კარტოფილის კანი ხომ ასეთი უსარგებლო არ არის, როგორც თქვენ ფიქრობთ. მათგან ამზადებენ წებოს, ბიოსაწვავს, კომპოსტს. მისი დახმარებით, მოხერხებული დიასახლისი ვერცხლის ნაკეთობებსაც წმენდს. კიდევ რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის ნარჩენებზე?
კარტოფილის ნათალები
ერთი შეხედვით ამაზრზენი კანის ნახევარი შედგება საკვები ბოჭკოებისგან. ასევე, მის შემადგენლობაშია კალციუმი, კალიუმი, მარგანეცი, თუთია, რკინა და ვიტამინი C. XX საუკუნის ნახევარში ექიმებმა გაამახვილეს ყურადღება კარტოფილის ნათალებზე, რაც უმიზეზოდ არ მომხდარა.
კარტოფილის კანის სარგებელი
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალიზება ტოქსინების გამოდევნის ხარჯზე. პროდუქტი ხელს უშლის ნაწლავებს, შეიწოვოს ტოქსინები. გვეხმარება ყაბზობისა და კოლიკის დროს.
- ღვიძლის ფუნქციონირების შენარჩუნება.
- ზედაპირული დამწვრობების მკურნალობა (უბრალოდ მიიდეთ მოხარშული კანი დაზიანებულ ადგილზე და დაიმაგრეთ ბინტით).
- ანტიმიკრობული თვისება ქლოროგენის, კოფეინისა და ჰალოის მჟავების შენარჩუნების ხარჯზე.
- გვეხმარება წნევის შემცირებაში (ამისთვის გამოიყენება პროდუქტის ჩაი ან ბულიონი) საკვები ბოჭკოების, კალიუმისა და პეპტინის შემცველობის ხარჯზე.
- კანის ნახარში ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც საშუალება თირკმელში კენჭებთან საბრძოლველად.
კარტოფილის ნათალების ბულიონი გეხმარებათ ჰიპერტონიისა და ელექტროლიტური დისბალანსის დროს.
ინგრედიენტები
- 400 მლ წყალი
- 3 საშუალო ზომის კარტოფილი
- 1 სტაფილო
- 1 ხახვი
- 3 კბილი ნიორი
- 1 კონა ნიახური
- მარილი, წიწაკა გემოვნებით
- კარგად გარეცხეთ კარტოფილი, ამოჭერით ნახვრეტები და კანის მწვანე მონაკვეთები.
- გათალეთ კანი 10-12 მმ სისქისა.
- მოათავსეთ ნათალები ქვაბში, დაასხით წყალი, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული (სტაფილო, ნიახური, ხახვი და ნიორი).
- ხარშეთ 30 წუთით, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება.
- დასრულებისას მოაყარეთ მარილი და წიწაკა - ბულიონი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
კარტოფილის ნათალებისგან დამზადებული სასუქი კარგ მოსავალს გპირდებათ. ამისთვის მოაგროვეთ ნათალები ერთად, ზამთრამდე დაჭკნება და სასუქად იქცევა.
ახალი კანის გამოყენებაც შეგიძლიათ სასუქად - მოათავსეთ იგი ქვაბში, დაასხით მდუღარე წყალი და დაახურეთ სახურავი. გააჩერეთ 10-12 საათით და გაწურეთ.
ახლა მიღებული სითხე გააზავეთ წყლით 1:2 პროპორციით. სასუქი კარგია კიტრის, ყაბაყის, ხურტკმელის, მოცვის მოსარწყავად. მისი გამოყენება მთელი სეზონის მანძილზე შეგიძლიათ.
კარტოფილის სასუქი განსაკუთრებით კარგად აისახება მოცვზე, რომელიც მგრძნობიარეა კალიუმის მიმართ. დაუმატეთ ნიადაგში კარტოფილის კანი. მოსავალი უფრო დიდი იქნება, თვითონ კენკრა კი - ტკბილი.