» » » უიღბლო მსუქნები თუ ადამიანები რთული ცხოვრებისეული მდგომარეობით: 5 მითი მსუქანი ადამიანების შესახებ

უიღბლო მსუქნები თუ ადამიანები რთული ცხოვრებისეული მდგომარეობით: 5 მითი მსუქანი ადამიანების შესახებ

ჩვენს სამყაროში ადამიანები ჭარბი წონით მეორეხარისხოვნად ითვლება. რთულია იმის თქმა, რომელი უფრო მეტად აწუხებთ: ჭარბი წონა თუ საზოგადოებრივი აზრი. აი, ზაფხულში ქუჩაში მიდის მიმზიდველი ახალგაზრდა გოგონა, თუმცა განიერი გვერდებით. გარშემომყოფები მაშინვე იწყებენ გადალაპარაკებას: "რატომ უნდა გამოაჩინო ეს მსუქანი ფეხები შორტებში?" ან დიდი ზომის მამაკაცი დგას სუპერმარკეტის რიგში, უკნიდან კი ხალხი ამბობს: "რაღად გინდა საჭმელი, წადი, ივარჯიშე!"



შენ ფიქრობ, რომ მსუქანი ადამიანი ახლა მივა სახლში და მთელს ტორტს შეჭამს. მაგრამ არა, მათ თვითონაც მშვენივრად იციან თავისი პრობლემის შესახებ და, უფრო მეტიც, - ებრძვიან კიდევაც მას. უბრალოდ ვერ აღწევს შედეგს. ამ თემაზე თავის ბლოგში ისაუბრა დანიელმა დიეტოლოდგ-ნუტრიციოლოგმა ეკატერინა იენსენმა. Rchevebi.com-ის რედაქცია გაგანდობთ 5 მითს მსუქანი ადამიანების შესახებ და მოგიყვებათ, რატომ არ გამოსდით მათ გახდომა.

ჭარბი წონის პრობლემა
არსებობს ასეთი არასწორი მოსაზრება, რომ მსუქანი ადამიანები - ეს უიღბლო ხალხია, რომელსაც ეზარება თავის მოვლა. თუმცა, ყველა როდი ხვდება, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი მიზეზი აქვს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ დიახ, არსებობენ მსუქანი ადამიანები, რომლებიც ბევრს და არასწორად მიირთმევენ და მათ არ აქვთ მებისყოფა. ასევე, არსებობს გამხდარი ადამიანები, რომლებიც ამ ფიგურას თვითდისციპლინითა და ყოველდღიური ძალისხმევით, დიეტებითა და ვარჯიშებით ინარჩუნებს. თუმცა, უმეტეს ნაწილს უბრალოდ არ გამოსდის!



ადამიანები კი, დაუფიქრებლად, აკრიტიკებენ მსუქნებს. ამასთან, გამხდრების უმეტესობას ლამაზი სხეული თავის მოვლის კი არა, იღბლისა და გენეტიკის წყალობით აქვს. არავინ ფიქრობს, რომ მსუქანი გოგონა კვირაში სამჯერ დადის სპორტ-დარბაზში, თუმცა ვერ ახერხებს გახდომას, მაგალითად, დიაბეტის გამო. მსუქანი მამაკაცები კი ჭარბ წონას ვერ იშორებენ ახლობლების დაკარგვით გამოწვეული სტრესის გამო. ბევრის საყვარელი თემაა, ასევე, გოგონების მსუქანი ახალგაზრდა დედები: "როგორ შეიძლება ასეთი უზარმაზარი და მოუვლელი იყო? შენ ხომ ქალიშვილს ზრდი!"



თუმცა, გარშემომყოფები ვერც კი ხვდებიან, რომ უნაყოფობის გამო, რამდენიმე წლის მანძილზე ეს გოგონა იჯდა ჰორმონებზე და იღებდა სხვადასხვა პრეპარატს, რომელთა გამოც, მშობიარობის შემდეგ, საგრძნობლად მოიმატა წონაში. იგი თვითონაც დიდი სიამოვნებით გახდებოდა, თუმცა არ გამოსდის. არსებობს მოსაზრება, თუ ნებისყოფას მუჭში მოიკრებ, შედეგს მიიღებ. თუმცა არა ჭარბი წონის დროს. არსებობს მითები, რომლებიც ადამიანთა ერთ ნაწილს გახდომაში უშლის ხელს, მეორე ნაწილს კი მსუქნებზე ადეკვატურ ფიქრში.

მითები ჭარბი წონისა და გახდომის შესახებ
  1. ნაკლები უნდა ჭამო
    გადახედეთ თქვენს ახლობლებსაც - არსებობენ ისეთები, რომლებიც ყველაფერს ჭამენ და მუდმივად გამხდრები არიან, მაგრამ არსებობენ ისინიც, რომლებიც თითქმის არ ჭამენ, თუმცა დიდ საჰაერო ბუშტს ჰგვანან ფეხებითა და ხელებით. კალორიებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი დამოკიდებულია მეტაბოლიზმზე, ორგანიზმის მიერ საკვების ათვისებაზე, ჭამის დროზე, ძილის ხარისხზე... კალორიებს თვლა კი ამაო იმედია.

    უამრავ ადამიანს აქვს ჭარბი წონის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ნერვულ სისტემაზე, კონკრეტული მედიკამენტების მიღების გამო. მხოლოდ ენდოკრინოლოგს შეუძლია მიზეზის პოვა, ნუტრიციოლოგი კი შექმნის კვების სისტემას მონაცემების მიხედვით. თუცა, ყველას არ აქვს დრო და ფული მსგავსი პროცედურებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი, უმეტესწილად, ძალიან დიდია.



