» » » სოჭის ზეთი ქალბატონებს ძალიან მოკლე ხანში გაანთავისუფლებს ნაოჭებისა და ხორკლიანობისგან, ორგანიზმის უჯრედების გამაახალგაზრდავებელი თვისებების წყალობით.

სოჭის ზეთი ქალბატონებს ძალიან მოკლე ხანში გაანთავისუფლებს ნაოჭებისა და ხორკლიანობისგან, ორგანიზმის უჯრედების გამაახალგაზრდავებელი თვისებების წყალობით.

სოჭის ზეთი მიიღება სოჭის წიწვებისა და ახალგაზრდა ამონაყარისგან. ამ უძვირფასეს ექსტრაქტს ადამიანები უძველესი დროიდან იყენებენ, როგორც მადეზინფიცირებელ, კოსმეტოლოგიურ და სამკურნალო საშუალებას -ძალიან მაღალი ბიოლოგიური აქტივობით. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რადგანაც სოჭს შეუძლია მხოლოდ კრისტალურად სუფთა ჰაერის პირობებში ზრდა, იქ სადაც სოჭი იზრდება არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამონაბოლქვი და სამრეწველო ნარჩენები.

ქალბატონებს სოჭის ზეთში შეუძლიათ დაინახონ შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალება, რომელსაც ძალიან მოკლე ხანში შეუძლია გაათავისუფლოს ისინი ნაოჭებისა და ხორკლიანობისგან, ორგანიზმის უჯრედების გამაახალგაზრდავებელი თვისებების წყალობით. სოჭის ზეთის ეს თვისება განსაკუთრებით შეიგრძნობა, თუ მიიღებთ ცხელ აბაზანას (38 გრადუსზე), რომელშიც 3-5 წვეთი სოჭის ზეთია ჩამატებული: 15-20 წუთის შემდეგ შეიგრძნობთ სიმსუბუქეს, სიახალგაზრდავეს. ზრება დაღლილობა, იხსნება სტრესი. დიდი ხნით სოჭის ზეთიან აბაზანაში გაჩერება ეხმარება კუნთების მოდუნებას, სწრაფად ჩაძინებას ასეთ დროს ძილი ხდება წყნარი და ღრმა.
ასეთი პროცედურები დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ეხმარება უძილობისა და ნევროზის გაქრობას. ამ დროს აღინიშნება თავის ტვინის ქერქის ჰეტეროგენური აქტიურობის აღდგენა.

სოჭის ზეთში, როგორც სამკურნალო პრეპარატში აღმოჩენილია ძლიერ ფართო შესაძლებლობანი. მაგალითად, ხალხურ მედიცინაში, სოჭის ზეთი წარმატებით გამოიყენება გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. ექიმები, რომლებმაც თავიანთ პრაქტიკაში გამოიყენეს სოჭის ზეთი, რეკომენდაციას იძლევიან მის სხვა უამრავ შემთხვევაში გამოყენებაზე. დღეისათვის, ერთადერთი უკუჩვენება, რაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ გამოვლინდა, არის ემბრიოტოქსიკურობა. ამიტომ ის რეკომენდებული არ არის ფეხმძიმე ქალებისთვის.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.