თუ აიუვერდაში ახალი ხართ ან ამ პრაქტიკაში კარგად ერკვევით, კარგი იქნებოდა, თუ ხელთ აიუვერდული ბალახების სია გექნებოდათ. რისთვის? იმისთვის მაინც, რომ არ აგერიოთ დასახელებების მთელი დასტა ერთმანეთში და იცოდეთ, რომელი დაავადების დროს გამოგადგებათ მცენარეებით მკურნალობა.
სამკურნალო მცენარეები
აიუვერდამ ჩვენ მკურნალობის უძველესი სისტემა შემოგვინახა. რამდენიმე ათასი წლის მანძილზე, აიუვერდული ბალახებით მკურნალობდნენ დაავადებებს, აღკვეთდნენ ინფექციებს და აჯანსაღებდნენ ორგანიზმს. ჩვენ მათ შორის ყველაზე გასაოცარი მცენარეების სია მოვაგროვეთ, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ბალახების ნახევარი უკვე გაქვთ სამზარეულოში.
ტოპ-10 აიუვერდული ბალახი
- კურკუმა
კურკუმა, იგივე ზურამბადი "ყველა დაავადების წამლად" ითვლება. ეს ბუნებრივი ანტიბიოტიკიცაა და ტკივილგამაყუჩებელიც. აჩქარებს ნივთიერებათა მიმოცვლას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონეს, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას და სისხლის მიმოქცევას. კურკუმა ამცირებს ტემპერატურას, კურნავს გაციებასა და ციებ-ცხელებას, სხვადასხვა ინფექციას, დადებითად მოქმედებს ქალისა და მამაკაცის სასქესო სფეროზე. - აშვაგანდა, იგივე ინდური ჟენშენი
ჯანსაღი კვების სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ აშვაგანდა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმის რეზისტენტულობის გასაზრდელად გარემო პირობების მიმართ. მცენარე აძლიერებს იმუნურ სისტემას და ზრდის ქალის ნაყოფიერებას. აშვაგანდა ხსნის დაღლილობას, ანელებს სიბერის პროცესს და აძლიერებს სექსუალურ ლტოლვას. - დარიჩინი
არომატული დარიჩინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ქალისა და მამაკაცის რეპროდუქტიულ ჯანმრთელობას. სანელებელი, ასევე, კურნავს თავის ტკივილებს, გრიპს, საჭმლის მონელების დარღვევებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ნაყენი, ნახარში და ფხვნილი დარიჩინისა გამოიყენება როგორც მასტიმულირებელი, ოფლმდენი, გაზებისგან გამათავისუფლებელი, ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი, ამოსახველებელი, შარდმდენი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. - ილი
ილი ხშირად უნდა მოიხმარონ იმ ადამიანებმა, ვისაც ცენტრალური ნერვული ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აქვს. მწვანე, სურნელოვანი ილის ყუთები გამოიყენება კუჭის მოუნელებლობის, ღებინების, დილის ნაუსეასა და ასთმის სამკურნალოდ. მას იყენებენ, როგორც ნატურალურ დამამშვიდებელს, აფროდიზიაკს, ანტიოქსიდანტს, განწყობის ასამაღლებლად და კოფეინით ინტოქსიკაციის საწინააღმდეგოდ. - ალოე ვერა
ეს სამკურნალო მცენარე - ნატურალური და მდიდარი სანახია უამრავი აქტიური ნივთიერებისა. აიუვერდელი თერაპევტები ალოე ვერას გვირჩევენ დაავადებების მთელი რიგისთვის, რომლებიც დაკავშირებულია საჭმლის მონელებასთან (მომატებული მჟავიანობა, კუჭის გაღიზიანება, ყაბზობა, მადის დაკარგვა და ბუასილი). მცენარის ახალ წვენს ისვამენ სახის კანზე პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად. - კვლიავი (ზირა-კი)
იგი ხშირად ეშლებათ მინდვრის კვლიავში(შავკაკალაში), ისინი ძალიან ჰგვანან გარეგნულად, რადგან ერთსა და იმავე ოჯახს მიეკუთვნებიან, თუმცა გემოთი და თვისებებით ისინი სავსებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კვლიავის თესლი უფრო წვრილი და თხელია შეხედვით, მკვეთრი თხილისებრი, ოდნავ მომწარო და მომჟავო სუნი აქვს.
ზირა(კი) მოქმედებს ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი, ამოსახველებელი, გაზებისგან გამათავისუფლებელი, შარდმდენი და ლაქტოგენური ეფექტებით. მცენარე აძლიერებს ნაწლავებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და მადას, გეხმარებათ გულისრევასთან გამკლავებაში, კურნავს დიზენტერიასა და ეკზემას. - მელია
მელია, იგივე ინდური აზადირახტა ცნობილია, როგორც "სოფლის აფთიაქი", "ღვთიური ხე" და "ყველა დაავადების პანაცეა". მცენარეს ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და აჯანსაღებს პირის ღრუს.
აიუვერდულ მედიცინაში მელია პარაზიტების, სოკოების, ბაქტერიების, ვირუსებისა და დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების მთავარი კომპონენტია. მელიის ხით დამზადებული სამკურნალო საშუალება გამოიყენება აკნეს, ფსორიაზის, ალერგიის, ჰერპესისა და ჰეპატიტის სამკურნალოდ. - კორიანდრი (ქინძი)
ეს მცენარე ყველა დიასახლისისთვისაა ცნობილი. ქინძი გეხმარებათ სიმსუქნის დაძლევაში, თავისი თვისების წყალობით, გამოდევნოს ორგანიზმიდან ცხიმები. მცენარეს იყენებენ არამხოლოდ კერძების მოსამზადებლად, არამედ მის ჩაის იყენებენ ღვიძლის უკმარისობის დროს, მადის ასამაღლებლად.
ახალი მწვანილი მდიდარია ფიტოესტროგენებით (ქალური სასქესო ჰორმონების მცენარეული ანალოგები) და გამოიყენება მენჯის ორგანოების დაავადებების, ენდომეტრიოზის სამკურნალოდ, ციკლის დასარეგულირებლა. კორიანდრი, ასევე, დევნის პარაზიტებს ნაწლავებიდან და წმენდს სისხლს. - ამლაჯი
ინდური ხურტკმელი, იგივე ამლა - ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი გამაახალგაზრდავებელი მცენარეა აიუვერდაში. ამლა უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ერთ მის ნაყოფში ექსვჯერ მეტი ასკორბინის მჟავაა, ვიდრე მთლიან ლიმონში. ამლას პრეპარატებს სისხლდენის, ბუასილის, ანემიის, დიაბეტის, პოდაგრის, გასტრიტის, კოლიტის, ჰეპატიტის, ოსტეოპოროზის, ღვიძლისა და ელენთის დაავადებების, ნაადრევი ჭაღარისა და თმისცვენის, ფსიქიკური დარღვევების წინააღმდეგ იყენებენ. - ძირტკბილა
ეს მცენარე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით ჩვენს რეგიონებშიც. სწორედ მისგან ამზადებელ ხველის საწინააღმდეგო სიროფებს. ძრიტკბილა აძლიერებს იმუნიტეტს, კურნავს ყელის დაავადებებს, გაციებას, ხველას, გასტრიტს, გულძმარვას, აძლიერებს სუსტ ღვიძლს და ახორცებს წყლულებს.