს. ამ დროს მას ძალიან სტკივა!



ამასთან, თუ ჭიპლარს მაშინვე ჭრიან, ბავშვს წყვეტენ პლაცენტარულ სისხლს, რომელიც ბუნებრივ დამცავ იმუნიტეტს შეიცავს. იკითხავთ, ამას რატომ აკეთებენ? იმიტომ, რომ მომავალში მედიცინამ შეძლოს, დაამზადოს ძვირადღირებული აცრები, აბები, მიქსტურები თუ მალამოები. არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი.



იმისათვის, რომ მსგავსი ბიზნესის მსხვერპლი გახდეთ, დეტალურად განიხილეთ ბავშვის დაბადების პროცესი პირად აკუშერთან. ასევე, თუ შესაძლებლობა არსებობს, წამოიღეთ პლაცენტა სახლში და დამოუკიდებლად მოახდინეთ მისი უტილიზება.



მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.