თვითმასაჟი ჯოხის გამოყენებით - ესაა თვითგანკურნების მექანიზმების ჩართვა. ეს მეთოდიკა განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც დროში შეზღუდულია. თქვენ დაგჭირდებათ მხოკიდ გლუვი ჯოხი 70-90 სმ სიგრძითა და 2-3 სმ დიამეტრით. ასევე, გამოგადგებათ ტანვარჯიშის ჯოხი. რჩევების რედაქცია მოგიყვებათ, როგორ უნდა შეასრულოთ ეს მასაჟი სწორად. ეფექტი რამდენიმე სეანსის შემდეგ იქნება თვალსაჩინო.
თვითმასაჟი საშინაო პირობებში
ხერხემლის კისრის ნაწილის მასაჟი
- გადაიტანეთ ჯოხი თავს უკან, დაიდეთ კისრის მარჯვენა მხარეს. მარჯვენა ხელით დაიჭირეთ ჯოხი ქვემოდან, მარცხენა კი მიიტანეთ კისერთან ახლოს.
- დააჭირეთ ჯოხით კისრის მარჯვენა ნაწილს. მარცხენა ხელით მიაჭირეთ ჯოხი სხეულს, მარჯვენათი კი ამოძრავეთ იგი ზემოთ-ქვემოთ.
- შემდეგ გადაიტანეთ ჯოხი კეფისკენ. ამავე სახით დაამუშავეთ აღნიშნული ზონა. შედეგად, იზილება კისრის მარჯვენა ნაწილის მთელი ზედაპირი.
- გაიმეორეთ მარცხენა მხარეზე. ჯამში, ეს მასაჟი 3წუთს წაგართმევთ. შეასრულეთ იგი რეგულარულად ყოველ დილით, უმჯობესია საღამოსაც. კარგად ხსნის დაღლილობასა და ტკივილს ოსტეოქონდროზის დროს. შეუდექით შემდეგ ზონებს.
- ჯოხი გადაიტანეთ ზურგზე და ინტენსიურად დაზილეთ წელის მონაკვეთი. ოღონდ არ შეეხოთ ხერხემალს! დაიმუშავეთ მკერდის დანაყოფის ქვედა ნაწილი თეძოებამდე, ეს 2 წუთს წაგართმევთ.
- შემდეგ კარგად დაიმუშავეთ გავის ზონა ორივე მხრიდან. ეს განსაკუთრებით ეფექტურია წელის ტკივილების დროს. მოძრაობები უნდა მიემართებოდეს ზემოდან ქვემოთ. შეასრულეთ მოძრაობები საშუალო ზომის ტკივილის შეგრძნებამდე. თითო მხარეს დაუთმეთ 30-60 წამი.
- ახლა გადადით თეძოებზე: მოათავსეთ ჯოხი თეძოების ქვეშ და მიაჭირეთ ქვემოდან. შემდეგ რიგ-რიგობით დაიზილეთ დუნდულები ჯოხით ზემოდან ქვემოთ, შემდეგ კი ერთდროულად. დუნდულებზე მასაჟის ხანგრძლივობაა 3 წუთი.
- ეფექტის შესანარჩუნებლად ჯოხი ატრიალეთ ზემოდან ქვემოთ, მუცლის ღრუდან, 1 წუთის მანძილზე.