კარტოფილის გორგლები შეიცავს 70-80% წყალს, 24% სახამებელს, 2% ცილოვან ნივთიერებებს, 0,3 ცხიმს, ვიტამინებს: C,A, B1, B6, PP. კარტოფილის ცილა ძალიან სასაგრებლოა, ადვილად შეიწოვება ორგანიზმში. მას შეიცავს მხოლოდ კარტოფილის გორგლის კანი. ამიტომ "მუნდირით" მოხარშული კარტოფილის ჭამა კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
- წითელი კარტოფილი შეიცავს ადვილადასათვისებელ შაქარს, რომელიც ხარშვისას გადაიქცევა სახამებლად. იმ პირებისათვის, რომლებიც დაავადებულნი არიან ვენერიული დაავადებებით, ასევე მიდრეკილება აქვთ სექსუალური აღგზნებისკენ, კარტოფილის მიღება რეკომენდირებული არ არის.
- ნედლი კარტოფილის წვენი კარგად წმენდს ორგანიზმს. თუ დავამზადებთ ნარევს სტაფილოს, კარტოფილისა და ნიახურის წვენებისგან, ძალიან ეხმარება საჭმლის მონელებას, ნერვულ დარღვევებს, კარგია იშიაზის დროს. შესანიშნავი ეფექტი აქვს ყოველდღიურად 500 გრამი სტაფილოს, კიტრის, ჭარხლისა და კარტოფილის წვენების თანაბარ ნარევს და ძალიან სწრაფად იძლევა დადებით შედეგებს: იმ პირობებით, რომ ამ დროს, რაციონიდან მთლიანად გამორიცხავთ ხორცისა და თევზის პროდუქტებს.
- ასევე კარტოფილის წვენი ხელს უწყობს ორგანიზმში წყლის ცვლის რეგულირებას და გულის ნორმალურ მუშაობას. მას იყენებენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. წვენის სისტემატიურად მიღებისას კუჭის მჟავიანობა ქვეითდება და გულძმარვა და ბოყინი ქრება. მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა 1 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად, დილით უზმოზე და საღამოს - ვახშმობიდან ორი საათის შემდეგ.
- ქორფა კარტოფილის წვენი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა, ებრძვის ნაოჭების წარმოქმნას, მკურნალობს დამწვრობას, აშორებს კოჟრებს: გახეხილი უმი კარტოფილი შეახვიეთ დოლბანდში და დაიდეთ დაზიანებულ ადგილებზე (2 საათით).