ჩვენი უმრავლესობისთვის ეს ჩვევები ცნობილია, თუმცა მათ მავნებლობაზე არც კი დავფიქრებულვართ. მოდით, დავივიწყოთ ისინი, გავუფრთხილდეთ თირკმლებს და დავიცვათ თავი დაავადებებისგან. ხომ ამბობენ: "ადამიანი ჯანმრთელია, თუ მისი თირკმლებია ჯანმრთელი."
თირკმლების განადგურების გზები
- ალკოჰოლი და მოწევა
უკვე მრავალჯერ დამტკიცდა, რომ მოწევა და ალკოჰოლის მოხმარება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე. მავნე ჩვევები აუარესებს თირკმლების მუშაობას, რადგან მათ არ შეუძლიათ დიდი რაოდენობით ტოქსიკურ ნივთიერებებთან გამკლავება ერთბაშად.
ეს მხოლოდ ფილმებშია ლამაზი, როცა მიმზიდველად ეწევიან და სასმელს აყოლებენ, ცხოვრებაში კი ეს ჩვევები ნელა გკლავთ. დაფიქრდით ამაზე იმ მომენტში, როცა მომდევნო სიგარეტსა და ლუდის ბოთლს აიღებთ ხელში. - ძილის უკმარისობა
საქმე ისაა, რომ სწორედ ღამით ახლდება თირკმლების ქსოვილი. თუ მუდმივად გაკლიათ ძილი, ეს პროცესი სრულად ვერ ხორციელდება, რაც მალე ორგანოს ფუნქციონირების შეწყვეტასაც გამოიწვევს. - კოფეინის მოხმარება დიდი რაოდენობით
აი, რატომაც ვერ იძინებთ. კოფეინი, რომელსაც ყავა და სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელი შეიცავს, დიდი რაოდენობით საშიშია მთელი ორგანიზმისთვის ჯამში, თირკმლებისთვის კი - განსაკუთრებით. მას მძლავრი შარდმდენი თვისება აქვს, აუწყლოებს ორგანიზმს და თირკმლებს აიძულებს, იმუშავონ მთელი დატვირთვით, რაც ზედმეტ ზეწოლას ქმნის მათზე. - ცხოვრების პასიური წესი
ხშირად, განსაკუთრებით ოფისის სამუშაოს შემთხვევაში, თირკმლებში შემაკავებელი მოვლენები ხდება. სისხლის სწორი ცირკულაციის აღსადგენად, ყოველდღე გაიწელეთ და წაივარჯიშეთ. რეგულარული ფიზიკური სავარჯიშოები აღკვეთს თირკმლებში ქვების გაჩენის რისკებს. - ვიტამინი B6-ის ნაკლებობა
იმისათვის, რომ თირკმლები ნორმალურად ფუნქციონირებდეს, აუცილებელია დღეში 1.3 მლ ვიტამინი B6 მოიხმაროთ. მას შეიცავს ფრინველი, თევზი, კარტოფილი და უამრავი სხვა ხილი ციტრუსის გარდა. - შარდის ბუშტის არადროული დაცლა
შარდის მუდმივი შეკავება გამოიწვევს თირკმლის უკმარისობას და შეუკავებლობას. ამიტომ, გახსოვდეთ წესი: "როგორც კი - მაშინვე.." - ნატრიუმის ჭარბი რაოდენობა
ნატრიუმის ძირითადი წყარო ადამიანისთვის არის მარილი. თუმცა, თუ მას ჭარბად მოიხმართ, თირკმლები. როგორც წყალ-მარილის ბალანსის რეგულატორი, ვერ გაუმკლავდება თავის ფუნქციას. მარილის დღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის 5-6 გრამია. რჩევა ასეთია: არ დაუმატოთ საკვებს მარილი, ამას მალე მიეჩვევით და უკეთ შეიგრძნობთ მის გემოს. - გაუაზრებელი დიეტები
დიეტები, რომლებიც ორგანიზმში ცხიმებს წვავს, რეალურად აშიშვლებს თირკმლებს და ტოვებს მათ დაცვის გარეშე. შედეგად, ისინი ორმაგ დარტყმას იღებენ: ერთი მხრივ, ფილტრავენ დარღვეული ბალანსის მქონე სისხლის, მეორე მხრივ - ვერ იღებენ სასარგებლო ნივთიერებებს. - ცილების სიჭარბე
ცილას არ შეუძლია ორგანიზმში ისე დაგროვება, როგორც ცხიმებს. ამიტომ, მთელი ჭარბი ცილა და მისი წარმომქმნელი პროდუქტი, ასევე, ზრდის დატვირთვას თირკმლებზე. თუ თირკმლები ვერ უმკლავდებიან ამ პროდუქტის გამოდევნას, მათში ჩნდება კენჭები. - წყლის არასაკმარისი ოდენობით მიღება
თირკმლების სწორი ფუნქციონირებისთვის, როგორც სხვა ყველა ორგანოსთვის, აუცილებელია საკმარისი ოდენობით წყლის მიღება. წყალი, პირდაპირი გაგებით, გამორეცხავს ყველა სიბინძურეს ორგანიზმიდან.