» » » სავარჯიშოების ოქროს სამეული მანტეკ ჩიასგან: სახის კანის გაახალგაზრდავება სავარჯიშოებით

სავარჯიშოების ოქროს სამეული მანტეკ ჩიასგან: სახის კანის გაახალგაზრდავება სავარჯიშოებით

ჯანმრთელი ხერხემალი და თირკმლები მთელი ორგანიზმის ახალგაზრდობის წყაროა. შინაგანი ორგანოები ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს არასწორი პოზიციის გამო. ამის მიზეზი მჯდომიარე სამსახური, უძრავი ცხოვრების წესი და იშვიათი ფიზიკური აქტივობაა. განსაკუთრებით მწვავედ ეხება ეს პრობლემა ჭარბწონიან ადამიანებს. ამიტომ, ბევრს აინტერესებს, თუ როგორ უნდა გამოასწორონ სხეულის პოზიცია.



დაოელი მასწავლებელი, ციგუნის ოსტატი და "დაოს სამკურნალო სისტემის" შემქმნელი მენტეკ ჩია ამტკიცებს, რომ ხერხემლის გასამყარებელი სავარჯიშოები გაცილებით უკეთ მოქმედებს ორგანიზმზე, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ისინი აძლიერებს წელის მონაკვეთს და აახალგაზრდავებს თირკმლებს, ნორმაში მოჰყავს სხეულის პოზიცია და აძლიერებს თვალებს, კანსა და ყურებს.



სხეულის პოზიციის გამოსწორება
მანტეკ ჩიას სავარჯიშოები ძალიან მარტივია და არც დიდ დროს მოითხოვს. სამაგიეროდ, დაგეხმარებათ ფილტვების ზომის გაზრდაში, ღვიძლის, თირკმლების, კუჭისა და ნაწლავების ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. სულ 3 სავარჯიშოა, ისინი საკმაოდ მოკლეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შესრულება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ.

  1. თირკმლებისა და წელის გაძლიერება: ეს სავარჯიშო აძლიერებს წელის კუნთებს, აჯანსაღებს თირკმლებს, გეხმარებათ სხეულის დაბალანსებაში.


    ტექნიკა: დადექით სწორად, ტერფები ერთად დაალაგეთ. დაიხარეთ წინ და ქვემოთ, არ მოხაროთ მუხლები. სახით ზემოთ იყურეთ, ხელის თითებით ეცადეთ, მიწვდეთ იატაკს. იგრძენით, როგორ იჭიმება წელის კუნთები. გაჩერდით ასე 10 წამით, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას და გაიმეორეთ ექვსჯერ.

  2. ზურგის გასწორება
    ეფექტი: ასწორებს სხეულის პოზიციას, უზრუნველყოფს თვალების სრულყოფილ კვებას, გაახალგაზრდავებას, აძლიერებს და ასწორებს ზურგს, ხსნის გულ-მკერდის არეს, აუმჯობესებს ჟანგბადის ცირკულაციას სისხლში.



    ტექნიკა: დადექით სწორად, გაასწორეთ ზურგიც და ნელა გადაწიეთ თავი უკან. გაჩერდით ასე 15 წამით, ისუნთქეთ ღრმად, თანაბრად და მშვიდად. შეასრულეთ დღეში რამდენჯერმე, მოსახერხებელ დროს.

  3. ხერხემლის გაწელვა ზემოთ
    ეფექტი:ზრდის ფილტვების მოცულობას და ამარტივებს სუნთქვას, აუმჯობესებს თირკმლების, ღვიძლის, კუჭის, ნაწლავების ფუნქციონირებას, ასტიმულირებს თვალებში სისხლის მიწოდებას, სასქესო ორგანოების ფუნქციას, ჭიმავს მუცელს, ხსნის დაღლილობას და გაძლევთ ენერგიას.



    ტექნიკა: დადექით სწორად, ფეხები ერთმანეთისგან 30 სმ-ს დაშორებით უნდა იყოს. ხელის თითები შეაერთეთ. ჩაისუნთქეთ ნელა, წამოწიეთ ხელები თავს ზემოთ, ხელისგულებით ჭერისკენ. ეცადეთ, დადგეთ ცერებზე. იყურეთ წინ ან ზემოთ. ამოსუნთქვისას ჩამოუშვით ხელები. გაიმეორეთ ექვსჯერ.

    პოზიციის კორექცია მანტეკ ჩიას გამაახალგაზრდავებელი პრაქტიკის დახმარებით მარტივი და ეფექტური საშუალებაა, ჩაანაცვლოთ უარყოფითი ენერგიები დადებითით, გაათავისუფლოთ სხეული მტკივნეული დაძაბულობისგან, ორგანოების გასაძლიერებლად.


გახსოვდეთ, რომ ცხოვრების მჯდომარე წესი პირდაპირი გზაა დაბერებისა და მთელი ორგანიზმის დამახინჯებისკენ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.