» » » იაპონელი გეიშების სიგამხდრის საიდუმლო: სანტიმეტრების მოსაშორებლად დღეში 10 წუთით სწორად უნდა ისუნთქოთ

იაპონელი გეიშების სიგამხდრის საიდუმლო: სანტიმეტრების მოსაშორებლად დღეში 10 წუთით სწორად უნდა ისუნთქოთ

პრაქტიკულად ყველა ქალი ოცნებობს იმაზე, რომ რამდენიმე ჭარბი კილოგრამი დაიკლოს. ამისთვის ყოველდღე მიმართავენ ასობით მეთოდს, ტექნიკას, დიეტასა თუ სავარჯიშოების კომპლექსს. თუმცა, ყველა ეს ტენდენციური მეთოდი ჩვენთან წარსულიდან მოვიდა. დღეს მოგიყვებით ერთ-ერთ მათგანზე.



ყველასთვის ცნობილია, რომ გეიშები სილამაზის ეტალონად ითვლებოდნენ, თუმცა, ბევრმა არ იცის, როგორ ინარჩუნებდნენ ისინი ფიგურას. სწორედ ამიტომ, დღეს რჩევების რედაქცია გაგაცნობთ სავარჯიშოს, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად გახდომაში საშინაო პირობებში.

სავარჯიშო სწრაფი გახდომისთვის
ჩვენ ვთვლით. რომ გახდომის პროცესი მხოლოდ დიეტები და ფიზიკური დატვირთვებია. თუმცა, ეს მხოლოდ ორი ელემენტია იმ უამრავიდან, რომლებიც გახდომის პროცესისსთვისაა საჭირო. იცოდით, რომ რამდენიმე კგ-ს დაკლება სწორი სუნთქვითაცაა შესაძლებელი? ამას გარდა, სუნთქვითი სავარჯიშოების წყალობით, შეგიძლიათ შეგრძნებების გაუმჯობესება, რამდენიმე დაავადების განკურნება და სხეულის ტონუსში მოყვანა.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ სავარჯიშოს, რომელიც სრულდება ჩვეულებრივი ბოთლის გამოყენებით. სავარჯიშო საკმაოდ მარტივია და არ მოითხოვს ზედმეტ დროს. მაშ ასე, დადექით ოთხზე, კბილებით დაიჭირეთ ცარიელი ბოთლის კისერი. ეს საწყისი მდგომარეობაა, ახლა კი იწყებთ სწორად სუნთქვას.



უნდა ისუნთქოთ ნელა, მუცლის ღრუთი. ჩვეულებრივად შეისუნთქეთ ცხვირით, შემდეგ კი მთელი ძალით გამოისუნთქეთ ჰაერი ბოთლში, დაჭიმეთ დიაფრაგმა და მუცლის კუნთები. თუ გული და ფილტვები ნორმაშია, შეგიძლიათ შეისუნთქოთ ასევე - ბოთლის გავლით. მთავარია, შეისუნთქოთ ნელა, ძალისხმევის გარეშე. გააკეთეთ 15 ასეთი ამოსუნთქვა. ან უბრალოდ ისუნთქეთ ასე 10-15 წუთის მანძილზე, დაუთვლელად.

ყურადღება მიაქციეთ შეგრძნებებს: არავითარ შემთხვევაში არ მიიყვანოთ თავი თავბრუსხვევამდე. თუ გრძნობთ, რომ ჰაერი არ გყოფნით, შეწყვიტეთ სავარჯიშოს შესრულება და დაუბრუნდით მას მოგვიანებით.



დიაფრაგმული სუნთქვა სასარგებლოა არამხოლოდ გასახდომად, თუმცა დამტკიცებულია, რომ ამ სავარჯიშოს რეგულარული შესრულება წონაში კლებას იწვევს. გარდა ამისა, სავარჯიშო აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ზრდის საკვები ნივთიერებების რაოდენობას, რომლებსაც ორგანიზმი ითვისებს. ასევე, სუნთქვითი სავარჯიშოები გვეხმარება ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდაში.



რეგულარული ვარჯიშის შემდეგ იგრძნობთ, როგორ ივსება სხეული ენერგიით, კუნთები მოდის ტონუსში, სანტიმეტრები წელსა და გვერდებზე თანდათან მცირდება. ამასთან, ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ სტრესისა და ქრონიკული დაღლილობისგან გათავისუფლებაში. ამასთან, დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, რადგან ავსებს მის უჯრედებს ჟანგბადით. ამრიგად, ერთი მარტივი სავარჯიშო არამხოლოდ გახდომაში, არამედ ორგანიზმის გაახალგაზრდავებაში გეხმარებათ!



თუ ჭარბი წონის მოშორებაზე ოცნებობთ, არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ სწორად სუნთქვა. რაციონისა და ფიზიკური დატვირთვების შერჩევაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.