ჩვენ სულ უფრო მეტ დროს ვატარებთ კომპიუტერის მაგიდასთან და სულ უფრო ნაკლებად ვსეირნობთ და ვვარჯიშობთ. პრობლემა ისაა, რომ ჩვენი სხეული მუდმივი ჯდომისთვის არაა გათვალისწინებული. კვლევების შედეგებით დგინდეგა, რომ დროის ჯდომაში გატარება საგრძნობლად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, იმოძრავოთ უფრო მეტი და გააკეთოთ სავარჯიშოები, რომლებიც ზურგის კუნთებს ამაგრებს.
Rchevebi.com-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებული სავარჯიშოეი იდეალური თერაპიაა, ეხმარება და წელავს ზურგის კუნთებს. სავარჯიშოების ეს გეგმა შეგიძლიათ შეასრულოთ როგორც სახლში, ისე სამსახურშიც. მხოლოდ 7 წუთი დღეში იმისთვის, რომ ხერხემლის ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და გათავისუფლდეთ ტკივილისა და დისკომფორტისგან.
სავარჯიშოები ზურგის მოსათელად
- დაწექით ზურგზე, აწიეთ მარჯვენა ფეხი ზემოთ და დაიჭირეთ ხელებით. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 20 წამით. შემდგე გაიმეორეთ მეორე ფეხზეც.
- დაწექით ზურგზე და მოხარეთ მარჯვენა ფეხი მარცხენაზე გადადებით. გაასწორეთ ტორსი. ეცადეთ, მოხრილი ფეხი ხელით მაქსიმალურად იატაკისკენ დაიჭიროთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამით. მოდუნდით და გაიმეორეთ მეორე ფეხზეც. სავარჯიშო ორივე მხარეს 2-3ჯერ უნდა გაიმეოროთ. მოძრაობები შეასრულეთ ნაზად, ყოველგვარი მყისე მოძრაობის გარეშე. თუ მოძრაობა იწვევს ტკივილს, შეამცირეთ მოხრის კუთხე.
- დაწექით ზურგზე და მოხარეთ ფეხები. წამოწიეთ მუხლი და წაიღეთ იგი გულ-მკერდისკენ მაქსიმალურად. გაჩერდით 30 წამით, შემდეგ კი გაიმეორეთ მეორე ფეხზეც. გაიმეორეთ 5-ჯერ ორივე ფეხზე.
- დაწექით ზურგზე. მოხარეთ ფეხები. წამოწიეთ ერთი ფეხი და მისი ტერფი დადეთ მეორე ფეხის მუხლზე. დაიჭირეთ მოხრილი ფეხი კოჭის მონაკვეთში და ნელ-ნელა მოქაჩეთ მას გულისკენ. გააჩერეთ ამ მაქსიმალურ ნიშნულზე 30 წამით. გაიმეორეთ მოძრაობა ორივე ფეხზე 3-ჯერ.
- დადეთ ხელები ერთ-ერთი ფეხის მუხლზე, მეორე ფეხი გაწიეთ წინ, როგორც ფოტოზეა. გაასწორეთ ზურგი და გაჩერდით ამ მდგომარეობაში 30 წამით. გაიმეორეთ მოძრაობა მეორე ფეხზე.
- დაწექით გვერდზე, აიღეთ ზედა მხარეს დარჩენილი ფეხი ხელით და გაწიეთ უკან. ასე გაჩერდით 30 წამით, მერე გაიმეორეთ მეორე მხარესაც. ეს სავარჯიშო კარგად წელავს თეძოს კუნთებსაც.
- ფეხზე დგომისას იპოვეთ საყრდენი წელის დონეზე. შემდეგ დაიხარეთ წინ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. გაჩერდით ასე 30 წამით, შეისვენეთ და გაიმეორეთ. ეს სავარჯიშო არაჩვეულებრივად თელავს ხერხემალს.