  2. მავნე საკვები
    არსებობს მოსაზრება, რომ სუქდებიან ჩიფსებისა და კოლისგან, რომელსაც დივანზე წოლისას მიირთმევენ. ეს მითი წინა მითისგან გამომდინარეობს. თქვენ არ გასუქდებით მხოლოდ იმიტომ, რომ მიირთმევთ ნამცხვრებსა და შემწვარ კარტოფილს. არსებობს გამხდარი ადამიანები, რომლებიც, უბრალოდ, ვერ იმატებენ. მათი ორგანიზმი საკვებს ცუდად ითვისებს. შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ასეთი ადამიანი იღბლიანია, მაგრამ არა. ამ ტიპის ადამიანები ნაწლავების დაავადებების გაჩენის პირველი პრეტენდენტები არიან.

    მსუქნებს სურთ გახდომა, გამხდრებს კი - სხვადასხვა დაავადების განკურნება. ჯამში, თუ ადამიანი გამხდარია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ნებისმიერი საკვების მიღების უფლება უნდა მისცეს, განსხვავებით მსუქნისგან, რომელიც დიეტაზე უნდა იჯდეს. ბევრი მსუქანი ადამიანი ატარებს ცხოვრებას სწორად კვებაში, თუმცა წონა კი არ ქრება, არამედ ემატება. ყველა მსუქანი ადამიანი როდი მიირთმევს მავნე საკვებს.

    მაგალითად, ცილოვან დიეტას თუ 1 თვით მაინც დაიცავთ, დასრულების შემდეგ აუცილებლად მიირთმევთ ნახშირწყლებით მდიდარ პროდუქტს, რადგან ეს ორგანიზმისთვის აუცილებელია. ამიტომ იმატებენ ადამიანები მსგავსი დიეტების შემდეგ გამქრალი კგ-ების გაორმაგებულ რაოდენობას.



  3. ჭარბი წონა ჯანმრთელობის პრობლემების მანიშნებელია
    თუ ადამიანს ზომიერი ჭარბი წონა აქვს, მას არაფერი აწუხებს და კომფორტულადაც ცხოვრობს ამ წონით, ესეიგი არაფერია სანერვიულო. მას, შესაძლოა, უფრო მეტი სასიცოცხლო ენერგია ჰქონდეს, რომლითაც ბევრი გამხდარი ვერ დაიკვეხნის. ასევე, პუტკუნებს უკეთესი კანი აქვთ და მარტივად გადაიტანენ გრიპებს.

    ამიტომ, ნუ ჩათვლით ყველა ჭარბწონიან ადამიანს ავადმყოფად და ნუ ურჩევთ გახდომას ჯანმრთელობისთვის. თქვენ არაფერი იცით მათი ჯანმრთელობის შესახებ!



  4. მსუქანი ადამიანები არ მისდევენ სპორტს
    პირველი რჩევა, რომელსაც მსუქან ადამიანებს აძლევენ - ეს დარბაზში წასვლაა. არსებობს უამრავი ხუმრობა იმაზე, თუ როგორ დარბიან ან აკეთებენ ბუქნებს პუტკუნები. ამ ყველაფრის შედეგად კი სულ უფრო იმატებენ წონას... კუნთოვანი მასა ხომ იზრდება, ცხიმი კი არ მიდის. ამიტომ, ყველას არ უხდება ფიზიკური დატვირთვები. განსაკუთრებით მათ, ვისაც სიმსუქნე აწუხებს.

    ასე მხოლოდ ზრდით დატვირთვას გულზე, რომელსაც ისედაც აწუხებს სხეულის ჭარბი წონა. ამიტომ, ჯერ ექიმი, შემდეგ დარბაზი. არც ერთ გამხდარ ჭკუას არ მოუსმინოთ, ვინაიდან თვითონაც იშვიათად დადიან სპორტ-დარბაზში.



  5. პუტკუნებს არ აქვთ ნებისყოფა
    და მაინც, ჩვენში ითვლება, რომ მსუქანი ადამიანები არიან უიღბლოები, რომლებსაც არ შეუძლიათ თავის ხელში აყვანა. თუმცა, როგორც უკვე მიხვდით, ისინი სხვებზე უფრო მეტად ცდილობენ. ასე, რომ ნებისყოფას არავითარი კავშირი არ აქვს წონასთან. არსებობს ბევრი მსუქანი ადამიანი, რომლებმაც წარმოუდგენელ მიზანს მიაღწიეს. თუმცა წონა არ მიდის, ან მიდის და ისევ ბრუნდება. მაგალითად, მეგან ტრეინორი.

    უბრალოდ, ბევრს არ გამოსდის სიმაღლეების დაპყრობა მხოლოდ იმიტომ, რომ ფიგურის პარამეტრების გამო, მათ სერიოზულად არ აღიქვამენ, ეს კი სტრესსა და დეპრესიას იწვევს, რომელიც ხელს უშლის გახდომაში.


მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ როგორ წარმოადგენს საკუთარ თავს ადამიანი. არავის აქვს უფლება, განსაჯოს ადამიანი გარეგნული მახასიათებლებით. შესაძლოა, შენ გჭირდება მეტი დახმარება, ვიდრე იმ მოუხერხებელ პუტკუნას, რომელიც აჭიმებიან შარვალს ვერ იცვამს.

თუ შენი ჭარბი წონა არაა დაკავშირებული სიმსუქნესთან და მისი მოშორება გსურთ, გირჩევთ, მიმართოთ ექიმს იმ პრობლემის დასადგენად, რომელიც ჭარბი წონის მოშორებაში გიშლით ხელს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.