» » » ხალხური მკურნალი ალექსანდრე დროჟენიკოვი თირკმლების ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

ხალხური მკურნალი ალექსანდრე დროჟენიკოვი თირკმლების ჯანმრთელობის საიდუმლოს გვიზიარებს

თირკმლები ​ორგანიზმში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ის თავისებური ფილტრი, რომელიც ორგანიზმის ზედმეტ სითხეს და ბევრ მავნე ნივთიერებას აშორებს. ამასთან მონაწილეობას ღებულობს მეტაბოლიზმში, ჰორმონების წარმოებაში და ორგანიზმის ბალანს ხელს უწყობს. თირკმლების დაავადება ორგანიზმის მუშაობის სერიოზულ დარღვევებს იწვევს. 



სწორედ ამიტომ თირკმლების ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. დღეს "რჩევების" რედაქცია ალექსანდრე დროჟენიკოვის რჩევებს გიზიარებთ და გიამბობთ, როგორ შეინარჩუნოთ ჯანსაღი თირკმლები. 

თირკმლების მკურნალობა სახლის პირობებში

ალექსანდრე დროჟენიკოვის რჩევები ყოველთვის ღირებულია, რადგან ისინი ნამდვილად მოქმედებს. დღეს გიამბობთ, როგორ შეინარჩუნოთ ჯანსაღი თირკმლები. დიდხანს არ დაგაყოვნებთ, რადგან მისი საიდუმლო რამდენი ვარჯიშში მდგომარეობს. რაც ყველაზე საინტერესოა ყურების ვარჯიშში. სწორედ ყურებზე ზემოქმედებით თირკმლების მუშაობის სტიმულირება ხდება. 

საქმე იმაშია, რომ ჩვენ სხეულში ენერგეტიკული მერიდიანები გადის, რომლებიც ორგანოებს ერთმანეთთან აკავშირებს. ყურებს და თირკმლებს ერთი ენერგეტიკული არხი აკავშირებს, სწორედ ამიტომ მათი დაავადებები ერთმანეთთან დაკავშირებულია. ძალიან ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანს ყურის პრობლემები აწუხებს, მაგრამ მიზეზს ვერ ხვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დროა თირკმლები გაისინჯოთ. 



​ყურების წყალობით შეიძლება დიაგნოზის დასმა, მაშინაც თუ აშკარა ნიშნები ჯერ კიდევ არ ჩანს. მაგ., თირკმლის უკმარისობამ შეიძლება დიდხანს თავი არ იჩინოს, მაგრამ მას წითელი ყურები სააშკარაოზე გამოიყვანს. თუ ყურის ნიჟარა რბილი და მოდუნებულია ეს იმას ნიშნავს, რომ მერიდიანში ენერგიის ნაკლებობა შეინიშნება. როცა ადამიანი ხმაურს და ხმებს ცუდად იტანს, ეს თირკმლის პრობლემაზე მიგვითითებს. 



ყურებს თირკმლების ჭიშკარსაც უწოდებენ. სწორედ ამიტომ, თირკმლების მუშაობის სტიმულირება რომ მოახდინოთ, ყურების ვარჯიში უნდა გააკეთოთ, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ. ქვემოთ მოცემული იქნება ვიდეო, ჯერჯერობით კი ცოტა ტექნიკაზე ვისაუბროთ. პირველი ვარჯიში ძალიან მარტივია. ხელებით ყურებს მოკიდეთ და ჯერ ზემოთ, შემდეგ უკან და ქვემოთ დაჭიმეთ. ასე 5-ჯერ გააკეთეთ. შეგიძლიათ უფრო მეტჯერ, შეგრძნებებს დააკვირდით. 

ეს ვარჯიში თირკმლებს ტონუსში მოიყვანს და მათ მუშაობს სტიმულს მისცემს. ვარჯიში ყოველ დღე შეასრულეთ, თირკმლების ჯანმრთელობაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ. ასე რომ ამ ვარჯიშის დილა-საღამოს შესრულება არ დაგავიწყდეთ. 



კიდევ ერთი კარგი ვარჯიში არსებობს. ხელები თირკმლების მიდამოში დაიდეთ და წარმოიდგინეთ, რომ ორგანო ხელით გიჭირავთ. იფიქრეთ იმაზე, თუ მათი მუშაობა როგორ უმჯობესდება, ორგანიზმიდან ყველაფერი ზედმეტი როგორ გამოდის, რომლებიც თირკმლების ნორმალურად ფუნქციონირებას ხელს უშლის. ხელები ასე გქონდეთ და ფიქრით ენერგია წელის არეში გადაიტანეთ. ასე 3-5 წუთი გაჩერდით. 

აი ვიდეოც, რომელშიც ვარჯიშის შესრულების სწორ ტექნიკას ნახავთ. 



უმჯობესია დაავადების პრევენცია, ვიდრე მისი მკურნალობა. ასე რომ თირკმლების ჯანმრთელობაზე იზრუნეთ და თავს გაუფრთხილდით!

ასევე ეს შემეცნებითი სტატია მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.