რძის მოსამატებლად:
- მიირთვით მწვანე ხახვი, სტაფილო, კამა, ჭინჭარი.
- სვით რძე (ტკბილი). საკვებად გამოიყენეთ ხილი და ბოსტნეული, რომელიც დიდი რაოდენობით სითხეს შეიცავს.
- კამა, ანისული და ცერეცო მატებენ რძეს და არ უცვლიან გემოს. ამ მცენარეთა თესლი (დანაყილი) მოადუღეთ და დაატკბეთ. (1 სუფრის კოვზი თესლი 200 მლ ტკბილ მდუღარეზე).
- 1 სუფრის კოვზი გვირილას ყვავილებს ასხამენ 200 მლ ტკბილ, მდუღარე წყალს, აჩერებენ 20 წუთს და სვამენ უზმოზე. ღებულობენ 2 ჭიქას დღისით და მესამეს ღამე 1 კვირის განმავლობაში.
- რძის მოსამატებლად, შეკრულობის და ჰემოროის სამკურნალოდ გამოიყენება ბაბუაწვერას ფესვები.
1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი თბილ ადგილას და გაწურეთ. მიიღება - 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ბაბუაწვერას ფესვს იღებენ ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე.
რეცხავენ ცივი წყლით და აშრობენ ჰაერზე იქამდე, სანამ გაჭრისას აღარ გამოიყოფა სითხე. - ქერის ნახარში მატებს რძეს.
ლაქტაციის (რძის) შესამცირებლად
- სვით მურყანის ფოთლების ან პიტნის ჩაი.
- რძის შესამცირებლად სვით 1/2 ჭიქა კაკლის ფოთლების, სვიის გირჩებისა და სალბის ფოთლების ნაკრების ნაყენი. (1 ს/კ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 1 საათი). ღებულობენ დღეში 3-ჯერ ყავის ჭიქით.
- 1-2 სუფრის კოვზ სალბს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 1 საათს და სვამენ 1 დღის განმავლობაში. სალბის ნაყენი ამცირებს ოფლის გამოყოფას, ლაქტაციას და მოქმედებს დამამშვიდებლად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. სალბის მიღებისას დოზების დაცვა არ არის საჭირო.
- ლაქტაციას ამცირებს ქაფურის ზეთის კომპრესები.
რა უნდა იცოდეს მეძუძურმა ქალმა
- თუ გინდათ შეინარჩუნოთ მკერდი ფორმა, ამისათვის ბავშვს ძუძუ უნდა აწოვოთ მჭიდრო ბიუსჰალტერზე ამოჭრილი ხვრელიდან.
- ძუძუთი კვების შემდეგ თავები უნდა გაშრეს ჰაერზე.
- მასტიტიდან თავის დასაცავად საჭიროა იცოდეთ ძუძუს წოვების წესები. ბავშვმა არა მხოლოდ ძუძუს თავი უნდა ჩაიდოს პირში, არამედ თავის ირგვლივ რგოლის ნაწილიც.
- მეძუძური ქალისთვის უკუნაჩვენებია ნესვის მიღება. ნესვმა ბავშვის ორგანიზმში შეიძლება გამოწვიოს მძიმე დისპეპსია.
- დედამ უნდა შეზღუდოს კიტრის და ქლიავის მიღება, რადგან ამ საკვებმა ჩვილ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს კუჭაშლილობა, მუცლის ტკივილი და სხვა. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უნდა მიეცეს კამის წყალი.