» » » მე უკვე 65 წლის ვარ, კლინიკებში კი არ დავდივარ: ჩემი ჯანმრთელობის საიდუმლო მხოლოდ 1 მცენარეშია

მე უკვე 65 წლის ვარ, კლინიკებში კი არ დავდივარ: ჩემი ჯანმრთელობის საიდუმლო მხოლოდ 1 მცენარეშია

მე უკვე 65 წლის ვარ, კლინიკებში კი არ დავდივარ ხოლმე. სულ დავივიწყე ექიმებისა და მედიკამენტების შესახებ. კვირაში სამჯერ ამ ქალური სასწაულმოქმედი ჩაის ფოთლებს ვახმობ და ცუდი ჯანმრთელობა წარსულში დავტოვე.

ჩვენ, ხშირად, არც კი ვეჭვობთ, რომ ჩვენ ფეხქვეშ უამრავი დაავადების მკურნალობის საიდუმლოა. ველური თავშავას ბალახის თვისებები მას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივ წამლად აქცევს.



თავშავა ველური, იგივე ორეგანო (Origanum vulgare) არომატული მრავალწლოვანი ბალახია, რომელიც სიმაღლეში 20-90 სმ-მდე იზრდება, აქვს იისფერი ყვავილები და ეთერზეთებით მდიდარი ფოთლები.



თავშავას ჩვენი შორეული წინაპრებიც იყენებდნენ, რადგან კარგად იცოდნენ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. იგი კურნავს, ამშვიდებს ადამიანს და ავსებს საცხოვრებელს დადებითი აურით. ქალბატონებისთვის განსაკუთრებული სარგებლობისთვის, ხალხში მას დედისეულს უწოდებენ.



ეს ბალახი ფართოდ გამოიყენება სანელებლის სახით, მსოფლიოს თითქმის ყველა სამზარეულოში, თუმცა, ჩვენ უგულებელვყოფთ ხოლმე მის შესანიშნავ სამკურნალო საშუალებას.

თავშავას ჩაი
აუცილებლად მოამზადეთ თავშავას ნაყენი. ასეთი ჩაის მცირე ფინჯანიც კი აგავსებთ მსუბუქი, სასიამოვნო არომატით და კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.



ინგრედიენტები
  • 300 მლ წყალი
  • 3 ს.კ. ახალი თავშავა ან 1 ს.კ. გამხმარი
მომზადება
  1. ადუღეთ წყალი.
  2. დაასხით თავშავას მდუღარე წყალი.
  3. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 10 წუთით.
  4. გაწურეთ.
გაციების სამკურნალოდ თავშავასგან ამზადებენ მაგარ ჩაის: 2 ს.კ. გამხმარი ბალახი 1 ჭიქაზე, ნერვების დასამშვიდებელი სასმლისთვის კი საკმარისია 1 კოვზი, ცხელ წყალში 30 წუთით გაჩერებული.

ჩაის, ნაყენისა და ნახარშის გარდა, დედისეულისგან ამზადებენ ზეთს, ფხვნილს, წურავენ წვენს მისი ფოთლებისგან. უძილობის დროს გაავსეთ მშრალი ბალახით ქსოვილი და დადეთ ბალიშთან ახლოს. ბალახის არომატი დაგამშვიდებთ და დაგეხმარებათ სწრაფად დაძინებაში.

თავშავას ჩაის სასარგებლო თვისებები
  1. გრიპის დაავადებების დროს გეხმარებათ შეშუპების მოხსნაში, სისველის ამოყვანაში, ხსნის ანთებასა და ტკივილს ყელში.
  2. გეხმარებათ გინეკოლოგიის სფეროში, ქალებში აღადგენს ჰორმონალურ ფონს. სასარგებლოა მენოპაუზის დროს, გათავისუფლებთ კლიმაქსური სინდრომისგან, აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას.


  3. სასარგებლოა, ასევე, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების დროს. ახორცებს წყლულებს, გათავისუფლებთ გაზებისგან, ხსნის სპაზმებს ნაწლავებში.
  4. შარდის ბუშტის დისფუნქციის დროს, თავშავას ჩაი ხსნის ანთებას, დადებითად მოქმედებს შარდგამომყოფ-სასქესო სისტემაზე.
  5. სტრესისა და ნერვული აღგზნებულობისას ხსნის შფოთვას, ნერვულ დაძაბულობას, უმკლავდება უძილობას.
  6. აძლიერებს ძვლებს.
  7. აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.
  8. აღკვეთს ნაადრევ დაბერებას.

თავშავას მიღება კატეგორიულად დაუშვებელია ფეხმძიმეთათვის. მას შეუძლია საშვილოსნოს შეკუმშვა და ფეხმძიმობის შეწყვეტაც კი.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.